კაკლის სახეობის 8 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მორი უკანონოდ გადაჰქონდა – სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 11 ათას ლარს აჭარბებს

დათო ხალაური
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის მიმდებარედ, მოქალაქეს მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კაკლის სახეობის 8 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მორი უკანონოდ გადაჰქონდა.

სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 11 ათას ლარს აჭარბებს. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — სოფლის მეურნეობის პოლიტიკა და სახელმწიფო პროგრამები. აშუქებს სამინისტროს სიახლეებს, სუბსიდიებს, ფერმერთა სახელმწიფო პროგრამებსა და სასოფლო-სამეურნეო კანონმდებლობას.
კომენტარები ჯერ არ არის