სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedკანონით ექთანი და მეანი-ექთანი პროფესიული სპეციალიზებული დასახელებები გახდება...

კანონით ექთანი და მეანი-ექთანი პროფესიული სპეციალიზებული დასახელებები გახდება…

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტის წევრებს ზოგადი პრინციპების დონეზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააცნო და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის სამართლებრივი გარემოს შექმნა. ამგვარად, კანონით ექთანი და მეანი-ექთანი პროფესიული სპეციალიზებული დასახელებები გახდება და, შესაბამისად, კანონით განისაზღვრება აღნიშნული საქმიანობების განხორციელების პირობები.

„კანონით დამკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი – დამოუკიდებელი „მეანი-ექთანი”, რომლითაც ხდება „ბებიაქალის” წოდების ჩანაცვლება. ზოგადად, საკანონმდებლო პაკეტი ექთნებისა და მეანი-ექთნების საქმიანობის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.

მომხსენებლის ინფორმაციით, ექთნებისა და მეანი-ექთნებისთვის გათვალისწინებულია დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემების ამოქმედება, კანონმდებლობით განისაზღვრება ექთნის და მეანი-ექთნის საბაზისო განათლების პროგრამები, ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა, შეიქმნება ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრი, რომლის საშუალებით განხორციელდება ექთნებისა და მეანი ექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება. სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნებისთვის სერტიფიცირება 2025 წლის 1 სექტემბრამდე განხორციელდება უგამოცდოდ.

ინერგება ექთნის და მეანი-ექთნის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმი, რომლის განმახორციელებელია სამინისტრო და შესაბამისი საბჭო.

კომიტეტმა კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით ასევე განიხილა კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომელიც მომზადდა გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ” ერთიანი და გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ” კონვენციების თანდართულ სიებში 2022 წლის ბოლოს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე.

კერძოდ, გაეროს 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ” ერთიანი კონვენციის I სიას დაემატა 2 ნივთიერება: ბრორფინი და მეტონიტაზენი; გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ” კონვენციის II სიას დაემატა 1 ნივთიერება: ეუტილონი; გაეროს 1988 წლის „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კონვენციის სიის I ცხრილს დაემატა 3 ნივთიერება: ნორფენტანილი, ტერტ-ბუტილ 4(ფენილამინო)პიპერიდინ1-კარბოქსილატი (1-ბოკ-4-აპ), N-ფენილ-4პიპერიდინამინი (4-აპ).

აღნიშნული კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა. საკითხი კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.

კომიტეტმა საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. ცვლილებები მომხსენებელმა მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.

ცვლილების მიზანია ინოვაციურ (ახალ ორიგინალურ) ფარმაცევტულ პროდუქტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მისი სპეციალური პირობებით შესყიდვის გზით.

კომიტეტმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები