ორშაბათი, ივლისი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა არა მარტო დაამშვენებს თქვენს კარ-მიდამოს, არამედ გაგახარებთ...

ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა არა მარტო დაამშვენებს თქვენს კარ-მიდამოს, არამედ გაგახარებთ უხვი მოსავლიანობით და შეავსებს თქვენს ორგანიზმს ძვირფა­სი ნივთიერებებით…

ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი

ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა არა მარტო დაამშვენებს თქვენს კარ-მიდამოს, არამედ გაგახარებთ უხვი მოსავლიანობით და შეავსებს თქვენს ორგანიზმს ისეთი ძვირფა­სი ნივთიერებებით, როგორიცაა: გლუკოზა, ფრუქტოზა, პენტოზები, ორგანული მჟავები და ვიტამინები A, B, C, D, P. ეს ის მცენარეებია, რომლებიც მცირე ფართობს იკავებს, დიდი სარგებლობა მოაქვს და გასამრავლებლადაც ადვილია, არც მათი მოვლა-პატრონობაა რთული. დაბოლოს, სამივე კულტურა სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.
ჟოლო. ერთ-ერთი ძი­რითადი კენ­კროვა­ნი კულ­ტუ­რაა.
მისი ნა­ყოფი შეიცავს: 11% შაქ­რებს
(გლუკოზა, ფრუქტოზა, პენტოზები), 1-2% ორ­განულ
(ლიმონის, ვაშ­­ლის, ღვინის,სალი­ცი­­ლის)
მჟა­ვებს, 0,3%-მდე მთრიმლავ ნივთი­ე­რე­ბას და A, B, C ვიტამინებს.
მრავლდება როგორც ამონაყარებით, ისე გა­და­წვენით. ირგვება ბუჩქებად ან მწკრივებად მავთულის საყრდენზე. მცენარეთა შორის მან­ძილი უნდა იყოს 30-50სმ, რიგთაშორისები – 2-2,5 მეტრი. თუ ბუჩქებად ვაშენებთ, მათ შორის მანძილი 80-100სმ უნდა იყოს. ბუჩქში 8-10 ყველაზე ძლიერი ამონაყარი დატოვეთ. წინა წლის ყლორტები, რომლებმაც ნა­ყოფი უკვე გამოიღო, მოჭერით ძირში და დატო­ვეთ ახალი ამონაყარები. თუ მავთულზე ამაგრებთ, წააჭერით გაწვრილებული წვერები და მიაბით მ­ავთულზე, ბუჩქებს შუაში ჩაურჭვეთ მსხვილი სარი და იმაზე მიამაგრეთ ყლორტები. გასხალით იმავე პრინციპით, როგორც მავთულზე აკრული. ირგვება შემოდგომით და გაზაფხულზე. ახალგადარგული ნერგები გასხალით 3-5 კვირტზე იმის მიხედვით, თუ როგორი სიძლიერისაა ნერგი.
ჟოლოსათვის საუკეთესოდ ითვლება მსუბუ­ქი, ნეშომპალით მდიდარი, საკმარისი ტენის შემცველი ნიადაგი. დაჩრდილვას ვერ იტანს, გან­საკუთრებით კარგ მოსავალს იძლევა კარგი განათების პირობებში.
ჟოლოს ნაყოფი და ფოთოლი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება ათეროს­კლეროზისა და ჰიპერტონიის დროს.
მოცხარი. ჩვენში ძირითადად ცნობილია შა­ვი და წითელი მო­ცხარი. იშვიათად გ­ვხვდება ე.წ. თეთრი მოცხარიც, რომელიც შედარებით მცირე მოსავლიანობით ხასიათდება და ამიტომ დიდ ინტერესს არ იწვევს.
შავი მოცხარი. ნა­­ყოფი შეიცავს: 4,5-12,8% შა­ქრებს, 2-4,5% მჟავებს, B1, ჩ, P ვიტამინებსა და კაროტინს. იხმარება როგორც ნატურალური სა­­ხით, ისე მურაბის, წვენის, მარმელადისა და ღვინის და­სამზადებლად.
მოცხარი მრავლდება როგორც მწვანე, ისე წინა წლის კალმებით და გადაწვენით. ბუჩქებს შორის მანძილი უნდა იყოს 1,5-1,8 მ. რიგთაშორისებისა – 1,8 მ. ბუჩქში 4 წელზე მეტი ხნის ამონაყარები იჭრება ძირში. კარგად მოვლილი ბუჩქი ნაყოფმსხმოიარობს 40 წლის განმავლობაში, მერე უნდა განახლდეს.
კალმებით გამრავლება შეიძლება როგორც შემოდგომით – სექტემბერში, ისე გაზაფხულზე. სექტემბერში კალმები ირგვება პირდაპირ კვლებ­ში, ხოლო საგაზაფხულო რგვისთვის, ნო­ემბრიდან თებერვლის პირველ ნა­ხევრამდე, ჭრიან კალმებს წინა წლის ტოტებიდან. კალამი უნდა იყოს 4-5-კვირტიანი და 20 სმ სიგრძისა. კალმებს კრავენ კონებად და ინახავენ სარდა­ფის პირობებში ტენიან ქვიშაში.
გადაწვენით გამრავლების დროს ბუჩქი, რომლის ყლორტების გადაწვენასაც აპირებთ, უნდა გაისხლას ისე, რომ მიწის ზედაპირიდან წვერამდე დაახლოებით 5 სმ დარჩეს. ბუჩქს კარგად უნდა გაუფხვიერდეს და გაუნოყიერდეს ნიადაგი, რათა ძლიერი ნაზარდი აღმოცენდეს. მომავალი წლის გაზაფხულზე შეარჩიეთ 5-10 ძლიერი ყლორტი, გადააწვინეთ ბუჩქის ირგვლივ სხივებისებურად და ორკაპებით დაამაგრეთ მიწაზე. როცა გადაწვენილი ყლორტებიდან ამოსული ამონაყარები 15 სმ-ს მიაღწევს, დააყარეთ ზედ ფხვიერი მიწა, რომ დაფესვიანდეს. სავეგეტაციო პერიოდის დამთავრების შემდეგ დაფესვიანებული ამონაყარები გადაიტანეთ ჯერ სანერგეში, ხოლო ერთი წლის შემდეგ დარგეთ მისთვის გამოყოფილ ადგილზე.
ხურტკმელი. ერთ-ერთი ძვირფასი კენკრო­ვანი კულტურაა. ნაყოფი შეიცავს 8,2-11% შაქ­რებს, 1,2-1,7% მჟავებს, 0,9% პექტინებს, C, B, P ვი­­ტა­მინებსა და კა­­­რო­ტინს. გა­მო­ი­ყენე­­ბა როგორც ნატუ­რალური სახით, ისე
მურაბების, მარმელადისა და ღვი­ნის წარმოებაში.
უხვმოსავლიანია, კარგად მოვ­ლილი თითო­ეული ბუჩქიდან შე­საძ­ლებელია 25-30კგ ნაყო­ფის მიღება.
მსხმოიარებაში შედის დარგვიდან მეორე-­მე­სამე წელს და ნაყოფს იძლევა 30 წლამდე.
მრავლდება გადაწვენით, ბუჩქის დაყოფით და კალმებით. ირგვება რიგში 1-1,5 მ-ის დაცი­ლებით ერთმანეთისგან, რიგთაშორისი მანძილი უნდა იყოს 3 მეტრი.
ხურტკმელის ბუჩქებს გვიან შემოდგომით აც­ლიან ხმელ და ნაკლებად მსხმოიარე ტოტებს, ტო­ვებენ 3-4 ძლიერ ერთწლიან ამონაყარებს. ის­ხამს ყოვეწლიურად. ნაყოფი იკრიფება მშრა­ლ­,­ ­მზი­ან ამინდში.
სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი, როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი, სუსტი გამ­ხსნელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ხმარების წესი: 1 სუფრის კოვზს (დაახლოებით 10 მარცვალი) ჩაყრიან მომინანქრებულ ქვაბში, დაასხამენ 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) ცხელ წყალ­ს,­ ადუღებენ ნელ ცეცხლზე 10 წუთს, გა­მო­წუ­რავენ კარგად და სვამენ 25 მლ-ს 4-ჯერ დღეში, კუჭ-ნაწლავის დაავადე­ბების დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელსა და გამხსნელს.

დაფნა თავისი უნიკალური თვისებების წყა­ლობით მალე გავრცელდა იტალიაში, საბერძნეთში, იუგოსლავიაში

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები