კვირა, თებერვალი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაოზურგეთს 8 ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი მოემსახურება

ოზურგეთს 8 ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი მოემსახურება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ახალი პროექტები მზადდება, რომლის ჯამური მოცულობა 20 მილიონი ლარი იქნება, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

„განვაგრძობთ სოფლებში გზების რეაბილიტაციის და მოწყობის სამუშაოებსაც. 2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რეგფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამში 2 172 000 ლარის სამუშაოებს ვაკეთებთ. პროგრამის დასრულების შემდეგ, სოფლებში კრიტიკულ მონაკვეთებზე დაახლოებით 20 კმ-მდე გზა, ბეტონის საფარით მოეწყობა. აქვე მინდა გითხრათ, რომ უკვე დასრულდა ტენდერი და ვიწყებთ ქ. ოზურგეთსა და ჩვენს სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ახალი პროექტების მომზადებას, რომლის ჯამური მოცულობაც 20 მილიონი ლარი იქნება. თუ სად და რა მონაკვეთებზე გაკეთდება ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა – ამ ინფორმაციას მომდევნო სხდომებზე წარმოგიდგენთ.

სიახლეები გვაქვს ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულშიც – ნატანებში სამი მრავალბინიანი სახურავის სრულ რეაბილიტაციას გავაკეთებთ, რისთვისაც 160 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, დაგეგმილია ე.წ. მე-15 ბრიგადის დასახლებაში 720 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის რკინა-ბეტონის საფარით მოწყობა, რისთვისაც 396 000 ლარი დაიხარჯება“, – აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, 35 წლის შემდეგ პირველად მოხდა სრულიად ახალი საზოგადოებრივი ავტობუსების შესყიდვა და ეს პროცესი გაგრძელდება.

ოზურგეთის მერის თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უკვე შეძენილი და შემოყვანილია 8 ერთეული ISUZU-ს მარკის თანამედროვე ტიპის ავტობუსის, რომლითაც მოქალაქეებს მგზავრობისას სრული კომფორტი შეექმნებათ.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, მოგეხსენებათ, ოზურგეთის განვითარების ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ახალი ავტობუსების შემოყვანა და სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება – ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც საზოგადოებას მივეცით და ოზურგეთში ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვექნება – საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უკვე შევიძინეთ და შემოვიყვანეთ 8 ერთეული ISUZU-ს მარკის თანამედროვე ტიპის ავტობუსი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს მგზავრობისას სრულ კომფორტს შევუქმნით. 35 წლის შემდეგ პირველად მოხდა სრულიად ახალი საზოგადოებრივი ავტობუსების შესყიდვა და ეს პროცესი გაგრძელდება,“- აღნიშნა მერმა.

ავთანდილ თალაკვაძემ სამარშრუტო გეგმაზე, ტარიფებსა და მარშრუტების მიმართულებებზეც ისაუბრა.

„მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიასთან კოორდინირებით, შემუშავდა ახალი სამარშრუტო გეგმა და ტარიფები, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მორგებული უნდა იყოს ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანსა და სოციალურ ჯგუფზე. მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება საბანკო პლასტიკური ბარათებით და ელექტრონული სისტემით, რომელიც ავტობუსშია დამონტაჟებული. სამგზავრო ბარათის შეძენა შესაძლებელია დეილის ქსელურ მარკეტებში ქალაქ ოზურგეთში და სოფელ ნატანებში, ასევე ლოტოს ჯიხურებში. გაგაცნობთ მიმართულებებს, რომელსაც ახალი ტრანსპორტი მოემსახურება: ოზურგეთი – ურეკი; ოზურგეთი – დვაბზუ – ცხემლისხიდი – ვაკიჯვარი; ოზურგეთი – ნაგომარი; ოზურგეთი – ნარუჯა – ლაითური; ოზურგეთი – შემოქმედი – გომი; ოზურგეთი – სოფ. ოზურგეთი – გურიანთა. რა თქმა უნდა, ახალი ტრანსპორტის ფუნქციონირებას დავაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებსაც შევიტანთ. კომფორტულ და სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!“ – განაცხადა ოზურგეთის მერმა.

მისივე თქმით, წარმატებით მიმდინარეობს და მალე დასრულდება მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, სამგზავრო და სატვირთო ლიფტების მოწყობის სამუშაოები.

„ამჯერად, ფარნავაზ მეფის ქ.N1 და N127-ში, მერაბ კოსტავას ქ.N2, N4,-ში, იოანე პეტრიწის ქ. N1 და გრიბოედოვის ქ.N31-ში მოეწყობა ლიფტები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მიღებული გრანტიდან, ჯამში 648 786 ლარი დაიხარჯება“,- განაცხადა მერმა.

მერმა ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა და ისაუბრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის შესახებ. „გაგაცნობთ განახლებულ ინფორმაციას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით განვაგრძობთ მუშაობას: დაბა ლაითურში – სტიქიის შედეგად დაზიანებული 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავების რეაბილიტაციას ვიწყებთ, რომლის ღირებულებაც შეადგენს 109 998 ლარს. დაბა ნარუჯაში დავიწყეთ სტიქიის შედეგად დაზიანებული 3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია, დანახარჯი შეადგენს 109 409 ლარს. სოფელ მერიაში – მიმდინარეობს 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავების რეაბილიტაცია, რაშიც 134 799 ლარი დაიხარჯება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ოზურგეთის მუსიკალური სკოლის სახურავის რეაბილიტაციასაც ვიწყებთ, რისთვისაც დაიხარჯება 26 999 ლარი,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
სად იპოვნით საუკეთესო კრუასანებს პარიზში

სად იპოვნით საუკეთესო კრუასანებს პარიზში

16 February, 2025
ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში –  9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში – 9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

თებერვალი 15, 2025
“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

14 თებერვალი 2025
“თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო” – რა სამუშაოები უნდა ჩაატაროთ ბაღში გაზაფხულის დამდეგს

“თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო” – რა სამუშაოები უნდა ჩაატაროთ ბაღში გაზაფხულის დამდეგს

თებერვალი 15, 2025
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

14 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

თებერვალი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

თებერვალი 16, 2025
ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

თებერვალი 16, 2025
ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

15 თებერვალი 2025
როგორია ქირის ფასი თბილისში — ფასები უბნების მიხედვით

როგორია ქირის ფასი თბილისში — ფასები უბნების მიხედვით

თებერვალი 16, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები