კლდე­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი დოჭუ – ან რო­მე­ლი სო­ფე­ლი არაა ლა­მა­ზი თუ­შეთ­ში?

SheniSofeli.ge
2 წუთიანი წაკითხვა

თუ­შე­თის ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი დოჭუ,  ციცაბო ფერდობზე გაშენებული ძალიან ლამაზი სოფელია, გომეწარის ხეობაში მდებარეობს. გა­შე­ნე­ბუ­ლია კლდე­ზე, ზღვის დო­ნი­დან 2000 მეტრზე მაღ­ლა.

სოფელი დოჭუ მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გომეწრის ხეობაში.

სახ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა 120 წელ­ზე მეტი ხნი­საა. მრავალი ვერსიის მიხედვით აქ ბავშვები თოკზე გამობმულები იზრდებოდნენ, რომ ხეობაში არ გადაჩეხილოყვნენ.
დღეს თუშეთის გამორჩეულად ლამაზი და იდუმალი სოფელია და მას ვეწვევით 3 დღიანი ტურის ფარგლებში.
თუ­შეთ­ში 49 სო­ფე­ლია, 4 თე­მია.

მთავარი ღირსშესანიშნაობები: 

სოფელი დოჭუ, ფიჭვნარი ტყის ჰაბიტატები, ნიამორის ჰაბიტატი, ალპური მდელოები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ომალოს “საძახებელი გორიდან” ეშვება მიხვეულ-მოხვეული ბილიკი ხახაბოს ჭალაში, საცალფეხო ხიდით გადის გომეწრის ალაზანზე და შეუყვება ციცაბო აღმართს სოფელ ხახაბოსაკენ.

ხახაბოდან საცალფეხო ბილიკს კეხის გადასასვლელისაკენ მივყავართ, საიდანაც ხელისგულივით იშლება გომეწრის ჭანჭახოვანის და ჩაღმის ხეობები, თუშური სოფლები.

კეხიდან ბილიკი ეშვება ფოთლოვან ტყეში, გადადის ორწყლის ხიდზე და შეუყვება გოგრულთისაკენ. გოგრულთა საალმის მთის აღმოსავლეთის კონცხზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი სამუშაოების დროს აქ აღმოაჩინეს V საუკუნის სამარხები.

გოგრულთიდან  ბილიკი ეშვება დოჭუს ჭალაში. დოჭუ გაშენებულია კლდის ქიმზე. სხვა სოფლებისაგან გამოირჩევა სამსართულიანი აივნიანი სახლებით.

დოჭუდან ბილიკი ზემოთ კვეთს გომეწრის სამანქანო გზას და აუყვება სახეოს ალპურ ზონას. სახეოდან ბილიკი მიემართება აღმოსავლეთის მიმართულებით, სამარხილე გზაზე, გოგორათის გორებისაკენ და ჩადის ღელეზე. გომეწარ-პირიქითას წყალგამყოფი ქედიდან ხელისგულივით იშლება პირიქითას, ჩაღმისა და გომეწრის ხეობები. ღელედან ბილიკი მიდის ქვემო ომალოსაკენ და ადის ჯერ ზემო ომალოს პლატოზე და შემდეგ ეშვება ქვემო ომალოში. მარშრუტზე სასმელი წყალი უხვადაა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). კლდე­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი დოჭუ – ან რო­მე­ლი სო­ფე­ლი არაა ლა­მა­ზი თუ­შეთ­ში?. 23 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/კლდეზე-გაშენებული-ულ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. კლდე­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი დოჭუ – ან რო­მე­ლი სო­ფე­ლი არაა ლა­მა­ზი თუ­შეთ­ში? [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%93%e1%83%94%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%9a/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network