ორშაბათი, იანვარი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაჩიჩილაკი - საახალწლო ნაძვის ხე ქართულად

ჩიჩილაკი – საახალწლო ნაძვის ხე ქართულად

ჩიჩილაკი – საახალწლო ნაძვის ხე ქართულად

საქართველოში ახალი წელი და საახალწლო დღესასწაულები ბევრისთვის ასოცირდება ჩიჩილაკთან.

მას უამრავი ადამიანი ყიდულობს და ნაძვის ხის გვერდით ათავსებს.

ჩიჩილაკი, ტრადიციისამებრ, თხილის ხისგან მზადდება. ამისათვის მას ერთი ბოლოდან თლიან, რის შედეგადაც ხვეული ფაფუკი ვარჯი წარმოიქმნება. როდესაც ძირითადი სამუშაო სრულდება, პატარა ხეს კანფეტებითა და ხილით რთავენ.

ჩიჩილაკის დამზადების ტრადიცია გურიიდან გავრცელდა.

„ჩიჩილაკი ნამდვილი ქართული საახალწლო ცხოვრების ხეა. დაკავშირებულია სიწმინდესთან და ნაყოფიერებასთან. ბედნიერ, ბარაქიან და ჯანმრთელობით სავსე წლის მომტანად ითვლება“

ის თითქმის ყოველ ნაბიჯზე იყიდება - Sputnik საქართველო

კალანდა ანუ იგივე კალანდრა,  სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით წლის თავს, ახალ წელიწადს ნიშნავს. გურულები განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას. ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. ჩიჩილაკს “ქართულ ნაძვის ხესაც”უწოდებენ. ეს იყო რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ჩიჩილაკი ახალი წლის სიმბოლოა. წინათ გურიასა და იმერეთში ახალი წლის დღეებში ყველა ცდილობდა თავის ოჯახში ჩიჩილაკი დაედგა. არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული გურული ჩიჩილაკია. ხვათა შორის, იმერეთში ჩიჩილაკს ენდროთიც ღებავდნენ.

“ქართული ნაძვის ხე”ასე მზადდება: ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მოჭრიან თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს ცეცხლზე ქერქს დაბრაწავენ (ადრე ამას კერიის შუაცეცხლზე აკეთებდნენ), მერე კანს აცლიან, თლიან და ცოტა ხანში მზად არის თოვლივით თეთრი ჩიჩილაკი, რომელსაც ჩირითა და სუროს ტოტებით რთავდნენ. სასიხარულოა, რომ საქართველოში ჩიჩილაკი სულ უფრო პოპულარული ხდება და მას ახლა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით ოჯახებში და არა მხოლოდ გურიაში.

ჩიჩილაკი წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას “ბასილის ფაფუკ წვერებსაც”ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი “ბასილის პურს”უწოდებდნენ. საქმე ის არის, რომ 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე გახლავთ და როგორც ჩანს, ხალხმა ამ ფორმით გამოხატა მოწიწება ამ დიდი წმინდანის მიმართ.

ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა ღამეს ჩიჩილაკს აუცილებლად წვავდენენ და სჯეროდათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
“ახალი სიტყვა შიზოფრენიის მკურნალობაში: ათწლეულების შემდეგ ინოვაციური პრეპარატი”

“ახალი სიტყვა შიზოფრენიის მკურნალობაში: ათწლეულების შემდეგ ინოვაციური პრეპარატი”

იანვარი 17, 2025
მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ყველას საკადრისი პასუხი გავეცი… – მერაბ დვალიშვილი

მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ყველას საკადრისი პასუხი გავეცი… – მერაბ დვალიშვილი

19 იანვარი 2025
ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

იანვარი 19, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
რატომ გახდა მზე ცისფერი – მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

რატომ გახდა მზე ცისფერი – მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

იანვარი 17, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რეცეპტი მათთვის ვისაც ღუმელი არ აქვს -“მედოკი,,

რეცეპტი მათთვის ვისაც ღუმელი არ აქვს -“მედოკი,,

იანვარი 19, 2025
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა. გამოსამშვიდობებელი ვიდეო ქართველი ფეხბურთელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა. გამოსამშვიდობებელი ვიდეო ქართველი ფეხბურთელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

იანვარი 19, 2025
როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

19 იანვარი 2025
მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

იანვარი 19, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები