B-ჰეპატიტი
B-ჰეპატიტის გადაცემა A-ჰეპატიტთან შედარებით უფრო ნაკლებად ხდება. გადაცემის მიზეზი, ჩვეულებრივ, ნახმარი ნემსის სტერილიზაციის გარეშე ხელახლა გამოყენებაა. მაგალითად, როდესაც ადამიანები ასეთ ნემსებს გამოიყენებენ ნარკოტიკების ინტრავენური შეყვანის მიზნით, ან როდესაც მათ განმეორებით იყენებენ ტატუირების ან ვაქცინაციის დროს.
ინფექციის გადაცემა შესაძლებელია სისხლის გადასხმისას; თუმცა, ასეთი შემთხვევები აშშ-ში იშვიათია, რადგან სისხლი წინასწარ მოწმდება. ზოგადად, B-ჰეპატიტი A-ჰეპატიტზე უფრო სერიოზულია და ზოგჯერ სიკვდილითაც კი შეიძლება დასრულდეს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. თუ B-ჰეპატიტით დაავადებულს D-ჰეპატიტიც აქვს, სიმპტომები უფრო მძიმეა. სახსრების ტკივილი და ჭინჭრის ციებისმაგვარი გამონაყარი უფრო B-ჰეპატიტის დროს არის მოსალოდნელი, ვიდრე სხვა ჰეპატიტების შემთხვევაში.
დაინფიცირებული მოზრდილების 5-7%-ს ქრონიკული B-ჰეპატიტი უვითარდება.
საჭიროა, მაღალი რისკის შემცველი საქციელის, როგორიცაა წამლის ინექციისთვის საერთო ნემსის გამოყენება და ბევრი სქესობრივი პარტნიორის ყოლა, თავიდან აცილება. ასევე აუცილებელია არასაჭირო სისხლის ტრანსფუზიაზე უარის თქმა.
B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ბევრ ადამიანს იცავს. ამასთან, ვაქცინაციამ შეიძლება ნაკლებად დაიცვას ადამიანები, რომლებსაც დიალიზი უტარდებათ, აქვთ ციროზი, ან დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. მათ შეიძლება დასჭირდეთ ვაქცინის დამატებითი დოზები.
აშშ-ში აცრა რეკომენდებულია 18 წლამდე ასაკის ყველა ადამიანისთვის (ვაქცინაცია იწყება დაბადებიდან), მაგრამ ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც B-ჰეპატიტით ინფიცირების მომატებული B-ჰეპატიტი ასევე გადაეცემა ნერწყვთან, ცრემლთან, დედის რძესთან, შარდთან, ვაგინალურ სითხესთან და სპერმასთან შეხების დროს. გადაცემა ხშირია სექსუალურ პარტნიორებს შორის, როგორც ჰეტერო-, ასევე ჰომოსექსუალური კავშირების დროს. ინფიცირების მომატებული რისკი აქვთ იზოლირებულ გარემოში მყოფ პირებსაც (მაგ.: ციხეში ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში), რადგან სხვა ადამიანის ბიოლოგიურ სითხესთან შეხების ალბათობა უფრო მაღალია. B-ჰეპატიტით დაავადებულმა ქალმა შეიძლება შვილი დააინფიციროს მშობიარობის დროს.
B-ჰეპატიტის გადადება შეიძლება ჯანმრთელი ადამიანისგანაც, რომელიც ვირუსის მატარებელია. დაუდგენელია, შესაძლებელია თუ არა დაავადების გადაცემა მწერის ნაკბენის გზით.
B-ჰეპატიტის ბევრი შემთხვევის მიზეზი უცნობია. სიხშირე უფრო მაღალია ბავშვებში და ქრონიკული B-ჰეპატიტის განვითარების ალბათობა მით უფრო დიდია, რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი.
შორეულ აღმოსავლეთსა და აფრიკის ზოგიერთ ნაწილში B-ჰეპატიტის ვირუსი არის ქრონიკული ჰეპატიტის, ციროზისა და ღვიძლის კიბოს გამომწვევი ხშირი მიზეზი.
რისკი აქვთ. სასურველია, მაგრამ ძვირი იქნება B-ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ მსოფლიოში ყველა ადამიანის აცრა.
ადამიანებს, რომელთაც შეხება ჰქონდათ B-ჰეპატიტთან, მათ შორის ჩვილებს, რომელთა დედებსაც B-ჰეპატიტი აქვთ, ეძლევათ B-ჰეპატიტის იმუნოგლობულინი და უკეთდებათ ვაქცინა. ეს კომბინაცია 80%-ზე მეტად ამცირებს B-ჰეპატიტის განვითარების რისკს.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)