ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებირა ვაკეთოთ აპრილში, როდის დავიწყოთ ნერგების თესვა...

რა ვაკეთოთ აპრილში, როდის დავიწყოთ ნერგების თესვა…

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში ღია გრუნტში დავთესოთ ბოსტნეული, –  ოხრახუში, ნიახური, თვის ბოლოკი, მწვანე ხახვი, წიწმატი, ქინძი, ნიორი, მხალეული. 

აპ­რი­ლი ის თვეა, როცა ყვე­ლა სა­ხის სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მათ შო­რის – წინა თვე­ებ­ში ჩა­უ­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­საც. 

ახლა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა სა­ხის მრა­ვალ­წლო­ვა­ნი კულ­ტუ­რის დარ­გვა, რო­გორც ხე მცე­ნა­რე­ე­ბის, ისე – ბუჩ­ქოვ­ნე­ბის (ჟოლო, მო­ცხა­რი, ხურ­ტკმე­ლი).

ვინც ახლა აპი­რებთ ბა­ღის გა­შე­ნე­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად დარ­გეთ: ვაშ­ლი, მსხა­ლი, ატა­მი, 1 ძირი ტყე­მა­ლი, ალუ­ჩა, ბალი, ალუ­ბა­ლი, კომ­ში, ლეღ­ვი, უნა­ბი, გარ­გა­რი, კა­კა­ლი (1 ძირი) თხი­ლი 2-3 ბუჩ­ქი, ნუში, რაღა თქმა უნდა, სა­უ­კე­თე­სო ჯი­შის ვაზი იმ­დე­ნი, რამ­დენ­საც და­ი­ტევს თქვე­ნი ბაღი. ჩა­მოთ­ვლი­ლი კულ­ტუ­რე­ბი უნდა დარ­გოთ იქ, სა­დაც შე­სა­ფე­რი­სი პი­რო­ბე­ბი არ­სე­ბობს.

ვი­საც ნაკ­ვე­თი დიდი ხა­ნია აქვს, იქ კულ­ტუ­რებს დას­ჭირ­დე­ბა რიგ­თა­შო­რი­სე­ბის გა­ფხვი­ე­რე­ბა, მორ­წყვა, ნა­თე­სის გა­მოხ­შირ­ვა, მავ­ნებ­ლე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. აპ­რილ­ში ღია გრუნ­ტში ითე­სე­ბა: პო­მი­დო­რი, ლო­ბიო, კიტ­რი, სა­ზამ­თრო, ნეს­ვი, გოგ­რა, ყა­ბა­ყი, პა­ტი­სო­ნი, ქინ­ძი, კამა, თვის ბო­ლო­კი.

ღია გრუნ­ტში ირ­გვე­ბა: პო­მი­დო­რი, ბად­რი­ჯა­ნი, წი­წა­კა, პრა­სი.

თუ მეურნე დაინტერესებულია, მალე მოხდეს ბოსტნეულის ზრდა-განვითარება,  კვალსათბური ცელოფნით უნდა გადავხუროთ.

ღია გრუნტში დათესვა არ უნდა შეგვეშინდეს იმის გამო, რომ ზრდის პროცესი, შესაძლოა, შედარებით დაბალი ტემპერატურის გამო, ნელი ტემპით მოხდეს.

გოგრა და კიტრი ძალიან მგრძნობიარე არიან სიცივის მიმართ. დათესვისთანვე აუცილებლად უნდა დავხუროთ ცელოფნით ან სათბურში გამოვიყვანოთ ჩითილების სახით.

მარტის ბოლოდან, ასევე, უნდა ვიზრუნოთ ბადრიჯნის, წიწაკის, პომიდვრის, შაშტრამის და რეჰანის ჩითილების გამოყვანაზე.

ამ დროისთვის სასურველია მოვასწროთ გადაბარვა, ორგანული ნაკელის შეტანა ჩვენს ნაკვეთებში. წინასწარ უნდა მოვამზადოთ პატარ-პატარა ორმოები ჩითილებისთვის. ჩავყაროთ ნეშომპალა, გადამწვარი ნაკელი.

2. ბულგარული წიწაკა

თესლის დამუშავებაც შეიძლება ზრდის სტიმულატორით, შემდეგ გააღვივეთ და ყუთებში გადარგეთ დაახლოებით 0,5 სანტიმეტრ სიღრმეზე. ამოსვლას ისინი 2-დან 3 კვირამდე ანდომებენ. ისევე როგორც ბადრიჯანს. მათაც 25-30 გრადუსი ტემპერატურა ესაჭიროებათ. ტკბილი წიწაკის დათესვა თებერვლის ბოლოდან შეგიძლიათ.

3. ნიახური

ნიახურის ფოთლოვანი სახეობები მოგვიანებით პირდაპირ კვალში შეგიძლიათ დათესოთ, მაგრამ სხვა სახეობები ჯერ ნერგად უნდა დათესოთ. დასათესად საუკეთესო დრო თებერვლის ბოლო და მარტის პირველი დეკადაა, ნიადაგში გადარგვამდე 60-70 დღით ადრე.

4. პომიდორი

პოიმიდვრის ნერგების რაფაზე გაზრდა შემდეგ პირობებს მოითხოვს: სინათლის დიდი რაოდენობას (უკეთესია თუ ფანჯარა სამხრეთისკენ არის), მაღალი ტენიანობა (ნერგებს დღეში ორჯერ უნდა შეასხუროთ წყალი, არ იგულისხმება მორწყვა), ტემპერატურა კი 18-დან 25 გრადუსამდე უნდა შეინარჩუნოთ.

შეგიძლიათ თესლი წინსწარ არ გააღივოთ, მაგრამ მისი ზრდის სტიმულატორით დამუშავება ცუდი იდეა ნამდვილად არ იქნებოდა.

თესვისას ის მიწაში 1 სანტიმეტრით უნდა ჩადოთ. თებერვლის ბოლოდან შეგიძლიათ ადრეული სახეობები დარგოთ ღია ნიადაგში. მარტის მეორე ნახევარში სასათბურე ადრეული სახეობები.

5. კიტრი

კიტრის თესლს დათესვამდე წინასწარი დამუშავება ესაჭიროება. ჯერ ოთახის ტემპერატურის მქონე, მარილის სამპროცენტიან ხსნარში უნდა ჩაყაროთ – გარკვეული დროის შემდეგ ცარიელი თესლი მაღლა ამოტივტივდება, კარგი კი დაილექება.

შემდეგ თესლი 30 წუთი კალიუმის პერმანგანატში უნდა გააჩეროთ. ამის შემდეგ გარეცხეთ და სველ ქსოვილში გააღივეთ – 2-3 დღის მანძილზე, 25 – 30 გრადუს ტემპერატურაზე. როდესაც თესლს 3 – 4 მილიმეტრის წანაზარდები გაუჩნდება, ის შეგიძლიათ ნერგებად გადაიტანოთ.

კიტრის ნერგები ღია ნიადაგში 3 – 4 კვირის ასაკში ირგვება. ხოლო გადახურვის გარეშე 10 ივნისის შემდეგ რგავენ. ეს ნიშნავს რომ თესლის სანერგედ გამზადება 10-15 მაისიდან უნდა დაიწყოთ.

კიტრის სათბურში დარგვის საშუალებას ჩვენი კლიმატური პირობები აპრილიდან გვაძლევენ.

6. კომბოსტო

მიწაში ცოტაოდენი ნაცარი დაამატეთ, რომელიც კომბოსტოს დაავადების გავრცელებისგან დაგიცავთ. ადრეული სახეოებები შეგიძლიათ 10 მარტიდან დათესოთ. ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო – მარტის შუა რიცხვებიდან.

თებერვალში დათესილი მცენარე გარდა მორწვის, განოყიერების და სითბოსი, დმატებით განათებასაც მოითხოვს. ამიტომ აუცილებელია ადრიდანვე ვიზრუნოთ სხვადასხვა მანათობელი საშუალებების მომზადებაზე.

რო­გორ და­ვა­ფეს­ვი­ა­ნოთ ვარ­დის კა­ლა­მი

ვარ­დის ყვა­ვი­ლი­ა­ნი ყლორ­ტის წვე­რი ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად გა­დავ­ჭრათ ზედა კვირ­ტი­დან 5-7 მი­ლი­მეტ­რის და­ცი­ლე­ბით, ხოლო ქვე­და ნა­წი­ლი – ირი­ბად, კვირ­ტი­დან 1,5-2 მი­ლი­მეტ­რის და­ცი­ლე­ბით. ყლორტზე უნდა დარ­ჩეს 7-8 კვირ­ტი. ქვე­და ფოთ­ლე­ბი მთლი­ა­ნად სცილ­დე­ბა, ხოლო ზედა ფოთ­ლებს ეჭ­რე­ბა ნა­ხე­ვა­რი. კალ­მე­ბი მო­ვა­თავ­სოთ სუფ­თა წყლი­ან ქი­ლა­ში, რო­მელ­შიც წყლის დონე 1,5-2 სმ-ია. ერთ ქი­ლა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­თავ­სდეს რამ­დე­ნი­მე კა­ლა­მი, ოღონდ ისე, რომ ფოთ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ეხე­ბო­დეს.

კალ­მე­ბი­ა­ნი ქილა დავ­დგათ მზი­ან ად­გილ­ზე. ქი­ლას არა­ვი­თა­რი სა­ხუ­რა­ვი არ სჭირ­დე­ბა. ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს წყლის ოდე­ნო­ბას ქი­ლა­ში. რო­გორც კი მო­აკ­ლდე­ბა, მა­შინ­ვე შე­ვავ­სოთ იმ დო­ნემ­დე, რამ­დე­ნიც იყო. წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა უნდა იყოს 20-25 გრა­დუ­სი.

10-12 დღის შემ­დეგ წარ­მო­იქ­მნე­ბა კა­ლუ­სი (შე­ხორ­ცე­ბის ად­გი­ლი), რაც იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ შე­იძ­ლე­ბა ღია გრუნ­ტში გა­და­ტა­ნა. ნი­ა­და­გი ასე მო­ამ­ზა­დეთ: გა­დამ­წვა­რი ნა­კე­ლი – 0,5 წილი, სილა – 1 წილი, ტორ­ფი და ყა­მი­რი მიწა თითო წილი. გა­დარ­გუ­ლი კალ­მე­ბი უხ­ვად უნდა მორ­წყოთ და და­ა­ხუ­როთ შიგ­ნი­დან კი­რით შე­თეთ­რე­ბუ­ლი მი­ნის ქილა. ნარ­გა­ვი ყო­ველ­თვის ტე­ნით უნდა იყოს მო­მა­რა­გე­ბუ­ლი, ოღონდ – ნორ­მა­ლუ­რად.

ერთი კვი­რის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა კვირ­ტე­ბის გაშ­ლა და ნა­ზარ­დის გა­მო­ტა­ნა. იმი­სათ­ვის, რომ ნა­ზარ­დი მი­ეჩ­ვი­ოს ღია გრუნ­ტის პი­რო­ბებს, დღე­ში 10-15 წუ­თით ქი­ლე­ბი მოვ­ხა­დოთ. გა­დახ­დის დრო ნელ-ნელა გა­ვა­ხან­გრძლი­ვოთ და შემ­დეგ სა­ერ­თოდ მო­ვა­ცი­ლოთ ქი­ლე­ბი.

ამ მე­თო­დით 1 წე­ლი­წად­ში გექ­ნე­ბათ თით­ქმის 100%-ით და­ფეს­ვი­ა­ნე­ბუ­ლი, მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი, ნე­ბის­მი­ე­რი ჯი­შის ნერ­გი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

11 February, 2025
“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

თებერვალი 11, 2025

უბნები, სადაც გაზმომარაგება აღდგა – „თბილისი ენერჯი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11 თებერვალი 2025
სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

თებერვალი 11, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

თებერვალი 11, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

თებერვალი 11, 2025
ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

თებერვალი 11, 2025
17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

11 თებერვალი 2025
„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები