ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიდავით ხომასურიძე ლონდონიდან ჩამოვიდა და მეფრინველეობის მეურნეობა დაიწყო - ასეთ გემრიელ და...

დავით ხომასურიძე ლონდონიდან ჩამოვიდა და მეფრინველეობის მეურნეობა დაიწყო – ასეთ გემრიელ და ჯანსაღ ქათამს ვერსად იპოვით, მისი ანალოგი საქართველოში ძნელად მოიძებნება

მინდა გაგაცნოთ დავით ხომასურიძე, რომელიც ლონდონიდან ჩამოვიდა და თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ფარცხისში მეფრინველეობის მეურნეობა დაიწყო. აქვს ტექნოლოგიურად მოწყობილი შენობები, სადაც წიწილებს ზრდიან  სამ ოთხ კვირამდე. ისინი იკვებებიან მაღალი ხარისხის კომბინირებული საკვებით.

ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მათი სოფლის ქათამი გახდებოდა უალტერნატივოდ და უკონკურენტოდ ყველასთვის სასურველი და საყვარელი ნატურალური პროდუქტი.

დავით ხომასურიძე დაკავებულია ბიო/ორგანული მეურნეობის მშენებლობა/განვითარებით. მისი მიზანია ბიო/ორგანული ბოსტნეულის წარმოება.

დავით ხომასურიძე სიკეთის და საჭირო და სასარგებლო იდეების მატარებელი კაცია. მისთვის ეს მხოლოდ ბიზნესი არა არის, ეს პრინციპია- ხარისხი არ უნდა იყოს შემთხვევითი! ვარიები შემთხვევით არ არის გემრიელი, უპირატესია გემო, ჯანსაღი გარემო და ხარისხი! ეს პროექტი იმიტომ გახდა წარმატებული, რომ მისი ანალოგი საქართველოში ძნელად მოიძებნება

საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რომ ასეთ გემრიელ და ჯანსაღ ქათამს ვერსად იპოვით. აი ეს არის ნამდვილი სოფლის ქათამი. ეს ის ქათამია, ბებია რომ სიმინდით, ბალახით და სიყვარულით ზრდიდა. აღმოაჩენთ მონატრებულ გემოს. როცა გემო არა მხოლოდ შიმშილს აცხრობს, არამედ ბავშვობის მოგონებებსაც აღვიძებს. ვარიებს ასუფთავებენ და გაკრიალებული, გატუსულ-გაპიწკინებულ მდგომარეობაში მიაქვთ მომხმარებლამდე.

თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვის და მოზარდის რაციონს. ეს პერიოდი კრიტიკულია ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და ემოციური განვითარებისათვის და საკვები ამ პერიოდში არა მხოლოდ ზრდის „საწვავია“, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის საფუძველიც. ეს პროდუქტი სწორედ იმისთვის არის, რომ შვილს შესთავაზოთ ნატურალური და ჯანსაღი საკვები.

ინტერვიუ დავით ხომასურიძესთან:

– გაეცანით ჩვენს მკითხველს

-მე ვარ დავით ხომასურიძე და დაკავებული ვარ ბიო/ორგანული მეურნეობის მშენებლობა/განვითარებით.

-რატომ დაინტერესდით მეფრინველეობით და როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა?

-ჩემი მიზანია ბიო/ორგანული ბოსტნეულის წარმოება. ამისთვის საჭიროა ორგანული სასუქი. ამიტომ დავიწყე კომპოსტის წარმოება. ამ პროცესში მონაწილეობენ ფრინველებიც (ქათმი, მამალი და ა. შ.) მათი მონაწილეობა ამდიდრებს და აჩქარებს პროცესს.

დიდი ხანი ვიმუშავე ამ პროექტზე, სანამ დავიწყებდი. შევისწავლე, მივეცი პროექტის სახე და დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყე ეს საქმიანობა.

დავით ხომასურიძე ლონდონიდან ჩამოვიდა და მეფრინველეობის მეურნეობა დაიწყო – ასეთ გემრიელ და ჯანსაღ ქათამს ვერსად იპოვით, მისი ანალოგი საქართველოში ძნელად მოიძებნება | შენი სოფელი

-სოფელში ცხოვრებას, ფერმერობას ყოველთვის ახლავს გარკვეული სირთულეები. რა სირთულეებს აწყდებით ყველაზე ხშირად?

-კი, ძირითადად მიწევს სოფელში ყოფნა. რადგან ძალიან მიყვარს ბუნებასთან ურთიერთობა, იქ ყოფნა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ყველა საქმიანობას ახლავს გამოწვევები/სირთულეები. თუმცა შეუძლებელი არაფერია. პირველ რიგში მთავარია ზუსატად იცოდე რა გინდა, შემდეგ, გიყვარდეს რასაც აკეთებ და წარმატება გარანტირებული გაქვს.

დავით ხომასურიძე ლონდონიდან ჩამოვიდა და მეფრინველეობის მეურნეობა დაიწყო – ასეთ გემრიელ და ჯანსაღ ქათამს ვერსად იპოვით, მისი ანალოგი საქართველოში ძნელად მოიძებნება | შენი სოფელი

-ფინანსურად რამდენად მომგებიანია, ეს საქმიანობა თქვენთვის?

-ყველა საქმე თუ სწორად არის დაგეგმილი, მას აუცილებლად ფინანსური სარგებელიც მოყვება. რა თქმა უნდა მომგებიანია.

-სად ყიდით, თქვენს პროდუქციას? ვინ არის მყიდველი?

-ჩვენი პროდუქციით სარგებლობს როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისის, რუსთავის, წყნეთის მოსახლეობა. ჩვენი პროდუქციის მომხმარებელი ძირითადად ოჯახებია. ჩვენ გვყავს ტრანსპორტი, რითაც  პირდაპირ ვაწვდით ჩვენს პროდუქციას, მომხმარებლებს.

-თქვენი პროდუქციის კონკურენტული უპირატესობა რაში მდგომარეობს?

-ხარისხი, ფასი და სერვისი.

-ფრინველს როგორ უვლით და რითი კვებავთ?

-ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიურად მოწყობილი შენობები, სადაც ვზრდით წიწილებს სამ ოთხ კვირამდე. ისინი იკვებებიან მაღალი ხარისხის კომბინირებული საკვებით. შემდეგ მათ საშვალება აქვთ სპეციალურად მათთვის მოწყობილ ტერიტორიაზე გააგრძელონ ცხოვრება. ეს ტერიტორია არის ბალახით სავსე, რაც მათ რაციონს ამდიდრებს სასარგებლო ვიტამინები და ასევე არის პროტეინის ბუნებრივი წყარო (მწერების, ჭიაყელების და სხვა მიკრო ორგანიზმების სახით). ასევე ამ ტერიტორიზე მათ აქვთ საშუალება იკვებონ კომპოსტის წარმოების პროცესიდანაც. ეს ყველაფერი ქმნის მაღალი ხარისხის, გემრიელ პროდუქტს. რასაც დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ჩემი, ჩემი მეგობრის შვილები და ყველა ის ვისთვისაც ხარისხიანი საკვები მნიშვნელოვანია.

დავით ხომასურიძე ლონდონიდან ჩამოვიდა და მეფრინველეობის მეურნეობა დაიწყო – ასეთ გემრიელ და ჯანსაღ ქათამს ვერსად იპოვით, მისი ანალოგი საქართველოში ძნელად მოიძებნება | შენი სოფელი

-რა ჯიშის ქათმები გყავთ?

-ჩვენ ვცდილობთ მოვერგოთ ჩვენი პროდუქციის მომხმარებლების მოთხოვნებს და რადგან მათი მოთხოვნები სხვადასხვაა, ამიტომ შერეული ჯიშები გვყავს.

-რამდენი ფრთა ქათამი გყავთ?

-რთულია მათი დათვლა, მითუმეტეს კვერცხმდებელი ქათმების. ისინი თავისუფლად, დიდ ტერიტორიახე ცხოვრობენ. რაც შეეხება ვარიებს, ვცდილობთ მუდმივად, ყოველთვიურად 9000 ცალი გვყავდეს.

-ცოცხლად ყიდით?

თითქმის არა. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი პროდუქტის მომხმარებლებს გაუადვილოთ ცხოვრება, (ვარია/ქათამი არის სრულად გასუფთავებული და გატუსული) დავეხმაროთ დროის დაზოგვაში და ჩვენი პატარა სასარგებლო წვლილი შევიტანოთ მათ ჯანმრთელობაში.

დავით ხომასურიძე ლონდონიდან ჩამოვიდა და მეფრინველეობის მეურნეობა დაიწყო – ასეთ გემრიელ და ჯანსაღ ქათამს ვერსად იპოვით, მისი ანალოგი საქართველოში ძნელად მოიძებნება | შენი სოფელი

-თქვენი ქათმების ხორცი ალბათ ძალიან გემრიელია 😊

– ასე ამბობენ. (იღიმის)😊

დავით ხომასურიძე ლონდონიდან ჩამოვიდა და მეფრინველეობის მეურნეობა დაიწყო – ასეთ გემრიელ და ჯანსაღ ქათამს ვერსად იპოვით, მისი ანალოგი საქართველოში ძნელად მოიძებნება | შენი სოფელი

-ამ საქმეს მარტო უძღვებით, თუ გეხმარებათ ვინმე?

-დაახლოებით ორწელიწადნახევარი მხოლოდ მე ვაშენებდი. მეხმარებოდა ძირითადად დედაჩემი. მამაჩემი მისი ჯანმრთელობიდან გამომდინადე, რაც შეეძლო ისიც ჩემს გვერდით იყო/არის. ამჟამად 12 ადამიანი გვყავს დასაქმებული.

-რა დროს ხარჯავთ, მათ მოვლაზე?

-ამ პროექტის მართვით, განვითარებით, გაფართოებით, მომხმარებლებთან ურთიერთობით ვარ სრულიად დაკავებული. ცოტა სხვა საქმეებსაც ვასწრებ.

-აპირებთ, საქმიანობის გაფართოებას?

-100% კი.

-საქმით კმაყოფილი ხართ?

-ძალიან ბევრ დადებით ენერგიას ვიღებ კმაყოფილი მომხმარებლებისგან. როდესაც გჯერა რომ კარგ საქმეს ემსახურები, ამაზე ჯანმრთელი სიამოვნების წყარო არა მგონია არსებობდეს.

დავით ხომასურიძე ლონდონიდან ჩამოვიდა და მეფრინველეობის მეურნეობა დაიწყო – ასეთ გემრიელ და ჯანსაღ ქათამს ვერსად იპოვით, მისი ანალოგი საქართველოში ძნელად მოიძებნება | შენი სოფელი

-თქვენი გამოცდილების საფუძველზე რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს დამწყები მეწარმე საქართველოში?

-მე მირჩევნია სირთულეებზე არ ვისაუბრო. ამ გზით შეიძლება, მხოლოდ ნეგატიური შედეგი გამოვიწვიო.

მე ასე ვიტყოდი, არ არსებობს გადაულახავი სირთულე, თუ შენ გჯერა შენი საქმის, შრომობ მუხლჩაუხრელად, ემსახურები ადამიანებისთვის სარგებლის მომტან საქმეს.

-გაგვანდეთ თქვენი სამომავლო გეგმები

-დიდი სურვილი მაქვს, გავამრავალფეროვნო ჩემი პროდუქცია, რა თქმა უნდა მხოლოდ ჯანსაღი მიმართულებით. ეს არის ორგანული ბოსტნეული. ვფიქრობ საქონლის ხარისხიანი ხორცის წარმოებაზეც (ამის პოტენციალიც გვაქვს)

ჩემი საქმიანობა ჯანსაღი  საკვების გარშემო ტრიალებს, რადგან მიმაჩნია რომ ამაშია ჯანმრთელობის კარის გასაღები.

მადლობას გიხდით, წარმატებებს გისურვებთ

 

დავით ხომასურიძე ლონდონიდან ჩამოვიდა და მეფრინველეობის მეურნეობა დაიწყო – ასეთ გემრიელ და ჯანსაღ ქათამს ვერსად იპოვით, მისი ანალოგი საქართველოში ძნელად მოიძებნება | შენი სოფელი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები