ნამდვილი წალკოტი – მზოვრეთის მონასტერი

ნამდვილი წალკოტი - მზოვრეთის მონასტერი | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა გოგა ჩანადირმა მზოვრეთის მონასტრის შესახებ გამოაქვეყნა პოსტი. მონასტერში ბერებმა ნამდვილი წალკოტი გააშენეს.

“წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 10 წლის წინათ ბევრი არაფერი იყო. შორიდან ციხის დაბალზე შემორჩენილი ნაწილი ჩანდა. დღეს კი შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს მზოვრეთის (მძოვრეთის) ასურელ მამათა სახელზე ნაკურთი მონასტერია. ძეგლის აღდგენა 2009 წელს დაიწყო. მამებმა ძველი წყაროს გზაც იპოვეს, გალავანი მიწისგან მთლიანად გაწმინდეს და აღადგინეს.
ახლა აქ 3 ტაძარია. ბიბლიოთეკაც გააკეთეს და წალკოტიც გააშენეს.
მონასტერს მამა იოანე წინამძღვრობს.
მზოვრეთს დიდი ისტორია აქვს. აქ უწინ ქალაქი იყო. ახლა კი სოფელი ორთუბანია. მდებარეობს ძამას ხეობაში, ყინწვისთან ახლოს.

მზოვრეთი ბოლოს თავადმა ციციშვილმა დაახლოებით 300 წლის წინათ აღადგინა. აქაურობამ ახლა უკვე ახალი სიცოცხლე შეიძინა”, – წერს გოგა ჩანადირი და მისსავე ფოტოებს აქვეყნებს.“

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ნამდვილი წალკოტი -  მზოვრეთის მონასტერინამდვილი წალკოტი -  მზოვრეთის მონასტერი – ფოტო 2ნამდვილი წალკოტი -  მზოვრეთის მონასტერი – ფოტო 3ნამდვილი წალკოტი -  მზოვრეთის მონასტერი – ფოტო 4ნამდვილი წალკოტი -  მზოვრეთის მონასტერი – ფოტო 5ნამდვილი წალკოტი -  მზოვრეთის მონასტერი – ფოტო 6

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ნამდვილი წალკოტი – მზოვრეთის მონასტერი. 18 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/ნამდვილი-წალკოტი-მზოვრე/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ნამდვილი წალკოტი – მზოვრეთის მონასტერი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network