გაფრთხილება: თბილისში გავრცელდა კანის დაავადება — მუნი
მანუალ თერაპევტი, ფსიქოლოგი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი, მამუკა რაშოიანი ამბობს, რომ თბილისში კანის დაავდება, მუნი გავრცელდა.
„გაფრთხილება: თბილისში გავრცელდა კანის დაავადება — მუნი
ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.
სიმპტომები:
- ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით;
- წვრილი გამონაყარი და სიწითლე კანზე;
- ხშირად – გამონაყარი თითებს შორის, მაჯებზე, მუცელზე, მკერდზე ან სასქესო არეში.
როგორ ვრცელდება:
- მუნი მარტივად გადადის ადამიანიდან ადამიანზე პირდაპირი კანის კონტაქტით ან ტანსაცმლის, თეთრეულის, ბალიშის გაზიარებით.
- ინკუბაციის პერიოდი საშუალოდ 1–2 კვირაა.
- აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი — თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული.
მკურნალობისას საჭიროა:
- ტანსაცმლისა და თეთრეულის დეზინფექცია (გარეცხვა მაღალ ტემპერატურაზე, დაუთოება);
- ოჯახის ყველა წევრის პროფილაქტიკური მკურნალობა;
- გარემოს საფუძვლიანი დასუფთავება.
- არ ათხოვოთ პირადი ნივთები (ტანსაცმელი, პირსახოცი, საწოლი).
- რეგულარულად დაიბანეთ ხელები და შეინარჩუნეთ ჰიგიენა.
- შეინარჩუნეთ სიფრთხილე საზოგადოებრივ სივრცეებში.
თუ შენ ან ოჯახის წევრს აგეღნიშნებათ ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით — არ გადადო ექიმთან ვიზიტი.
მუნი იკურნება, მაგრამ მოითხოვს დროულ და სწორ მკურნალობას.“ – წერს მამუკა რაშოიანი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

