აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში ციტრუსის ნერგების რეალიზაცია დაიწყო

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში ციტრუსის ნერგების რეალიზაცია დაიწყო | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში ციტრუსის ნერგების რეალიზაცია დაიწყო

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში ციტრუსის ნერგების რეალიზაცია დაიწყო.

ნერგების წარმოება ხორციელდება “ა(ა)იპ  აგროსერვის ცენტრის ნერგისა და ჩითილის წარმოება”  ქვეპროგრამის ფარგლებში,  ხოლო მათი რეალიზაცია ხორციელდება ნერგის წარმოების თვითღირებულების ფასად.

ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში სარეალიზაციოდ მზად არის 13 700 ციტრუსის ნერგი, მათ შორის: მანდარინის, ლიმონის, ფორთოხლისა და გრეიფრუტის სხვადასხვა ჯიშის ნერგები.

ნერგების რეალიზაციის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მირზა სუქნიშვილი ადგილზე გაეცნენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ფერმერებისთვის მაღალხარისხიანი ციტრუსის ნერგების მიწოდების მიზანია, ახალი ბაღების გაშენების ხელშეწყობა და ამორტიზებული ციტრუსის ბაღების განახლება.

ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობის აგრონომები ნერგების შეძენით დაინტერესებულ ფერმერებს აწვდიან დეტალურ ინფორმაციას ციტრუსოვანი კულტურების დარგვის, მოვლა-მოყვანისა და აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში ციტრუსის ნერგების რეალიზაცია დაიწყო. 23 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/აჭარის-სოფლის-მეურნეობის/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში ციტრუსის ნერგების რეალიზაცია დაიწყო [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network