10 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების დღე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებით აღნიშნა, სადაც იმსჯელეს ტექნოლოგიებსა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ტრანსფორმაციულ როლზე მდგრადი სოფლის მეურნეობის მომავლის ჩამოყალიბებაში.
FAO-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტთან, „ტექინფორმითან“ პარტნიორობით ორგანიზებულ ღონისძიებაზე აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მეცნიერები, პოლიტიკის შემქმნელები, ახალგაზრდა ლიდერები და ინდუსტრიის ექსპერტები შეიკრიბნენ კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი ინოვაციური მიდგომების განსახილველად. თემა „მწვანე სოფლის მეურნეობა და ინოვაციური მიდგომები: მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მდგრადი მომავლისთვის“ გამოხატავდა საქართველოს მიდგომას, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გამოწვევებს ინოვაციური და თანამშრომლობაზე დამყარებული გადაწყვეტებით გაუმკლავდეს.
მეცნიერებისა და ინოვაციების დღის პროგრამამ წარმოაჩინა, თუ როგორ ქმნიან ინოვაციები და ტექნოლოგიები მწვანე სოფლის მეურნეობის მომავალს. პრეზენტაციები ფოკუსირებული იყო მანქანური სწავლებისა და დიდი მონაცემების როლზე ჭკვიანი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის განვითარებაში, ასევე დაფინანსების შესაძლებლობებზე. პრეზენტაციებს მოჰყვა ორი პანელური დისკუსია, მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ გარდაქმნის თანამედროვე, კლიმატის ცვლილებისადმი ჭკვიანი გადაწყვეტილებები და პრაქტიკა სოფლის მეურნეობას და აძლიერებს მდგრადობას. მეორე პანელური დისკუსია ეხებოდა მომავალი თაობის გაძლიერებას აკადემიურ წრეებს, ახალგაზრდებსა და ინდუსტრიას შორის სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერების გზით.
„დღევანდელმა ღონისძიებამ მოგვცა საშუალება გვემსჯელა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობის სექტორში მონაცემთა შეგროვება და გამოყენება, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. FAO ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე, ხელს უწყობს პარტნიორობას, რომელიც ახალგაზრდებს, აკადემიურ წრეებსა და ინდუსტრიის სხვა აქტორებს საშუალებას აძლევს ერთობლივად შექმნან ინოვაციური გადაწყვეტები მდგრადი მომავლისთვის.“ – განაცხადა FAO-ს წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, მამუკა მესხმა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.