სამშაბათი, აპრილი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიარსებობს თუ არა რაიმე წამალი (როგორც მღრღნელების საწინააღმდეგოდ) ქვეწარმავლების გასანადგურებლად?

არსებობს თუ არა რაიმე წამალი (როგორც მღრღნელების საწინააღმდეგოდ) ქვეწარმავლების გასანადგურებლად?

– არსებობს თუ არა რაიმე წამალი (როგორც მღრღნელების საწინააღმდეგოდ) ქვეწარმავლების გასანადგურებლად?
ქვეწარმავლებში თქვენ ალბათ გულისხმობთ გველს, რომელსაც არ ანადგურებენ, ამიტომაც ასეთი საშუალება არ არსებობს. თუ თქვენ ახლომახლო დაიდო ბინა და შეგაშინათ, გოგირდი დააბოლეთ, ის აუცილებლად მოსცილდება იქაურობას.
ცნობისათვის: საქართველოში არსებობს 21 სა­ხე­ობის გველი, რომელთაგან მხო­ლოდ 4 სა­ხე­ობაა შხამიანი: გიურზა და სამი სახეობის გველ­გესლა – კავკასიური, ველის, ცხვირრქოსანა.
თუ მოერიდებით, ფეხს არ დაადგამთ ან სხვანაირად არ გააღიზიანებთ, ადამიანს არ ერჩიან. შხამი მათი თავდაცვის საშუალებაა!
– მინდა ვარდების გახარება დაკალმებით (თქვენ მიერ აღწერილი მეთოდით), მ­აგ­რამ არ ვიცი, სად შეიძლება ვიშოვოთ ნი­ადა­გის­თვის საჭირო მასალა (გადამ­წვარი ნაკელი, ტორფი). იქნებ მითხრათ კონკრეტული მისამართი.
– გადამწვარი ნაკელის შოვნა შეიძლება თბილისის შემოგარენის ნებისმიერ სოფელში: გლდანი, ლისი, ოქროყანა, შინდისი, ტაბახმელა და ა.შ. ტორფი მოიკითხეთ მემამულეთა კავშირში.
– ქლიავსა და ალუჩას გაუჩნდა თეთრი მკვრივი ფისივით ნივთიერება. ხემ ფოთლები დაყარა. როგორ შეიძლება ვუმკურნალო? 
  გაზაფხულზე ერთი ადგილიდან მეორეზე გა­დავ­რგე ვაშლის ხე, რომელიც 3 წ­ლისაა. სექ­ტემბერში გაუყვითლდა წვეროები, ფოთლები. რისი ბრალი შეიძლება იყოს? 
– აღწერის მიხედვით, თქვენს ქლიავსა და ალუჩას დაემართა კურკოვანებისთვის დამახასიათებელი დაავადება გომოზი, ანუ წებოსდენა. ამის მიზეზი სხვადასხვაა: მოყინ­ვა, ყინვის გამო ხის ქერქის დაზიანება, მზით გამოწვეული დამწვრობა ან სოკოვანი დაავა­დებები.
დიდი მნიშვნელობა აქვს ბაღში ყველა აგ­რო­­ღო­­ნის­ძიების დროულად და ხარისხიანად ჩა­ტარებას. სხვლის დროს მიყენებული ჭრი­ლო­­ბები აუცილებლად უნდა დაამუშაოთ ბაღის მალამოთი. უკვე დაავადებულ ხეებს მოაცილეთ წებო, დაამუშავეთ 1%-იანი შაბიამნის ხ­სნარით (10 ლ წყალზე 100 გ შაბიამანი და 100 გ კირი) და ამის შემდეგ 5-10 წუთის ინტერვალებით 2-3-ჯერ წაუსვით მჟაუნას ახალი ფოთლები, ხოლო შემდეგ ბაღის მალამო.

გააგრძელეთ კითხვა

ლიმონი კასრში –  ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები