კვირა, თებერვალი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული მსახიობ დოდო აბაშიძის 100 წლის საიუბილეო გამოფენის დათვალიერება ამიერიდან ეროვნული არქივის ვებგვერდზე, ონლაინ არის შესაძლებელი. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

ექსპოზიცია მოიცავს დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველ ფოტოებს, მის პორტრეტებსა და საოჯახო არქივში დაცულ სურათებს. ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნების მდიდარი ფოტოკოლექციიდან საგამოფენოდ 40-მდე ფილმის 120-ზე მეტი ფოტოა შერჩეული.

დოდო აბაშიძის სამსახიობო კარიერა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 1949 წელს დაიწყო. მან 7-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა, მათ შორის, შეასრულა თავისი მამის, 1937 წლის რეპრესიებს შეწირული ცნობილი მსახიობის, ვანიკო აბაშიძის განსახიერებული როლები.

დოდო აბაშიძეს 1954 წლიდან იღებდნენ კინოში. მხატვრულ ფილმებში განსახიერებული აქვს 50-ზე მეტი როლი, მათ შორისაა: ბიჭიკო („ჭრიჭინა”, 1954), აბდუშაჰილი („ბაში–აჩუკი“, 1956), დღვირა („თეთრი ქარავანი“, 1963), ომარ მარღანია („მაცი ხვიტია“, 1966), სოსანა („დიდი მწვანე ველი”, 1967), მამამზე ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ალექსანდრე („სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, 1969), პრისტავი („ვერის უბნის მელოდიები”, 1973), იასონი („პირველი მერცხალი”, 1975), პაპა გაბრიელი („მწვერვალი”, 1976), ვარლამი („რაჭა, ჩემი სიყვარული”, 1977), არქიფო სეთური („დათა თუთაშხია“, 1977), ყვარყვარე („ყვარყვარე”, 1978), გიორგი („ფესვები”, 1987) და სხვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
სად იპოვნით საუკეთესო კრუასანებს პარიზში

სად იპოვნით საუკეთესო კრუასანებს პარიზში

16 February, 2025
ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში –  9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში – 9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

თებერვალი 15, 2025
“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

14 თებერვალი 2025
“თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო” – რა სამუშაოები უნდა ჩაატაროთ ბაღში გაზაფხულის დამდეგს

“თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო” – რა სამუშაოები უნდა ჩაატაროთ ბაღში გაზაფხულის დამდეგს

თებერვალი 15, 2025
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

14 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

თებერვალი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

თებერვალი 16, 2025
ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

თებერვალი 16, 2025
ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

15 თებერვალი 2025
როგორია ქირის ფასი თბილისში — ფასები უბნების მიხედვით

როგორია ქირის ფასი თბილისში — ფასები უბნების მიხედვით

თებერვალი 16, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები