გაიზარდა ქართული თხილის საექსპორტო ფასი – ექსპერტები 10 წლის წინანდელ რეკორდს პროგნოზირებენ
საქართველოში თხილის ფასმა საექსპორტო ბაზრებზე მნიშვნელოვნად მოიმატა. წლევანდელი მაჩვენებლები მიანიშნებს, რომ ფასი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბაზარზე არსებული დინამიკა შესაძლებლობას ქმნის, რომ ის 2014 წლის მაქსიმუმებს მიუახლოვდეს.
ფასის ზრდის ძირითადი ფაქტორი – კლიმატური ცვლილებები თურქეთში
როგორც „ჯეო-ნათსის“ ხელმძღვანელი ჯენერ ბელქანია განმარტავს, მთავარი ფაქტორი თურქეთში გაზაფხულზე მომხდარი ყინვებია, რომლის შედეგადაც თხილის კვირტები დაზიანდა. თურქეთის მოსავალი სავარაუდოდ მხოლოდ 60%-ს შეადგენს, რაც საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების კლებას ნიშნავს. ექსპერტების შეფასებით, ეს ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასზე როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე.