როცა ღორი უხალისოდ ჭამს
ღორი რომ კარგი მჭამელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სწორედ ხალისიანად და ძღომაზე ჭამაა, ღორს რომ ზრდის და ასუქებს. მაგრამ ისეც ხდება, ზოგჯერ დიდხანს დინგით ჩიჩქნის საჭმელს ან უხალისოდ შეექცევა.
ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიაქციოთ მის ქცევას ყურადღება; იგი ან ავად არის, ან დაგიწუნათ საკვები. საკმარისია უმარილო სალაფავი დაუდგათ, რომ ან არ ჭამოს, ან ცოტა ამოთქვლიფოს და თავი მიანებოს. ამ დროს დარჩენილი საკვები გადასაღვრელი ხდება, რადგანაც დამჟავებულ სალაფავში ათასგვარი მიკრობი იბუდებს, რომლებიც ღორის კუჭ-ნაწლავის დაავადების მიზეზი ხდება.
იმისათვის, რომ „ღორულად“ ჭამოს, ნუ მისცემთ ერთფეროვან საკვებს. თუ მაგალითად, სადილის ნარჩენებში შეურევთ: კარტოფილს, დაჭრილ ჭარხალს, დაკეპილ კომბოსტოს, სტაფილოს, ხილის ნარჩენებს და აუცილებლად მოაყრით მარილს, რომელიც მოზრდილმა ღორმა ყოველდღიურად 40-45 გ უნდა მიიღოს, ნამცეცსაც არ დატოვებს გეჯაში. თუ უმადობა საჭმლის უვარგისობის ან ერთფეროვნების ბრალი არ არის, ე.ი. ღორი ავად არის. არ არის გამორიცხული, რომ მუცლის ჭიები ჰყავდეს. თუ ეს ასეა, წამალზე მიაკითხეთ მემამულეთა კავშირს.
კახური ღორი
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები