მთავარი საზოგადოება გართულებული ეპიდემიური ვითარება ქვეყნის მასშტაბით

გართულებული ეპიდემიური ვითარება ქვეყნის მასშტაბით

0
გართულებული ეპიდემიური ვითარება ქვეყნის მასშტაბით

მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია. მაღალია მიმართვიანობა კლინიკებში. პედიატრიული განყოფილებები თითქმის სრულად შევსებულია. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ძირითადად A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე გამოხატული სისუსტე ახასიათებს. ფიქსირდება გრიპის გართულებული შემთხვევები, პნევმონია, განსაკუთრებით მოზარდებში. გავრცელებულია კორონავირუსიც.

მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

რეკომენდაციაა, გაიკეთონ აცრა, ატარონ პირბადე, მოერიდონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს და მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის ნორმები. განსაკუთრებული სიფრთხილისკენ კი რისკჯგუფში შემავალ პირებს მოუწოდებენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. გართულებული ეპიდემიური ვითარება ქვეყნის მასშტაბით [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%95/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here