ორშაბათი, ივლისი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიგანსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი ანტისიმსივნური და ანტირადიაციული პროფილაქტიკისათვის

განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი ანტისიმსივნური და ანტირადიაციული პროფილაქტიკისათვის

ჩაი, ეს უბადლო ცხელი სასმელი, ბევრად მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე დღემდე იცოდნენ. დიდხანს ეგონათ, რომ ყველასათვის ცნობილი ნივთიერება ტ­ანინი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ჩაი, განსაკუთრებით მწვანე (ორჯერ მეტს, ვიდრე შავი ჩაი), უბრალოდ მწკლარტე მთრიმლავ ნივთიერებას წარმოადგენდა, რომელსაც ძირითა­დად ტექნიკური მიზნებისთვის იყე­ნებდნენ. ფერმენტაციის შემდეგ ტანინი შესა­ნიშნავ გემოსაც იძენს და P ვიტამინის წყაროც გახლავთ. P და C ვიტამინი ისე კარგად არის ჩაის ფოთოლში შეზავებული, რომ ერთი ფინჯანი სასმელი სავსებით აკმაყოფილებს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის სასიცოცხლო ნივთიერებით.
გარდა მთრიმლავი ნივთიერებებისა, ჩაი შე­იცავს ალკალოიდებს, ეთერზეთებს, ამინმჟა­ვებს, პიგმენტებსა და ვიტამინებს.
ალკალოიდებს შორის ყველაზე ცნობილია მატონიზებელი ნივთიერება კოფეინი, რომლის გამოც ასე ეტანებიან ჩაის. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ჩაი, ყავასთან შედარებით, უფრო მეტ და ადვილად შესათვისებელ კოფეინს შე­იცავს. თანაც, ჩაიში შემავალი კოფეინი ტანინთან კომპლექსში უფრო მსუბუქად მოქმედებს გულ-სისხლძარღვებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ჩაის კოფეინს ახასიათებს ერთი შე­სანიშნავი თვისებაც: იგი არ გროვდება ადამიანის ორგანიზმში, რაც გამორიცხავს კოფეინით მოწამვლას ჩაის ყოველდღიურად მიღების შემ­თხვევაშიც.
კოფეინის გარდა ჩაი უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს წყალში ხსნად ალკალოიდებს – თეობრომინსა და თეოფილინს, რომლებიც წარმოადგენენ სისხლძარღვების გამაფართოებელ და შარდმდენ საშუალებებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი ანტისიმსივნური და ანტირადიაციული პროფილაქტიკისათვის.

ზეთისხილი – მარადმწვანე მცენარეა ზეთისხილისებ­რ­თა ოჯახიდან, ძვირფასი ზეთოვანი კულტურა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები