როგორ ამოყავთ ყველი იმერეთის ყველაზე მაღალ სოფელში…
– ქვევრის ყველი, საქართველოს ერთადერთ სოფელში შემორჩენილი ტრადიცია.
როგორ ამოყავთ ყველი იმერეთის ყველაზე მაღალ სოფელში…
– ქვევრის ყველი, საქართველოს ერთადერთ სოფელში შემორჩენილი ტრადიცია.

აქ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი მაღალტექნოლოგიური აპარატურით გამოიკვლევს შენი ორგანიზმის მდგომარეობას, სტრესის დონეს, დაგინიშნავს ინდივიდუალურ კომბინირებულ პროგრამას
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა.
თითქმის საუკუნის განმავლობაში, თბილისის ბოტანიკური ბაღი კავკასიაში ერთადერთი სამეცნიერო კერა იყო, სადაც ბოტანიკის მიმართულებით კვლევას აწარმოებდა.
მოეწყო შესაბამისი ლაბორატორიები და სასწავლო კაბინეტები. ამ დროს აიგო მერქნიან მცენარეთა ორანჟერეა, გაკეთდა ტერასები, გაიყვანეს სარწყავი სისტემა. ამავე პერიოდში ააშენეს ხიდი ჩანჩქერის თავზე. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, მდინარე წავკისის წყალი ჩანჩქერთა კასკადს ქმნის. მათგან ყველაზე შთამბეჭდავი 26 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერია, რომელიც ბაღის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.
ბოტანიკურ ბაღში საქართველოსა და მსოფლიო ფლორის 4000-მდე ნაირსახეობაა წარმოდგენილი.
ბაღის საუცხოო კოლექციები, ლანდშაფტი, ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ეკოლოგიურად სუფთა გარემო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ვიზიტორებზე.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მას ურბანულ გარემოში იყენებდეს.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი.
უცნაური სოფლების სახელები საქართველოში: გასაოცარი და საინტერესო ადგილების აღმოჩენა
საქართველო თავისი კულტურული მრავალფეროვნებით და ულამაზესი ბუნებით ცნობილია. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ქვეყანაში არსებობენ სოფლები უცნაური და მომხიბლავი სახელებით, რომლებიც სიურპრიზების მთელ სპექტრს ინახავენ.
ამ სტატიის მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ უცნაურ სოფლების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ ტურისტულ ან კულტურულ კვლევაში.
უცნაური სოფლების სახელები საქართველოში
ბოგდანეთი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებული სოფელი, რომლის სახელიც იღებს სათავეს ადგილობრივი მითი და ისტორიული რუქიდან. შესაძლოა, სახელი დაკავშირებული იყოს ადგილობრივი გენერლების ან მმართველების სახელების გადმოცემასთან.
ქიმლეთი – ჯვარის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი, რომლის სახელი საინტერესო ენობრივი და კულტურული მახასიათებლებით გამოირჩევა. შესაძლებელია სახელი დაკავშირებული იყოს ენობრივი ცვლილებების ან კულტურული რჩეულობის პერიოდებთან.
შოშიკაური – ქართლის რეგიონში მდებარე სოფელი, რომელიც საინტერესო სახელი და ისტორია აქვს. „შოშიკაური“ შეიძლება იყოს ძველი სახელი, რომელიც დაკავშირებულია სოფლის ისტორიულ ფიგურებთან ან ტრადიციული მოვლენების მატერიალებთან.
გეგელია – სამეგრელოს რეგიონში არსებული სოფელი, რომელიც თავისი სახელით მიიჩნევა უნიკალურ და საინტერესო ფაქტორად. „გეგელია“ შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც რეგიონის ისტორიული სახელების ასახვა ან კულტურული ცვლილებების დოკუმენტაცია.
კიდობანი – ერთი მეტად უცნაური სახელით ცნობილი სოფელი, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. სახელი, შესაძლოა, უძველესი კულტურული ან ეთნიკური გავლენების შედეგი იყოს.
რატომ უნდა მოინახულოთ უცნაური სახელების მქონე სოფლები?
“ლუპინები ბევრ იდუმალ საქმეს დაატრიალებენ ამ გორაკზე ისე, რომ ჩვენ აზრზე ვერ მოვალთ… როგორც დიდი ხნის წინათ, როცა არავინ იცოდა, რატომ იმატებდა იმ მიწების ნაყოფიერება, სადაც ლუპინები ყვაოდა. ისინი კი ჰაერიდან ნიტროგენს იწოვდნენ და ნიადაგში უშვებდნენ… ჩუმი ქველმოქმედები,“ – წერს ფერმწერი, ფოტოგრაფი, მშენებელი და მრავალი ინტერესის მქონე ადამიანი ნუკრი მანძულაშვილი.
გოსტიბე, კასპის რაიონი – ნუკრი მანძულაშვილის მიერ შექმნილი ლუპინების ბაღი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.
ნუკრი მანძულაშვილის ლუპინების ბაღი სთავაზობს ვიზიტორებს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და განსხვავებული სივრცე ბაღის სამყაროში. ეს ბაღი წარმოდგენილია ლუპინებით.


თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, დიღომი 8-ში, უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიის – Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი, მრავალფუნქციური უბანი – „რივერ პარკი“ შენდება.
მტკვრის პირას, უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში, 30 000 მ2 ფართობის პროექტი დაბალი განაშენიანების გენერალური გეგმითა და 4 სართულიანი შენობებით გამოირჩევა.
პროექტის ინფრასტრუქტურა პარკებს, სასეირნო ბილიკებს, საბავშვო გასართობ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებსა და საცურაო აუზს აერთიანებს.
პროექტის ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელია კეთილმოწყობილი, ფუნქციური და უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი საერთო მოხმარების გამწვანებული სახურავები, რომელთა ჯამური ფართობი 1 ჰექტარზე მეტია.
დიღომი 8 გაქირავების კუთხით მოთხოვნადი უბანია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე დიმპლომატიურ და ბიზნეს სექტორში. ბოლო კვლევებით, დიღმის ტერიტორიაზე 26%-ითაა გაზრდილი უძრავი ქონების ფასები. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, „რივერ პარკი“ მომხმარებლებისთვის როგორც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე უძრავ ქონებაში გონივრული ინვესტირების შესაძლებლობაა.
პროექტში კვ.მ-ის ფასი 1450$-დან იწყება. გადახდის მოქნილი პირობებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბინა წინასწარ შენატანის გარეშე, თვეში 1000$-დან შეიძინოს.
Index | Wealth Management უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა, რომლის პორტფელიც ამჟამად 8 პროექტს ქალაქის შემდეგ უბნებში აერთიანებს: დიღომი 8, ავლაბარი, გლდანი, ორთაჭალა და სხვა. ამ ეტაპისთვის მიმდინარე 4 პროექტი თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება.
Index | Wealth Management-ის პროექტებსა და კომპანიის შესახებ გაეცანით ბმულზე.
სოფელი, რომელსაც უცნაური სახელი აქვს…
მათხოჯი – სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში. სოფლის ჩრდილოეთ მხარეს 150 მეტრი სიმაღლის მთაზე დგას მე-6 საუკუნის ციხე-სიმაგრე, ამჟამად ე.წ “ნაციხარი”. სოფელში ორი ტაძარია: წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და წმიდა ბასილის ეკლესია.
მათხოჯი გამოირჩევა თავისი მოხდენილი გეოგრაფიული მდებარეობით და სილამაზით.
იმერეთში მდებარე სოფელ მათხოჯის შესახებ ერთი უცნაური ისტორია არსებობს. სოფელში მცხოვრებ მათეს ჰყოლია ცხენი, სახელად ხოჯი. ერთ დღე ხოჯი დაიკარგა, მთელი დღის ძებნის შემდეგ ცხენი იპოვეს და პატრონს დაუძახეს: მათე ხოჯი აქაა-ო. ასე დაერქვა სოფელს მათხოჯი.
„44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას 2024 წელსაც განახორციელებს“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„თხილი ათასობით ოჯახის შემოსავლის წყარო და მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ექსპორტის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას 2024 წელსაც განახორციელებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, გაგრძელდება ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, ასევე მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის სტიმულირება და მხარდაჭერა, რისთვისაც გასულ წელს, სამინისტრომ ახალი პროგრამა დაიწყო. დაფინანსდა 60 ბიზნესიდეა.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ოთარ შამუგიამ აგროდაზღვევის პროგრამაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული ზიანი 80 მლნ ლარს აღემატება. სამინისტრო აქტიურად მუშაობს სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, რათა პროგრამა უფრო მეტად მორგებული იყოს ფერმერების ინტერესებზე.