ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაღვინის ეროვნული სააგენტო: სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, ქართული ღვინის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს

ღვინის ეროვნული სააგენტო: სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, ქართული ღვინის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები რეგულარულად ახორციელებენ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის მონიტორინგს, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, იყოს კონკურენტუნარიანი და სულ უფრო მეტად მოთხოვნადი.

2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რომლითაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა მოწმდება, 135 კომპანიაში აღებული 561 ნიმუშიდან დარღვევა 8 კომპანიის 11 ნიმუშში აღმოჩნდა.

საანგარიშო პერიოდში, 56 კომპანიაში ჩატარდა საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობას ადგენს. აღებული 1091 ნიმუშიდან, დარღვევა აღმოჩნდა 6 კომპანიის 14 ნიმუშში.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი საერთაშორისო კომპანიების შპს „Bureau Veritas“ და შპს „SGS“ “ მიერ ინსპექტირება 98 კომპანიაში განხორციელდა; აღებული 365 ნიმუშიდან დარღვევა 1 კომპანიის 1 ნიმუშში აღმოჩნდა.

საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, განვლილ 9 თვეში, ჩატარდა 201 დეგუსტაცია. სადეგუსტაციოდ შემოსული 9643 ნიმუშიდან უარყოფითად 365, დანარჩენი 9278 ნიმუში კი, დადებითად შეფასდა. ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭირვალობაზეტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე.

მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები