ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებათიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები - პირველ რიგში ოთხი მთავარი წესი...

თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები – პირველ რიგში ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ

თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები – პირველ რიგში ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ

თიხის ჭურჭელი დიდხანს რომ გემსახუროთ, არსებობს გარკვეული წესები და რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ: ა) საკვების მომზადებისას და ბ) საკვების მომზადების შემდეგ ჭურჭლის გარეცხვისას და შენახვისას.

მაშ ასე:

როგორ მოვამზადოთ საკვები თიხის ჭურჭელში

პირველ რიგში, აქ ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ:

  1. არასდროს დადგათ თიხის ჭურჭელი პირდაპირ ღია ცეცხლზე, აუცილებლად გამოიყენეთ სითბოს გამანაწილებელი;
  2. თიხის ჭურჭელი მხოლოდ გრილ აირღუმელში შედგით, რათა არ მოხდეს ჭურჭლის ტემპერატურის სწრაფი ცვლილება (კერამიკას არ უყვარს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები);
  3. აირღუმელიდან გამოღების შემდეგ ცხელი თიხის ქოთანი არ დადგათ ძალიან ცივ ან სველ ზედაპირზე – უმჯობესია გამოიყენოთ ხის დაფა;
  4. კერამიკის ჭურჭელი უნდა გარეცხოთ თბილ წყალში: მოუჭიქავი თიხის ქოთნები სარეცხი საშუალების გარეშე, ხოლო ემალირებული თიხის ჭურჭელი – სულ რამდენიმე წვეთი სარეცხი საშუალების გამოყენებით.

ახლა კი უფრო ვრცლად:

  • თიხის ქოთანში, თიხის ქვაბში ან თიხის კეცზე საკვების მომზადება შეგიძლიათ ელექტრო ან გაზის აირღუმელებში, თუმცა რეკომენდებულია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჭურჭელი გრილ ან (უკიდურეს შემთხვევაში) ოდნავ შემთბარ აირღუმელში შედგათ და თანდათანობით მოუმატოთ სიმხურვალეს კერძის მომზადებისთვის საჭირო ტემპერატურამდე;
  • მოუჭიქავი თიხის ქოთანი და მისი თავსახური გამოყენების წინ 10-15 წუთით ჩადეთ ცივ წყალში. შედეგად, წყალი ფორებში შეაღწევს და აირღუმელში თიხის ჭურჭლით შედგმული კერძი, ჩათვალეთ, ორთქლზე მომზადდება – მომზადების პროცესში წყალი კერძში დაიწყებს აორთქლებას;
  • თიხის ჭურჭლის გამოყენება ასევე შესაძლებელია მიკროტალღურ ღუმელში (თიხის ჩაიდნის, ჯეზვეს და დოქის გარდა);
  • გაითვალისწინეთ, რომ თიხის ქოთანი ან თიხის ქვაბი, რომელშიც გაყინული ან ჩაციებული გაქვთ პროდუქტი, მაცივრიდან გამოღებისთანავე არ უნდა შედგათ აირღუმელში. აცადეთ გალღობა, მიიყვანეთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ გაახურეთ;
  • კერამიკის ჩაიდანს და კერამიკის ყავის მოსადუღებელს (ჯეზვე), ვიდრე მათში მდუღარეს ჩაასხამთ, აუცილებლად გამოავლეთ ცხელი წყალი. ამ ნაკეთობებისთვის არ შეიძლება: მათი დადგმა ელექტროქურაზე ან პირდაპირ ღია ცეცხლზე გამანაწილებლის გარეშე; მათში წყლის გამათბობელი ელექტროხელსაწყოების ჩადება (მაგალითად – ე.წ. „კიპიწელნიკის“); მათ გასაცხელებლად მიკროტალღური ღუმელის გამოყენება;

თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები - პირველ რიგში ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ

როგორ გავრეცხოთ თიხის ჭურჭელი

თიხის ჭურჭელი ზოგ შემთხვევაში განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს, ზოგჯერ – პირიქით, მისი გამოყენება, გარეცხვა და შენახვა მარტივია.  ალბათ ნათელია, რომ მოვლის სიმარტივე დამოკიდებულია დამზადების ტექნოლოგიაზე.

მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის გარეცხვა

  • მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის გარეცხვა ცხიმისგან, შედარებით რთული პროცესია. ამიტომ, უმჯობესია, მომზადებული საკვები მასში დიდხანს არ დააყოვნოთ;
  • თუკი ძლიერ დაცხიმიანდა და ცხიმი უკვე „ჩამჯდარია“ ფორებში (მაგალითად, ცხვრის ხორცის მომზადებისას), მისი მოსაშორებლად შეგიძლიათ ძველი რეცეპტი გამოიყენოთ: ქოთანი აავსეთ ცივი წყლით, ჩაამატეთ ცოტა ძმარი, შედგით გრილ აირღუმელში და თანდათანობით უმატეთ ცეცხლს. 30 წუთის შემდეგ ქოთანი აირღუმელიდან გამოიღეთ, გააცივეთ, გარეცხეთ და კარგად გაავლეთ;
  • თუკი თიხის ქოთნები ან თიხის ქვაბი საკვების მომზადების შემდეგ მსუბუქად არის „დასვრილი“, შეგიძლიათ გარეცხოთ თბილი წყლით, მინიმალური რაოდენობით სოდის დამატებით;
  • მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის გასარეცხად არ შეიძლება ქიმიური ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენება, მით უმეტეს ისეთის, რომელსაც ძლიერი სურნელი აქვს, რადგან ასეთი ჭურჭელი მარტივად „იღებს“ სუნს.
  • ამ თვისების გათვალისწინებით, ასევე უმჯობესი იქნება, თუკი სხვადასხვა კერძისთვის – მაგალითად, ლობიოსთვის, თევზისთვის თუ ცხვრის ხორცისთვის – სხვადასხვა თიხის ქოთანს ან თიხის ქვაბს გამოიყენებთ. მოუჭიქავ თიხის ქოთანს მწვანილისა და სუნელების არომატიც კარგად უჯდება ფორებში (რაც, ერთი მხრივ, დიდი პლუსია);
  • თუკი უსიამოვნო სუნი გაუჩნდება, თიხის ქოთნები დროდადრო აირღუმელში გამოწვით ხოლმე;
  • გარეცხვის შემდეგ მოუჭიქავი თიხის ქოთნები, თიხის ქვაბი ან სხვა ჭურჭელი საგულდაგულოდ უნდა გაამშრალოთ და შემდეგ ჰაერზე თავდაუხურავ მდგომარეობაში კარგად გააშროთ (თუ შესაძლებელია – მზეზე). მოუჭიქავი ჭურჭელი უნდა შეინახოთ ნესტისგან დაცულ ადგილას, ასევე თავდაუხურავად;
  • თუკი თიხის ქოთანს კარგად არ გაამშრალებთ და სველს შეინახავთ, შეიძლება ობი გაუჩნდეს; ობის მოშორება შესაძლებელია სოდის და წყლის ნაზავით (უნდა მომზადდეს 1 წილი 1 წილზე, პასტის კონსისტენციის), რომელიც უნდა წაუსვათ ქოთნის კედლებზე, 30 წუთი გააჩეროთ, შემდეგ კარგად ჩამორეცხოთ, გაავლოთ, გაამშრალოთ და შემდეგ გააშროთ, სასურველია – მზეზე. შენახვამდე დარწმუნდით, რომ კარგად არის გამშრალი.

მოჭიქული თიხის ჭურჭლის გარეცხვა

მოჭიქული თიხის ჭურჭელი არ მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას.

  • კერამიკის ქვაბი არ „ჩაიჯენს“ სუნს, ამიტომ მის გასარეცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები და იშვიათად – ჭურჭლის სარეცხი მანქანაც კი;
  • აქ მთავარია ერთი წესი: მოჭიქული ჭურჭლის გარეცხვისას არ გამოიყენოთ მავთულის სახეხი ან ზუმფარა – ამით ზედაპირს დააზიანებთ.

მოჭიქული თიხის ქვაბები ბევრ მოსწონს ლამაზი ვიზუალისა და მაღალი გამძლეობის გამო. თუმცა ერთი რამ წინასწარ უნდა იცოდეთ: ორთქლზე მომზადებული კერძის ეფექტსა და თიხის არომატს ნუ დაელოდებით – ემალის ზედაპირი ბლოკავს თიხის ფორებს და მათში წყალი ვერ ხვდება.

წყარო:

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ მოვინახულოთ საფარი ტანზანიაში

როგორ მოვინახულოთ საფარი ტანზანიაში

14 October, 2024
ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია (დოპინგის) შესახებ – ეს, რა თქმა უნდა, ქმნის საფრთხეს როგორც  ზრდასრული მოვარჯიშე ადამიანებისათვის, ასევე არასრულწლოვან  სპორტის მოყვარულებშიც

ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია (დოპინგის) შესახებ – ეს, რა თქმა უნდა, ქმნის საფრთხეს როგორც  ზრდასრული მოვარჯიშე ადამიანებისათვის, ასევე არასრულწლოვან  სპორტის მოყვარულებშიც

ოქტომბერი 11, 2024
მხოლოდ ეს ზოდიაქოს ნიშნები დაამარცხებენ ყველა კონკურენტს

მხოლოდ ეს ზოდიაქოს ნიშნები დაამარცხებენ ყველა კონკურენტს

14 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
ფსიქოლოგმა დაასახელა ფრაზა, რომელიც მშობლებმა არასოდეს უნდა უთხრან პატარა ბავშვს

ფსიქოლოგმა დაასახელა ფრაზა, რომელიც მშობლებმა არასოდეს უნდა უთხრან პატარა ბავშვს

14 ოქტომბერი 2024
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა

ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა

ოქტომბერი 11, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესი

ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესი

ოქტომბერი 7, 2024
ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ოქტომბერი 3, 2024
10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

13 ოქტომბერი 2024
10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

ოქტომბერი 13, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები