სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაზუგდიდის ბაღში მცირეწლოვან ბავშვზე იძალადეს - აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა

ზუგდიდის ბაღში მცირეწლოვან ბავშვზე იძალადეს – აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა

ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის გადაწყვეტილებით, ქალაქის N14 საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის მონაწილე აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა. შესაბამის ინფორმაციას ბაღების მართვის ცენტრი ავრცელებს.

„ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის გადაწყვეტილებით, ქალაქის N14 საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის მონაწილე აღმზრდელს ე.მ-ს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ცენტრის რეაგირება იყო მყისიერი, უფლებამოსილების შეჩერებასთან ერთად, ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ეცნობა პოლიციას. მიმდინარეობს გამოძიება.

სსდმ ცენტრი სასტიკად გმობს მომხდარ ფაქტს, გამოთქვამს მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაიცვას აღსაზრდელის უფლებები. ინფორმაციის მიღებისთანავე ადგილზე იმყოფებოდნენ ჩვენი ცენტრის იურისტი და ცენტრის დირექტორის მოადგილე.

ჩვენს მთავარ მიზანს ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოში სკოლამდელი განათლების მიღება წარმოადგენს. ის კი, ვინც ამ მიზნებს ხელს უშლის, კანონის შესაბამისად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდარ ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები