„ენგურჰესი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს – გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ღვარცოფმა „ენგურჰესი“ დააზიანა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ცალკეულმა მედიასაშუალებებმა და ინტერნეტგვერდებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ღვარცოფმა „ენგურჰესი“ დააზიანა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ „ენგურჰესის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ 22 სექტემბერს სამეგრელოსა და აფხაზეთში მოსულმა უხვმა ნალექმა და ღვარცოფმა გარკვეულწილად დააზიანა „ენგურჰესის“ მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არანაირ გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, საწარმოს ფუნქციონირებასა და მის საიმედოობაზე.

შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ „ენგურჰესი“ გამართულად და საიმედოდ მუშაობს, საწარმო ერთიან ქსელში ჩართულია და ელექტროენერგიის გამომუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის