ხუთშაბათი, სექტემბერი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიმთავრობა რაჭაში რთველს წელსაც დაასუბსიდირებს

მთავრობა რაჭაში რთველს წელსაც დაასუბსიდირებს

ბიუჯეტი რაჭაში რთველს წელსაც დაასუბსიდირებს.

სუბსიდიის პირობები ასეთია, 2025 წლის რთველის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს.

გარდა ამისა, კომპანიები მევენახეს გადასახდელ თანხას არა ნაკლებ 8 ლარს გადაუხდიან.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, თითოეული კილოგრამი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძნისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო წერს, რომ 2026 წლიდან, სახელმწიფო მხარდაჭერა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, რთველის ფარგლებში, სხვა მიდგომით განხორციელდება. ამ ცვლილებების მთავარი მიზანი ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებაა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული ღვინის ხარისხს და გააუმჯობესებს მის კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის რთველის სუბსიდირების მოდელი წარადგინა. უწყების ინფორმაციით, კერძო კომპანიებზე ყურძნის შესასყიდ სუბსიდიას სახელმწიფო აღარ გასცემს და ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფო “მოსავლის მართვის კომპანია” შეიძენს. ამასთან, აღნიშნული კომპანია რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავად ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადასცა მართვაში.

2025 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “მოსავლის მართვის კომპანია” 50 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მილიონ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები