სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგასვლითი სხდომა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა

გასვლითი სხდომა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. გასვლითი სხდომა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 10 წლისთავთან დაკავშირებით, კომიტეტები, გასვლითი სხდომების ფარგლებში, შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შედეგების ანგარიშებს ისმენენ.

კოლხეთის ეროვნულ პარკში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები განიხილეს.

„10 წელი გავიდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველომ გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული 27 რეგულაციიდან, საქართველოს კანონმდებლობა დღეს 21 რეგულაციასთან სრულად არის დაახლოებული, ეს ეხება როგორც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე დაცული ტერიტორიების გაფართოებას, რომლის ფართობი 13%-მდე გაიზარდა.

არაერთი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შესამცირებლად. გვაქვს ახალი კანონმდებლობა წყლის რესურსების მართვის მიმართულებით, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება და უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით წლის რესურსების მდგრად გამოყენებასა და წყლის რესურსების სწორად მართვას.

მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილების კუთხით, ჩვენი პოლიტიკა არის სრულად დაახლოებული ევროკავშირის პოლიტიკასთან. საქართველოს, ევროკავშირის მსგავსად, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევა აქვს გაცხადებული“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გასვლითი სხდომები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე საველე სამუშაოების გაცნობა, წყლის მონიტორინგის ღონისძიებაზე დაკვირვება, ქალაქ ბათუმში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგურის დათვალიერება და ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების ანალიზატორების მუშაობის პრინციპის გაცნობა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები