ორშაბათი, აპრილი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

ტრადიციული სამზარეულო, ხევსურული, ძველი ტექნოლოგიით მოხარშული ლუდი და ხეზე კვეთის მასტერკლასი

0
ტრადიციული სამზარეულო, ხევსურული, ძველი ტექნოლოგიით მოხარშული ლუდი და ხეზე კვეთის მასტერკლასი
#image_title

ტრადიციული სამზარეულო, ხევსურული, ძველი ტექნოლოგიით მოხარშული ლუდი და ხეზე კვეთის მასტერკლასი – შოთა არაბულმა საკუთარი დიზაინითა და პროექტით შექმნა საოჯახო სასტუმრო „კორშა”. აქვს თავისი მეურნეობა, ძროხები ყავთ, ბოსტანი აქვთ, ფუტკრის სკებიც აქვთ. ამზადებენ ნატურალურ საკვებს. ლუდსაც ძველი ტექნოლოგიით ხარშავენ. ამზადებენ ტრადიციულ კერძებს, ყველაფერი ნატურალურია.

ტრადიციული სამზარეულო, ხევსურული ლუდი და ხეზე კვეთის მასტერკლასი.

ლუდს, როგორც ხევსურები ამზადებდნენ, ძველი ტექნოლოგიით ამზადებენ. ჭურჭელიც ძველი და ტრადიციული აქვთ. სვია, საფუარი, ალაო- ამ პროდუქტებით ხარშავენ.

შოთა არაბული მხატვარია. ყველაფერი მისი გაკეთებულია. ხის სახლი ქონდა, ის დაშალა და მასალისგან სახლი ააწყო. ხისგან ცხოველების ფიგურები აქვს გაკეთებული.

სახელოსნო აქვს, მის ნამუშევრებსა და სამხატვრო ატელიეს სიამოვნებით ათვალიერებენ ტურისტები.

სასტუმრო „კორშა  მყუდრო, საინტერესო, სასიამოვნო გარემო ჯანსაღი დასვენებისათვის.
სასტუმრო “კორშა“ და მთლიანად ხევსურეთი დაუვიწყარ წუთებს გპირდებათ.

რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, დამატებით ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი – საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია გურჯაანში

0
რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, დამატებით ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი - საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია გურჯაანში
#image_title

2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, დამატებით ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი – 0322 193 283.

რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია გურჯაანში.

რაც შეეხება ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ გვაუწყებენ ფოთლები მცენარის პრობლემებს – 6 მნიშვნელოვანი სიგნალი

0
როგორ დავიცვათ მცენარეები, სოკოსგან და მწერებისგან - ბუნებრივი პესტიციდი
#image_title

როგორ გვაუწყებენ ფოთლები მცენარის პრობლემებს – 6 მნიშვნელოვანი სიგნალი და მარტივი გადაწყვეტილებები

შინაური მცენარეები ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ მათი ფოთლები ყოველთვის გვეუბნებიან, თუ რაიმე უჭირთ. სწორად ამოცნობილი ვიზუალური ნიშნები დაგეხმარებათ, რომ მცენარეს დროულად და მარტივად დაეხმაროთ.

ამ სტატიაში გაგაცნობთ 6 ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს, რომელსაც ფოთლები გამოხატავენ და მოგაწვდით ზუსტ რჩევებს, როგორ მოიქცეთ თითოეულ შემთხვევაში.


1. ფოთოლი ფერს კარგავს და ხმება — მცენარეს წყალი აკლია

თუ ფოთლები მშრალია და მათი კიდეები გამოფიტულია, ეს მკაფიოდ მიანიშნებს წყლის დეფიციტზე.
მოქმედება: კარგად მორწყეთ, მაგრამ არასოდეს ზედაპირულად – მორწყვა უნდა ხდებოდეს ფესვებამდე გაჟღენთვით.


2. ფოთოლი რბილი, ყვითელი და ცვივა — ზედმეტი მორწყვაა

როდესაც მცენარე ზედმეტად მორწყულია, ფოთლები რბილდება, იწყებს გაყვითლებას და ცვენას.
მოქმედება: შეწყვიტეთ მორწყვა და დაელოდეთ, სანამ ნიადაგი სრულად არ გამოშრება.


3.  ყავისფერი ლაქები ფოთლებზე — მზის დამწვრობა

ასეთ შემთხვევაში ფოთლები ხშირ შემთხვევაში გამომშრალი და შეწითლებული კიდეებით გვხვდება.
☀️ მოქმედება: გადაიტანეთ მცენარე ჩრდილში, მაგრამ ნათელ სივრცეში. დაზიანებული ფოთლები ფრთხილად მოაცილეთ.


4. ნაცრისფერი ან ყავისფერი ფიფქისებრი ლაქები — სოკოვანი დაავადება

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში მთელ მცენარეზე ვრცელდება.
🦠 მოქმედება: დაიწყეთ მკურნალობა სპეციალური ფუნგიციდით. მკაცრად დაიცავით ინსტრუქცია.


5. ნახვრეტები ან დაზიანებები ფოთლებზე — მავნებლები

თუ ფოთლებზე გამოჩნდება წვრილი ხვრელები ან ღრღნის კვალი, ეს მავნებლების შემოსევის ნიშანია.
🐛 მოქმედება: გამოიყენეთ ინსექტიციდი ან აკარიციდი, რათა აღმოფხვრათ მავნებლები.


6. ფოთლები უფერულია ან უთანასწორო შეფერილობის — განათების დეფიციტი

თუ ფოთლებს აქვს მკრთალი მწვანე ან მოყვითალო ფერი, ეს მზის ნაკლებობაზე მიუთითებს.
💡 მოქმედება: გადაადგილეთ მცენარე კარგად განათებულ ადგილზე, თუმცა მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს.


დააკვირდი მცენარეს — ის გელაპარაკება!

შენი მცენარე მუდამ ცდილობს სიგნალების გაგზავნას ფოთლების საშუალებით. სწორი დაკვირვება და დროული მოქმედება შენს მცენარეს ჯანსაღ, ლამაზ და სიცოცხლით სავსედ შეინარჩუნებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

🌿 მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლა აღმოსავლეთ საქართველოში

0
საუკეთესო დრო დამყნობისთვის - ივლისში შუა სიცხის პიკზე, რომელი მცენარეები კალმდება
#image_title

🌿 მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლა აღმოსავლეთ საქართველოში

მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლა აღმოსავლეთ საქართველოში 
 კალიების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის პოპულაცია კონტროლირებადია და არ აღინიშნება სასოფლო -სამეურნეო კულტურების დაზიანება.
 გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველო ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად დაასახელა.
 ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, პრევენციული ღონისძიებები აღმოსავლეთ საქართველოში ტრანსსასაზღვრო ფორმატში ტარდება.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 გაინტერესებთ თუ როგორ ითესება მარცვლეული კულტურები ნულოვანი დამუშავების მეთოდით?

0
 გაინტერესებთ თუ როგორ ითესება მარცვლეული კულტურები ნულოვანი დამუშავების მეთოდით?
#image_title

მარცვლეულის ნულოვანი დამუშავებით თესვა

 გაინტერესებთ თუ როგორ ითესება მარცვლეული კულტურები ნულოვანი დამუშავების მეთოდით?
 შეიტყვეთ კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ამ პრაქტიკის შესახებ FAO-ს აგრონომებისგან.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საქონლის რაოდენობა შემცირდა, ფრინველის გაიზარდა

0
საქონლის რაოდენობა შემცირდა, ფრინველის გაიზარდა
#image_title

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 870.5 ათასი სული იყო, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.

მათ შორის ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა 398.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წლიურად 4.8%-ით შემცირებულია.

ღორის რაოდენობა 175.6 ათასი სული დაფიქსირდა, რაც 12.5%-ით ჩამოუვარდება წინა წლის მაჩვენებელს.

ფრინველის რაოდენობა, პირიქით, 6.6%-ით გაიზარდა და 11.1 მილიონ ფრთას მიაღწია.

პროდუქციის გამოშვების მხრივ, 2025 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია. ხორცის წარმოება 9.5%-ით შემცირდა და 18.2 ათასი ტონა დაფიქსირდა.

კვერცხის წარმოება 6.6%-ით გაიზარდა და 179.7 მილიონ ცალს გაუტოლდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის საბოლოო მონაცემები 2026 წლის 16 ივნისს გამოქვეყნდება.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ბზის კალმობა – საუკეთესო დრო და მეთოდი 🌿- იდეალური პერიოდია მცენარის გამრავლებისთვის

0
#image_title

როგორ გავამრავლოთ ბზა ეფექტურად? | ბზის კალმობა – საუკეთესო დრო და მეთოდი 🌿

გსურს შენი ბაღი გაალამაზო ან ბზის საკუთარი ნერგები გაგაჩნდეს? დაგეგმე ბზის კალმობა აგვისტოში – ეს არის იდეალური პერიოდი მცენარის გამრავლებისთვის.

რატომ ახლაა იდეალური დრო?

 ამ დროს ტოტები მოქნილია, მაგრამ უკვე ნაწილობრივ გამაგრებული, რაც იდეალურ პირობებს ქმნის კალმებისთვის.


ბზის კალმების მომზადება – ნაბიჯ-ნაბიჯ 🍃

✅ აირჩიე ჯანმრთელი, 8 სანტიმეტრიანი ტოტები
✅ ქვედა ფოთლები ფრთხილად მოაცილე – მხოლოდ ზედა ნაწილი დატოვე
✅ მომზადე ნიადაგის ნარევი:
ტორფი + მდინარის ქვიშა + პერლიტი – ეს კომბინაცია არაჩვეულებრივად ინარჩუნებს ტენს და აჩქარებს ფესვების განვითარებას


დამფესვიანებელი საშუალებები

🌱 გამოიყენე ნატურალური ან ქიმიური დამფესვიანებელი:

  • თაფლი – ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა

  • ტირიფის ნაყენი – შეიცავს ბუნებრივ rooting ჰორმონებს

  • კორნევინი – ქიმიური პრეპარატი, რომელიც აჩქარებს ფესვების გაჩენას

ტოტები რამდენიმე წუთით ჩააწყე ერთ-ერთ საშუალებაში და შემდეგ ჩარგე მომზადებულ სუბსტრატში.

აარჩიეთ 8 სმ ტოტები. მოაცალეთ ქვედა ფოთლები. დატოვეთ კენწერული ფოთოლები დატოტილი. გამოიყენეთ ,ტორფი + ქვიშა+ პერლიტი. ადვილად ფესვიანდება
🌿🌿🌿 მოამზადეთ,დამაფესვიანებელი, თაფლი ან ტირიფის ტოტების ნაყენი.

ასევე ქიმიური პრეპარატი კორნევინი. ჩააწყეთ ბზის ტოტები თაფლში ან კორნევინში და ჩარგეთ. დადგით დაჩრდილულ ადგილზე მორწყეთ და შეუნარჩუნეთ ტენიანობა. სექტემბრის ბოლომდე გრძელდება დაკალმება.


მოვლა და პირობები

📍 დადგი კონტეინერი დაჩრდილულ ადგილას
💧 რეგულარულად მორწყე და მუდმივად შეინარჩუნე ტენიანობა
🕓 დაკალმების სეზონი გრძელდება სექტემბრის ბოლომდე
🌿 გაზაფხულზე უკვე მიიღებ ზრდასრული ბზის პატარა ნერგებს


კომერციული მიზნებისთვისაც იდეალურია

📦 თუ სააღდგომოდ გსურს ბზის რეალიზაცია, ახლა იდეალური დროა დასაწყებად. სწორად დაკალმებული ბზა გაზაფხულზე უკვე შესაფერისია გაყიდვებისთვის.


✅ დაიმახსოვრე: ბზის გამრავლება მარტივია, თუ დროს და ტექნიკას სწორად შეარჩევ.
მოემზადე წინასწარ და გაზაფხულზე მიიღე შენი შრომის შედეგი! 🌱

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ადგილობრივი წარმოების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მყარი საფუძველია“-დავით სონღულაშვილი

0
„წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია - ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია“-დავით სონღულაშვილი
#image_title

„ყველა იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან რეგულარულად ვმართავ შეხვედრებს. დღეს სამცხე-ჯავახეთში ვიმყოფებოდით.

ვფიქრობ, ასეთი უშუალო, პირდაპირი კომუნიკაცია საუკეთესო საშუალებაა, მაქსიმალურად ოპერატიულად მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის, მიმდინარე პროგრამებში შევიტანოთ საჭირო ცვლილებები, შევიმუშაოთ ახლებური მიდგომები, თუ ასეთი მოთხოვნა არსებობს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრი შპს „მესხეთის მეფრინველეობის“ ფერმაში, შპს „გეო ფლაუერსის“ ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამმუშავებელ საწარმოში და შპს „წიფორა-სამცხეში“ მიმდინარე წარმოების პროცესებს გაეცნო.
„უკვე ათეულ წელზე მეტია, წარმოების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს. ადგილობრივი წარმოების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მყარი საფუძველია. სახელწიფო პროგრამები ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს. შესაბამისად, წარმატებული შედეგი გაცილებით მოკლე დროშია მიღწევადი. სახელწიფო მხარში უდგას მეწარმეს საქმიანობის ყველა ეტაპზე. წარმატების მაჩვენებელია სულ უფრო მეტი ათვისებული სასოფლო-სამეურნეო ფართობი, მეტი ქართული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე და მზარდი ექსპორტი. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გრძელდება ყველა იმ საჭიროების გათვალისწინებით, რაც ფერმერებს და მეწარმეებს აქვთ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბორჯომსა და ახალციხეში შევხვდით სამინისტროს სისტემაში შემავალი რამდენიმე უწყების თანამშრომლებს – დაცული ტერიტორიების რეინჯერებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებს, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს. ყველა ასეთი შეხვედრის მიზანია გამოწვევების და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაციის უშუალოდ თანამშრომლებისგან მიღება. მათი სამუშაო პირობები – ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა არის აუცილებელი პირობები იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც თითოეულ სამსახურს აკისრია. ამ სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირება კი, ქვეყნის განვითარების და წინსვლის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რეკომენდაციები ზურა შევარდნაძისგან

0
რეკომენდაციები ზურა შევარდნაძისგან
#image_title

რეკომენდაციები ზურა შევარდნაძისგან

ვარდი შეუდარებელია, როგორც სილამაზით, ისე განუმეორებელი სურნელით

დედამიწის ზურგზე უთვალავი მშვენიერი ყვავილია, მაგრამ, როცა ვინმეს ან რაიმეს ულამაზესად წარმოჩენა სურთ, უმალ ვარდს ადარებენ. მართლაც შეუდარებელია ვარდი, როგორც სილამაზით, ისე განუმეორებელი სურნელით. 

„შვეიცარიული კომპანიის მიერ თანამედროვე მეთოდებით და მიდგომებით ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვანია, რათა მყინვარებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია გვქონდეს“-ოთარ შამუგია

0
„ შვეიცარიული კომპანიის მიერ თანამედროვე მეთოდებით და მიდგომებით ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვანია, რათა მყინვარებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია გვქონდეს“
#image_title

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანიის „GEOTEST AG“ ექსპერტმა დანიელ ტობლერმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა და შედეგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან გამართულ შეხვედრაზე შეაჯამა. „შვეიცარიული კომპანიის მიერ თანამედროვე მეთოდებით და მიდგომებით ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვანია, რათა მყინვარებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია გვქონდეს“ – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა, როგორც ქვეყნის მასშტაბით 22 მყინვარულ ხეობის შესწავლის მიმდინარე სამუშაოებისთვის, ასევე შოვის სტიქიის დროს ჩატარებული კვლევისთვის. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ შვეიცარიულ მხარესთან მომავალშიც აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება. 

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური პროცესები, მათ შორის მყინვარების დნობიდან მომდინარე საფრთხეები დღეს საქართველოსთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე შვეიცარიელ ექსპერტებთან, რომლებიც საქართველოში არსებული მყინვარების კვლევას ახორციელებენ. კვლევა თანამედროვე მეთოდებით და მიდგომებით მიმდინარეობს, რათა მყინვარებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია გვქონდეს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ღონისძიება, ეს იქნება მონიტორინგი, ადრეული გაფრთხილების სისტემა, განგაშის სისტემა თუ სხვა, უნდა ეფუძნებოდეს დეტალურ, სამეცნიერო კვლევებს. სწორედ კვლევების შედეგად მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით განხორციელდება კონკრეტულ ლოკაციებზე კონკრეტული ღონისძიებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მაღალკვალიფიციური ექსპერტები არიან ჩართულები და აღნიშნულ სამუშაოებს მათთან ერთად ვახორციელებთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ვიზიტის ფარგლებში, დანიელ ტობლერმა სააგენტოს სპეციალისტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე არსებული მყინვარული ხეობები ვერტმფრენიდან დაათვალიერა.

ექსპერტის მიერ, ადგილზე განხორციელებული აეროგადაღებების საფუძველზე მოხდება პოტენციური საფრთხეების დეტალური გაანალიზება და არსებულ სატელიტურ მასალასთან დადარება, ასევე, კვლევის შედეგად გამოვლენილ ცხელ წერტილებში მონიტორინგის სისტემების დანერგვის შესახებ სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.

შეხვედრაზე, კომპანია „გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელმა გიორგი გოცირიძემ ხაზი გაუსვა არსებული პროცესის ხანგრძლივობას და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვლევის ფარგლებში შეფასდა სრულად კავკასიონის სამხრეთ ფერდობი.

„შოვი, დევდორაკი, ლეღზირი – ჩვენ მივდიოდით, ვარკვევდით, ვპოულობდით სხვადასხვა ფაქტორს უკვე მომხდარი სტიქიის შემდეგ, თუმცა საერთო სურათი აქამდე მთელ კავკასიონზე არ ვიცოდით. ამ პროექტმა ეს საერთო სურათი გამოავლინა. გაკეთებულმა რუკამ დაგვანახა, რამდენად მეტი შრომა არის კიდევ გასაწევი მომავალში. აი ამ საერთო სურათის ფონზე, აქტიური წერტილების გამოვლენის ფონზე უკვე დაგეგმვადია უკეთესად მონიტორინგის, შეტყობინების, გაფრთხილების და სხვადასხვა სისტემა და, რაც ყველაზე მთავარია, რესურსები, იმიტომ რომ არასდროს არცერთ ქვეყანას არ ყოფნის კონკრეტული საფრთხეებისთვის და რისკების მართვისთვის თანხა“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.

საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანიის „GEOTEST AG“ ექსპერტმა დანიელ ტობლერმა განსახორციელებელ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროცესებისა და ლოკაციების შესახებ ინფორმაცია. ვიცით, ვინ და საიდან უნდა დაიწყოს. ამის შემდეგ გვეცოდინება ცხელი წერტილები და ყველაზე კრიტიკული ადგილები. რაც შეეხება ნაბიჯებს, პირველი ნაბიჯი მოიცავს კრიტიკული სფეროების საფუძვლიან შემოწმებას, პოტენციური სცენარების იდენტიფიცირებას, ადგილზე პროცესებში აქტიურ ჩართულობას და შემდეგ ამ სცენარების შესასწავლად და მოსამზადებლად სიმულაციების განსაზღვრას. ამ აქტივობებზე დაყრდნობით, უნდა შეიქმნას მონიტორინგის სისტემა, მოხდეს საფრთხის მართვის პრაქტიკასთან ინტეგრირება და მკაფიოდ განისაზღვროს საფრთხეების მართვის გეგმა. ეს წაიღებს ერთ შეიძლება ორ წელს, ჩვენ გვაქვს ადგილები შვეიცარიაში, რომლის დეტალურ შეფასებას სამი წელიც კი დასჭირდა“, – განაცხადა დანიელ ტობლერმა.

პროცესის ხანგრძლივობაზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ შვეიცარიაში კვლავ არის ისეთი რისკის ზონები, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს და ძალიან რთულია პროცესის გააქტიურებისას მოკლე დროში მოქმედება, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში გაფრთხილების სისტემები ნაკლებად ეფექტიანია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიასთან „GEOTEST AG“ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება მიმდინარე წელს გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით 22 მყინვარულ ხეობაში განხორციელდება კვლევები, მომდევნო 2 თვის განმავლობაში მოხდება კონკრეტული, პოტენციური გლაციალური საფრთხისა და მასთან არსებული ცხელი წერტილის იდენტიფიცირება, რომლის შემდეგაც, შვეიცარიული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს და სააგენტოს საბოლოო დოკუმენტს წარუდგენს.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„GEOTEST AG“-ის ექსპერტის დანიელ ტობლერის ვიზიტი და მისი მიერ ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს გარემოსდაცვით პოლიტიკას და მყინვარების ეფექტური მართვის სტრატეგიების შემუშავებას. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საერთაშორისო თანამშრომლობა და თანამედროვე მეთოდები გამოყენებული იყოს ეკოლოგიური პრობლემების ეფექტურად გადასაჭრელად.

#drpkhakadze