ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაVIDEO: ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება და ყბა-სახის ურთულესი ოპერაციის უნიკალური შედეგი -...

VIDEO: ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება და ყბა-სახის ურთულესი ოპერაციის უნიკალური შედეგი – მარიამ კოხრეიძე ამ დღის შემდეგ მთელმა საქართველომ გაიცნო

ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება და ყბა-სახის ურთულესი ოპერაციის უნიკალური შედეგი – 16 წლის მარიამ კოხრეიძე ამ დღის შემდეგ მთელმა საქართველომ გაიცნო და ამ პატარა გოგოს გულშემატკივარი გახდა. ყბა-სახის ოპერაცია, რომელიც უნიკალური შედეგით დასრულდა, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მარიამს ყბის სახსრის ანკილოზის დიაგნოზი დაუდგინდა. ექიმებმა, პირველ ეტაპზე, ყბა გახსნეს, შემდეგ კი ყბის სახსრის პროთეზი ჩაუდგეს.

მარიამი სტამბოლში დედასთან და ახლობლებთან ერთად გაემგზავრა.

უნიკალური ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, დედამ “კურიერი P.S.-თან” ის ემოციები გაიხსენა, როცა საოპერაციო ოთახიდან გამოყვანილი შვილი დაინახა.

ჯანმრთელობის პრობლემები მარიამს 6 წლის ასაკში დაეწყო, როცა, მოულოდნელად, ყბის განვითარება შეფერხდა. მდგომარეობა დროდადრო იმდენად გართულდა, რომ მას ბოლო წლებში საკვების მიღებაც კი უჭირდა. მარიამს 4 დედმამიშვილი ჰყავს. მამა რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა. ოჯახში რთულ ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობას მისი ჯანმრთელობის პრობლემებიც ამძიმებდა.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ერთხელაც ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა სოციალურ ქსელში მარიამის შესახებ დაწერა. მისი ფოტო მედეა იობაშვილმა, რომელიც სტამბოლის კლინიკაში თარჯიმნად მუშაობს, შემთხვევით ნახა და თურქ ექიმს დაუკავშირდა. მარიამის დასახმარებლად, ყველა გაერთიანდა და საჭირო თანხაც მალე შეგროვდა.

ოპერაცია, ალთან ვაროლიმ ჩაატარა. ქირურგმა, რომელმაც საკუთარ ჰონორარზეც უარი თქვა. თურქი ექიმი “კურიერი P.S.-ს” უყვება, რომ 7-საათიანი ოპერაცია იყო რთული, რადგან საოპერაციო ოთახში ნებისმიერი ტიპის გართულების რისკს ხედავდა.

ანაზღაურებაზე უარის თქმის შემდეგ, ალთან ვაროლიმ ქართველების დიდი პატივისცემა დაიმსახურა. ეს ამბავი ახარებს თავადაც. ექიმს რთული ოპერაციის შემდეგ მარიამისთვის აქვს განსაკუთრებული სურვილებიც.

ამ ოპერაციამ, ალთან ვაროლი საქართველოში არანაკლებ პოპულარული გახადა.

დაიბადა ბულგარეთში, მოგვიანებით კი თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად. 2021 წლიდან მუშაობს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის, პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებების და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ალთან ვაროლიმ მარიამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ სოციალურ ქსელებშიც გააზიარა და ფოტოები გამოაქვეყნა.

მარიამს უნდა, რომ სტომატოლოგი გახდეს და ადამიანებს თვითონაც დაეხმაროს. უყვარს კითხვა და სწავლის გაგრძელებასაც აპირებს. ბაუ ბაჰჩეშეჰირ უნივერსიტეტის დირექტორს, ჰიკმეთ ილდიმირს სურვილი აქვს, მარიამის სწავლის სრულად დააფინანსოს. მოინახულა კლინიკაშიც და საჩუქრებიც მიუტანა.

სარკე, რომელსაც ერთ დროს გაურბოდა, ახლა მარიამის ყოველდღიურობად იქცა.

კლინიკიდან გაწერეს და ახლა უკვე რეაბილიტაციის კურსს გადის. რთული ოპერაციის შემდეგ, საუბარსაც ახერხებს და დროდადრო ცეკვასაც.

ვრცლად ↓

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები