პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებავიდეო: ბევრმა იცის 72%-იანი სარეცხის საპნის სიკეთეები - „ესაა ჯადოსნური საშუალება...“...

ვიდეო: ბევრმა იცის 72%-იანი სარეცხის საპნის სიკეთეები – „ესაა ჯადოსნური საშუალება…“ – ზურა შევარდნაძის რჩევები, როგორ გამოვიყენოთ სარეცხის 72%-იანი საპონი“

“ბევრმა იცის 72%-იანი სარეცხის საპნის სიკეთეები, მებაღეობა კი ამ საპნის გარეშე არ არსებობს. მე სულ მაქვს, ამის ბევრი მიზეზი არსებობს, ბევრ რამეში ვიყენებ.

პირველი – ძალიან კარგად იცავს ფრჩხილებს. თუ მიწასთან მუშაობამდე ამ საპნით ამოივსებთ ფრჩხილებს, აღარ გაგიშავდებათ. ძველი მეთოდია, ძველი მებაღეები იყენებდნენ.

მეორე – გარდა იმისა რომ იცავს, ძალიან კარგად ასუფთავებს ხელებს. თბილ წყალში სარეცხის საპნით რომ დაიბანთ ხელს, შემდეგ ამ წყლით შეგიძლიათ გაწმინდოთ ლიმონის ფოთლები, რომელიც ძალიან მარტივად ავადდება ქოთანში. ჩვენ ლიმონს სხვას არაფერს ვუკეთებთ, მხოლოდ ასე ვწმენდთ.

მესამე – უებარი საშუალებაა ნაცართან ერთად ქვაბების გასათეთრებლად, ემალისა და ალუმინის ჭურჭლისთვის.

ვჭრი პატარა კუბიკებად და ვაწყობ ქილებში, ვადა არ გასდის არასდროს, წლობით ვინახავ ასე. გახსოვდეთ ეს საშუალება და სულ ახლოს გქონდეთ”, – ამბობს ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მებაღე, ზურა შევარდნაძე ვიდეოში, რომელსაც საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები