შაბათი, ივნისი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიეს დალოცვილი კაკალი - კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი

კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალ­ხურ მედიცინაში ხმარობენ კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმლების, საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის სამკურნალოდ.

კაკლის წენგოსგან მზადდებოდა ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატი „იუგ­ლონი“. ქართულ ხალხურ მედიცინაში ეგზემის წინააღმდეგ წარმატებით იყენებენ წენგოსა და ჩვილ მწვანე ნაყოფს: მას ჭრიან და უსვამენ და­ავადებულ ადგილებზე.
კაკლის ზეთი იხმარება კონიუნქტივიტისა და შუა ყურის ანთების სამკურნალოდ, ხოლო წენგოს ფხვნილი – ჭრილობიდან სისხლდენის შე­საჩერებლად.
იაპონიის ერთ-ერთი ფირმა კაკლის დაფხვნილ ნაჭუჭს იყენებს სამუხრუჭე მასალის წარმოებაში. ნაჭუჭი გამოიყენება აგრეთვე ლინოლეუმის, სალესი ქვისა და ტოლის წარმოებაში, ხმარობენ დინამიტის დასამზადებლადაც. გარდა ამისა, ნაჭუჭისგან მიიღება გააქტიურებული ნახშირი და, როგორც ფოსფორის, კალიუმისა და კალციუმის შემ­ცველს, დაფქული სახით იყენებენ სასუქადაც.
კუჭ-ნაწლავის ტკივილის საწინააღმდეგოდ და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად ამ­ზადებენ ნაყენს: დაახლოებით 30 ცალ კაკლის ჩვილ ნაყოფს ასხამენ 1ლ სპირტს და მზეზე დგამენ 14 დღის განმავლობაში. შავ სურნელოვან ნაყენს გადაასხამენ სხვა ჭურჭელში, ძირში დარჩენილ კაკალს აყრიან შაქარს, კარგად აურევენ და 1 თვის გან­მავლობაში ტოვებენ, მიიღება საოცარი გემოს ლიქიორი. ნაყენიც და ლიქიორიც ერთი და იმავე დანიშნულებისაა.
თმისათვის მუქი ფერის მისაცემად თავს კაკლის ფოთლების მუქი ნახარშით იბანენ.
წყლულებისა და ჭრილობების სამკურნა­ლოდ ძალიან ეფექტური მალამოს მო­სამ­ზა­დებ­ლად დაფქულ კაკლის ფოთლებს შეუ­რე­ვენ მზე­სუმზირის ზეთში გამდნარ თაფლის სანთელს.
კაკლის ხის გულგული მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მასალად ითვლება ავეჯის წარმოებაში.

ქართული ქვევრი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები