სამშაბათი, ოქტომბერი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა

ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა:

I შვილი – 1500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა;

II შვილი – 3000 ლარი, ნაცვლად 400 ლარისა;

III შვილი – 4500 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა;

ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 1500 ლარით.

ტყუპები – 10 000 ლარი,  ნაცვლად 1000 ლარისა;

გარდა ამისა, ფულადი დახმარება ყოველთვიურად გადაეცემათ 1 წლამდე ბავშვის ოჯახებს:

I შვილი – ყოველთვიურად 150 ლარი;

II შვილი – 300 ლარი;

III შვილი – 450 ლარი;

ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 150 ლარით.

ფინანსური დახმარების მისაღებად, მერიაში მშობლის განაცხადი უნდა დაფიქსირდეს ბავშვის დაბადებიდან 3 თვის განმავლობაში.

ამასთან, აუცილებელია, ორივე მშობელი რეგისტრირებული იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში;

ორივე მათგანს მინიჭებული ჰქონდეს “მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის” სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში.

აგრეთვე, ლევან წიკლაურის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალდაქორწინებული ოჯახი, ფინანსური წახალისების მიზნით, მიიღებს ერთჯერად ფულად დახმარებას 5 000 ლარის ოდენობით:

– თუ მეუღლეები, ერთ-ერთი ან ორივე, ქორწინებამდე რეგისტრირებული იყვნენ თიანეთის მუნიციპალიტეტში;

–  დახმარების მოთხოვნის დროისთვის ორივე მათგანს აქვს “მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის” სტატუსი და კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად  ერთად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში.

ახალდაქორწინებულად ჩაითვლება ოჯახი თუ ქორწინება, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, რეგისტრირებულია 2025 წლის 1-ელი აპრილის შემდგომ.

დახმარების მოთხოვნის უფლება არ აქვთ:

1. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს, რომლებსაც ფაქტობრივად შექმნილი ჰქონდათ ოჯახი, ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას 2025 წლის 1-ელ აპრილამდე.

2.  საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფიქციურ ქორწინებაში მყოფ პირებს.

ახალდაქორწინებულებს უფლება აქვთ აღნიშნული დახმარების მიღება მოითხოვონ ქორწინების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 12 თვისა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები