ირაკლი კობახიძე: რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე, წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი, ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წინასწარი პროგნოზით წელს რეკორდული მოსავალი იქნება.

„წინასწარი პროგნოზით წელს გვექნება რეკორდული მოსავალი, შარშანდელიც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებლით დასრულებული, თუმცა წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი. ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში. რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე. ამაზე მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარ არის სამზადისი გაწეული და ყველანაირად მზად იქნება სამინისტრო იმისათვის, რომ მაღალ დონეზე ჩაატაროს რთველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის