დუშეთში ენერგოეფექტური ღუმელების საწარმო ამოქმედდა. დუშეთში ენერგოეფექტური ღუმელების საწარმო ამოქმედდა. კომპანიამ „ესკო-ესი“ ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს მოსაწყობად 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. წარმოების ახალი ხაზის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტი სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების მხარდაჭერით გაიხსნა და მის საერთო ღირებულებაში შეღავათიანი აგროკრედიტის ოდენობა 1,5 მლნ ლარია, ხოლო 500,000 ლარი კომპანიამ გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიიღო.
„სახელმწიფოს მხარდაჭერით გახსნილ ახალ საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული. კომპანია 5 წლიანი პროექტის ფარგლებში 33 ათასი ღუმლის დამზადებას და საქართველოს სრულად მოცვას გეგმავს.
UNDP-ისა და GEF-ის მცირე გრანტების პროგრამების ხელშეწყობით, პროგრამის „განახლებადი და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების ხელშეწყობა მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური სარგებლის უზრუნველყოფის და ყოფის გაუმჯობესების მიზნით“ ფარგლებში, კომპანია „ესკო-ესი“ ახორციელებს სოციალურ პროექტს „სითბო ყველას“, რომელიც ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ენერგოეფექტიანი ღუმელების უსასყიდლო გადაცემას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საწარმოს მონახულებისას განაცხადა: “ჩვენ ამასთან ერთად GIZ-ის მხარდაჭერით გვაქვს პროექტი, რომლის ფარგლებში მოსახლეობას ენერგოეფექტური ღუმელების შეძენაში ვეხმარებით და გვაქვს თანადაფინანსების კომპონენტი. ამ პროგრამით დღეისთვის 200-მდე ოჯახმა ისარგებლა და დაინტერესების გასაზრდელად უფრო მეტ მხარდაჭერაზე ვფიქრობთ”
აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ენერგოეფექტური წარმოების მხარდაჭერის მიმართულებით გაცემულია გრანტი 600,000 ლარზე მეტის ოდენობით, ამავე მიზნობრიობით გაცემული „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ოდენობა 1,7 მლნ ლარს აღემატება.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები