პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებითერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება - წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით...

თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება – წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი ზემო აჭარაში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს.

თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება.

თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება – წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება | შენი სოფელი

სააგენტოს სპეციალისტებმა ხულოს მუნიციპალიტეტში – ვაშლოვანის, სხალთას, დეკანიშვილების, დიდაჭარის და დაბა ხულოს ადმინისტრაციულ ერთეულებში 900 ჰექტარი ტერიტორია დაამუშავეს. მობილიზებული იყო 15 ერთეული სპეციალური ტექნიკა.
წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აჭარაში ინტენსიურად ახორციელებენ წერტილოვან შეწამვლას ცივი შესხურებით.
აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.
ხულოს მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე დავით ქავთარაძე, სამინისტროს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის წევრები და ხულო მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები