აბზინდა – შხამქიმიკატების „კონკურენტი“
აბზინდას ყველა იცნობს, ვისაც ბუნებასთან კავშირი აქვს, მაგრამ, არა მგონია, ის იცოდნენ, რომ მისი მიწისზედა ნაწილი, გარდა იმისა, რომ მედიცინაში გამოიყენება, შესანიშნავი ანტიპარაზიტული და ბაღ-ბოსტნის მავნებელთა საწინააღმდეგო საშუალებაა.
ვისაც ერთხელ მაინც მოუწყვეტია აბზინდის მონაცრისფრო, წვრილი ყვითელი ყვავილებით დაფარული ყლორტები, მას არასოდეს შეეშლება იგი სხვა მცენარეში დამახასიათებელი მძაფრი სუნის გამო.
ფოთოლჭამია მუხლუხის საწინააღმდეგოდ ნახარშს შემდეგნაირად ამზადებენ: 1კგ კარგად დამჭკნარ აბზინდის მიწისზედა ნაწილს ადუღებენ 10-15 წუთს მცირე რაოდენობის წყალში, წურავენ და უმატებენ იმდენ წყალს, რომ 10 ლ გახდეს. მანამდე მასში ურევენ 1 კგ ქათმის ნაკელს (წყალშერეულს). ეს ნაყენი 1-2 დღეს უნდა გაჩერდეს და მერე შეერიოს აბზინდის ნახარშს. მერე ყველაფერი ერთად გაიწურება და გაზავდება 10 ლიტრამდე.
ამგვარი ნარევით 2-ჯერადი შეწამვლის შემდეგ (7-დღიანი ინტერვალით) ერთი ფოთოლჭამიაც აღარ დარჩება მცენარეზე.
ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები