მთავარი აგრო სიახლეები საქართველოში კაკლის იმპორტი გაიზარდა

საქართველოში კაკლის იმპორტი გაიზარდა

0
საქართველოში კაკლის იმპორტი გაიზარდა
#image_title

„საქართველოში კაკლის იმპორტის მოცულობები გაზრდილია“. ამის შესახებ ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ანა ქევხიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილაში“ განაცხადა.

საქსტატის 11 თვის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ 10.7 მლნ აშშ დოლარის 2,746 ტონა ნიგოზი იყიდა, რაც 2023 წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე ღირებულებით 46.2%-ით მეტიარაოდენობრივად კი 49.6%-ით აჭარბებს.

ქევხიშვილის თქმით, იმპორტის მოცულობის ზრდა უფრო დაბალი ხარისხის და შესაბამისად იაფ კაკალზე მოთხოვნითაა განპირობებული.

„იმპორტის მოცულობის ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ბიუჯეტური პროდუქტია, უფრო დაბალი ხარისხისაა და დაბალ ფასიან პროდუქტზე, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ნარჩუნდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ქართულმა კაკალმა თავისი ნიშა დაიკავა, როგორც მაღალ სეგმენტური, მაღალფასიანი. ხოლო, პირველ ადგილას ჩინური კაკლის იმპორტი დგას. წელს ფასი ყველა წარმოშობის კაკალზე ძალიან გაიზარდა, რადგან ბაზარზე დიდი დეფიციტი შეიქმნა“,- ამბობს ანა ქევხიშვილი.

ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აცხადებს, რომ სექტორი, გამოწვევების მიუხედავად, მზად არის ახალი ინვესტიციების მისაღებად. ამასთან, ასოციაციაც მზად არის, რომ ყველა დაინტერესებულ ადამიანს კონსულტაცია გაუწიოს.

ქევხიშვილის განცხადებით, აღნიშნული მიმართულება, ერთ-ერთი საინტერესო და გამართლებული იქნება საინვესტიციოდ.

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. საქართველოში კაკლის იმპორტი გაიზარდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%9d/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here