შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადატ­ვირ­თვის სტრეს­-ტეს­ტი კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­­ა­ვა­დე­­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა

დატ­ვირ­თვის სტრეს­-ტეს­ტი კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­­ა­ვა­დე­­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა

დატ­ვირ­თვის სტრეს­-ტეს­ტი

სტრეს-­ტეს­ტი კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­­ა­ვა­დე­­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ეს არ­ტე­რი­ე­ბი გუ­ლის კუნთს სის­ხლით ამა­რა­გებს. კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბის დროს არ­ტე­რი­ე­ბის სა­ნა­თუ­რი ნა­წი­ლობ­რივ ან სრუ­ლად არის დახ­შუ­ლი. ნა­წი­ლობ­რი­ვი დახ­შო­ბის დროს მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გუ­ლის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი­ა, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­­თვის დროს კი – არა­საკ­მა­რი­სი. ამი­ტო­მაც ფი­­ზი­­კუ­რი დატ­ვირ­თვის დროს გუ­ლის გა­მოკ­ვ­ლ­ე­ვა კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის, მი­სი ­სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან (ფილ­ტვე­ბის და­ა­ვა­დე­ბა, ანე­მია და ­სხვა) გარ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.
ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შის გარ­და, გუ­ლის დატ­ვირ­თვის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ზრდის გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რეს, შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რდე­ბა გუ­ლის დატ­ვირ­თვა და, კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვლინ­დე­ბა გუ­ლის კედ­ლის სის­ხლით არა­­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მო­მა­რა­გე­ბის ნიშ­ნე­ბი. ამა­ვე დროს რე­გის­ტრირ­დე­ბა თან­მხლე­ბი სიმ­პტო­მე­ბი და ნიშ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ქო­ში­ნი, ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში.
ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შით დატ­ვირ­თვის ტეს­ტი ტარ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სარ­ბე­ნი ბი­ლი­კით (ტრე­დ­­მი­­ლით) ან ვე­ლო­სი­პე­დით. პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მე­ლ­­თაც რა­ი­მე მი­ზე­ზის გა­მო არ შე­უძ­ლი­ათ სი­­ა­­რუ­­ლი ან ვე­ლო­სი­პე­დის პე­და­ლი­რე­ბა, დატ­ვირ­­თვას ხე­ლე­ბით ას­რუ­ლე­ბენ. პრო­ცე­დუ­რის დროს დატ­ვირ­თვა თან­და­თან იზ­რდე­ბა. იმავდ­რო­უ­ლად, მუდ­მი­ვად იწე­რე­ბა ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­მა და პე­რი­ო­დუ­ლად იზო­მე­ბა არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა. ტეს­ტი გრძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე არ მი­აღ­წევს ასა­კობ­რი­ვი ნორ­მის მაქ­სი­მუ­მის 80-90%-ს. კვლე­ვა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ წყდე­ბა, თუ პა­ცი­ენტს და­ეწყო ქო­ში­ნი ან ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დში, სის­ხლის წნე­ვამ მო­ი­მა­ტა ან ეკგ შე­იც­ვა­ლა. პრო­ცე­დუ­რა 30 წთ გრძელ­დე­ბა. ის შე­იძ­ლე­ბა გა­რ­თულ­დეს გუ­ლის შე­ტე­ვით, მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­­ფარ­ქტით ან სიკ­ვდი­ლით (რის­კი 1:5000).
თუ პა­ცი­ენტს არ შე­უძ­ლია ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­­თვა, ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი სტრეს­-ტეს­ტი გა­მო­­­­ი­ყე­ნე­ბა. პა­ცი­ენტს ეძ­ლე­ვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი (დი­­­პი­რი­და­მო­ლი, ადე­ნო­ზი­­ნი, დო­ბუ­ტა­მი­ნი), რო­მლე­­ბიც გუ­ლის დატ­ვირ­თვის სი­­მუ­­ლა­ცი­ას ახ­­დენს. ზოგ­ჯერ სტრეს­-ტეს­ტთან ერ­თად გა­მო­­ი­­ყე­­­ნე­ბა უფ­რო ზუს­ტი და, ამა­ვე დროს, უფ­რო ძვი­რად ღ­ი­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ექო­კარ­დი­ოგ­რა­ფია და რა­დი­ო­ნუკ­ლი­დუ­რი სკა­ნი­რე­ბა.
კვლე­ვის არც ერ­თი მე­თო­დი არ არის სრულ­ყო­ფი­ლი. ზოგ­ჯერ კვლე­ვა გა­მო­ავ­ლენს პათო­­ლო­­გი­ურ ცვლი­ლე­ბებს ისეთ პი­რებ­ში, რო­მელთაც არ აქვთ კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­­ა­­ვა­­დე­ბა (ცრუ­და­დე­ბი­თი შე­დე­გი) და პი­რი­ქით, და­­ა­ვა­­დე­ბის არ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცვლი­ლე­ბე­­ბი არ გა­მოვ­ლინ­დეს (ცრუ­უ­არ­ყო­ფი­თი შე­დე­გი).
ახალ­გაზ­რდა პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­მელ­თაც არ აქვთ და­ა­ვა­დე­ბის სიმ­პტო­მე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად სტრეს-ტეს­ტით გა­­მოვ­ლე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის ალ­ბა­თო­ბა და­ბა­ლი­ა. ცრუ­და­დე­ბი­თი შე­დე­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დატ­ვირ­თვისა და ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. ამი­ტო­მაც ექ­სპერ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ მი­იჩ­ნევს მი­ზან­შე­წო­ნი­ლად სტრეს­-ტეს­ტის რუ­ტი­ნულ გა­მო­ყე­ნე­ბას.

ე­ლექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფია

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები