მთავარი სამინისტრო აშშ-ის უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“ ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

აშშ-ის უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“ ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

0
აშშ-ის უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“ ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა
ფოტო: ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და პარტნიორი ამერიკული კომპანიის „A.G. Global Trade LLC“ ორგანიზებით, აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში, უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“ მარტის თვეში ქართული ღვინის 27 დეგუსტაცია გაიმართა, – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„თითოეული ღონისძიების ფარგლებში, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 5 ქართული ღვინო, ასევე, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და თანამედროვე განვითარებული მეღვინეობის ქვეყნის შესახებ პრეზენტაციები. მომხმარებელზე ორიენტირებული მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მიზანია ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

მაღაზიათა ქსელი „H-E-B“, რომელიც დაფუძნებულია ტექსასის შტატში, აშშ-ის უმსხვილესი კომპანიების სიაში შედის და მოიცავს 400-ზე მეტ მაღაზიას ტექსასსა და მექსიკაში.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას. 2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს – 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. აშშ-ის უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“ ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a8-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here