მთავარი აგრო სიახლეები როგორ გავამრავლოთ და მოვუაროთ ჩინურ ვარდს

როგორ გავამრავლოთ და მოვუაროთ ჩინურ ვარდს

0
როგორ გავამრავლოთ და მოვუაროთ ჩინურ ვარდს
#image_title

როგორ გავამრავლოთ და მოვუაროთ ჩინურ ვარდს

ჩინური ვარდი, – მცენარე მრავლდება კალმით, დაკალმება შე­იძლება მთელი წლის განმავლობაში, უმჯობესია თებერვალ-მარ­ტსა და აგვისტოში. დასაფეს­ვიანებლად კალმებს ათავსებენ ყუთებში, რომლებშიც გრუნტის სახით ჩაყრილია ტორფისა და ქვიშის ნარევი. დაფესვიანების ტემპერატურაა არანაკლებ 22º-ისა, საუკეთესოა 24-25º, რომელსაც იცავენ 2-3 კვირის განმავლობაში.

დაფესვიანებული კალმები გადა­აქვთ 7-9 სმ-იან ქოთნებში, რომლებშიც წინასწარ ჩაყრი­ლია ნარევი: 1 წი­ლი ტყის მიწა, 2 წილი გადამწვარი ნაკელი, 1წი­ლი კორდის მიწა და 1 წილი ქვიშა. ოთახში, სადაც უნდა მოთავსდეს ნარგავები, ტემპერატურა არ უნდა იყოს 18º-ზე ნაკლები. როცა ქოთნებში ნერგების ფესვები ერთმანეთში გადაიხლართება, გადა­აქვთ ჯერ 10-12 სმ სიმაღლის ქოთნებში, ხოლო შემდეგ იმ ჭურჭელში (კასრი, ქოთანი, სპეც. ყუთი), რომელშიც უნდა იყოს საბოლოოდ.
ჩინური ვარდი ნიადაგისადმი მეტად მომთხოვნია, რისთვისაც შეაქვთ ორგანული და მინე­რალური სასუქები. შეძლებისდაგვარად 1მ2 ფარ­თობზე შეაქვთ 3კგ რქის ბურბუშელა და 2კგ ძვლის ფქვილი; მორწყვა საჭიროებისდა მიხედვით.
რაც შეეხება სხვლას, პირველ რიგში, აცლიან ზედმეტ ყლორტებს და უნარჩუნებენ ლამაზ ფორ­მას. რა თქმა უნდა, ხმელი და მოტეხილი ტოტები უნდა შეაცალოთ.

რა უნდა ვიცოდეთ თხილის კულტურის გაშენებისას

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. როგორ გავამრავლოთ და მოვუაროთ ჩინურ ვარდს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 2]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here