ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

რატომ არის საშიში ნაბახუსევიდან „გამოსვლა“ ალკოჰოლით – ექიმის რჩევები

0

ალკოჰოლი ტოქსიკური და ფსიქოაქტიური ნივთიერებაა დამოკიდებულების გამომწვევი თვისებებით, თუმცა ის ფაქტი, რომ ხშირად სოციალიზაციის რუტინულ ნაწილად მიიჩნევა, აძნელებს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სათანადო შეფასებას.

ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების საერთო გავრცელება საკმაოდ მაღალია – 78.5%. ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი). მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი 18.3 პროცენტია.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„600 ოჯახი, რომელსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა ცხოვრება, დღეს უკვე მიიღებს ახალ ბინას, მოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა და დღევანდელი დღე არის ამის გამოხატულება“

0

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დასრულება. 600 ოჯახი, რომელსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა ცხოვრება, დღეს უკვე მიიღებს 600 ახალ ბინას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი იმის გამოხატულება, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების, ხალხის, ადამიანების მიმართ.

„მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, მათ შორის არის 800 ბავშვი, ამას ცალკე მინდა ხაზი გავუსვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მე ვიტყოდი, რომ დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი იმის გამოხატულება, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების, ხალხის, ადამიანების მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენ, ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება. 600 ოჯახს მოგილოცავთ დღევანდელ დღეს.

რა თქმა უნდა, ამით არ სრულდება ეს პროექტი, დაგეგმილია კიდევ 1000-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება ბინებით და ეს პროექტიც გაგრძელდება უახლოეს მომავალში. უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ოჯახი შესაბამისი საცხოვრებელი სივრცით, რაზეც უკვე დაწყებული აქვს მუშაობა მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა, ამ წუთებში ბინებს ოჯახებს გადასცემენ. ახალ საცხოვრებელ ბინას პირველ ეტაპზე 582 ოჯახი მიიღებს.

ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა მიმართეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პროექტი გაგრძელდება და დაგეგმილია კიდევ 1000-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება

0
დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება
#image_title

დაფნა – დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება

„ლაურუს ნობილის“ – ასე ჰქვია დაფნას ლათი­ნურად, სიტყვა „ნობილის“ კეთილშობილს ნიშნავს. კეთილშობილი დაფნის გვირგვინით რომ საბერძნეთში გმირებს, პოეტებსა და გამარჯვებულ სპორტსმენებს ამკობდნენ, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ სიტყვა „ლაურეატი“ რომ „ლაურუსი“-დან წარმოდგება, ეს შეიძლება ბევრმა არც იცოდეს.
დაფნა ველურად იზრდება ხმელთაშუა ზღვის სა­ნაპირო ტყეებში, სწორედ აქედან დაიწყო მისი გავ­რცელება.
დაფნა თავისი უნიკალური თვისებების წყა­ლობით მალე გავრცელდა იტალიაში, საბერძნეთში, იუგოსლავიაში, თურქეთში, სირიაში, ყირიმსა და კავკასიაში; მრავლდება თესლით. იმის გამო, რომ თესლი ადვილად ხმება, თესა­ვენ შემოდგომით.
დაფნის ფოთლები და ახალგაზრდა ყლორ­ტები შეიცავს ეთერზეთებს, რომლებიც გამოიყენება სანელებლად. ნაყოფის ცხიმოვანი ზეთი გამოიყენება მედიცინაში. იმის გამო, რომ კარგად იტანს გაკრეჭას, დეკორატიულ ნარგაობებშიც ხშირად შეხვდებით. ხშირი ნარგაობა ღობედაც მშვენიერია.
დაფნის გამრავლება ყველაზე იოლია ბუჩ­ქის ამონაყარებითა და თესლით.
კალმები დასაფესვიანებლად უნდა აიჭრას აპრილში, შეიძლება ივნის-ივლისშიც; თითო­ეული მათგანი უნდა იყოს 6-8 სმ სიგრძისა, მომწიფებული, მაგრამ არა გახევებული. ფოთლების დამოკლების შემდეგ კალმებს ნეშომპალა-ქვიშიან ქოთნებში რგავენ. ქვედა ფენის, ანუ ნეშომპალიანი შრის სისქე უნდა იყოს 2-4სმ, ხოლო ქვიშიანი შრე – 2-3 სმ. დაფესვიანებას 1 თვე ესაჭიროება. ამის შემდეგ კალმები მუდმივ ადგილზე გადაირგვება. დაფნა იშვიათი მცენარე არ არის და მისი ნერგის, თესლის, აგრეთვე კალმის შოვნა სირთულეს არ წარმოადგენს; თანაც ძალიან ადვილი მოსავლელია და მისი გახარება საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია შესაძლებელი.
დაფნის ფოთოლი ყველაზე გავრცელებული სანელებელია – გამოიყენება არა მარტო ოჯა­ხურ პირობებში, არამედ კვების მრეწველობაშიც. მას ამატებენ გამდნარ ყველს, აუცილებელია კიტრის, პატისონის, პამიდვრის მწნილებისა და მარინადების დასამზადებლად, თევზის კონსერვების, ძეხვისა და ხორცის წარმოებაში. ზოგიერთ ქვეყანაში დაფნის ფოთოლი სასმე­ლებისთვის, დესერტისა და ჩაისთვის არომატის მისაცემად გამოიყენება. გარდა ამისა, დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება.

ფეიხოა სამხრეთამერიკული მარადმწვანე ბუჩქი ან 5 მეტრამდე სიმაღლის ხეა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

დაფნა (Laurus nobilis) მცენარე, რომელიც ფართოდ გამოიყენება არამარტო სამზარეულოში, არამედ მედიცინაში და სილამაზის მოვლაში თავისი მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებებით. დაფნის ფოთლები და თესლები მდიდარია აქტიური კომპონენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას. ამ სტატიაში განვიხილავთ დაფნის ფოთლის ეთერზეთის და თესლის ცხიმოვანი ზეთის გამოყენების სარგებელს და პრეპარატების მოქმედებას.

დაფნის ფოთლის ეთერზეთის სარგებელი

დაფნის ფოთლის ეთერზეთი ცნობილია თავისი ძლიერი ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და სუნთქვის გზების გამწმენდ თვისებებით. მისი გამოყენება ჯანმრთელობის სხვადასხვა სფეროში შეიძლება.

  • დაფნის ეთერზეთის სარგებელი სუნთქვის გზების გაჯანსაღებისთვის: ეთერზეთი ეხმარება ბრონქიტისა და ასთმის სიმპტომების შემცირებაში. მისი რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს სუნთქვის გზების გაწმენდას და ჰაერის გამოყვანას.
  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება: ეთერზეთის მიღება ეხმარება სხვადასხვა ანთებითი პროცესების, როგორიცაა სახსრების ტკივილი და კუნთების დაჭიმვა, შემცირებაში.
  • სუნის სუფთად და სტრესი: დაფნის ეთერზეთი ცნობილია როგორც ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება, ხელს უწყობს სტრესის შემცირებასა და მენტალურ ჯანმრთელობას.

დაფნის თესლის ცხიმოვანი ზეთის სარგებელი

დაფნის თესლის ცხიმოვანი ზეთი აქვს მრავალი სასარგებლო თვისება.

  • დაფნის თესლის ცხიმოვანი ზეთის სარგებელი კანის მოვლისთვის:
  • ეს ზეთი რელაქსაციისა და კანის გაწმენდის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ის ხდის კანს უფრო ელასტიურსა და რბილს, გარდა ამისა, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები.
  • ცხიმოვანი ზეთის რეგულარული გამოყენება ეხმარება გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ზღუდავს ცუდი ქოლესტერინის დონეს და ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს.
  • ცხიმოვანი ზეთი შემცავს ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო თვისებებს, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს სტრესისა და დაავადებების წინააღმდეგ.

როგორ უნდა გამოიყენოთ დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი

  • ეთერზეთის გამოყენება: რამდენიმე წვეთი ეთერზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ სპრეის ფორმით სუნთქვის გზების გაწმენდისთვის ან ატმოსფეროს დასუფთავებისთვის. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ეთერზეთიგამოიყენოთ მასაჟისთვის.
  • ცხიმოვანი ზეთის გამოყენება: გამოიყენეთ იგი როგორც კანის მოვლის პროდუქტში, როგორც დამატებული ინგრედიენტი კრემებში ან ლოსიონებში. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ სახლის კვების პროდუქტი მისი დამატებით.

 

„ქელეხზე ჩვენს წინაპრებს მენიუც სხვა ჰქონდათ და ლექსიკაც იყო გაწერილი“

0
რიტუალური ქართული გასტრონომია
„ქელეხზე ჩვენს წინაპრებს მენიუც სხვა ჰქონდათ და ლექსიკაც იყო გაწერილი“
დალი ცატავა – გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი.
„ჩვენი სუფრის ფილოსოფიის სიმდიდრე არის მისი დიფერენცირებული ხასიათი.
ქელეხზე, ჩვენს წინაპრებს მენიუც სხვა ქონდათ. ლექსიკა იყო გაწერილი.
სიტყვა „თამადას“ და „ტოლუმბას“ ვერ გაიგონებდი იმიტომ, რომ მას ერქვა “სუფრის ხელმძღვანელი“.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სახიფათო მეორადი ტანსაცმელი – როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან

0
xr:d:DAGCd9ubXew:12,j:5553363272832789436,t:24041509

მეორადი ტანსაცმელი მსოფლიოში სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება, ამ ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება. შესაბამისად, მზარდია იმპორტიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს თებერვალში საქართველოში 3,078 მლნ აშშ დოლარის მეორადი მოხმარების ტანსაცმელი შემოვიდა, რაც 38%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წლის თებერვალში საქონლის იმპორტმა 2,236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 6,2 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში 40,745 მლნ აშშ დოლარის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, 2022 წელს 34,513 მლნ აშშ დოლარის.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობის და მოხმარების ზრდა ცუდი არ არის, თუმცა კონტროლი აუცილებელია, რაც ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. მით უფრო, რომ მეორადი ტანსაცმელი დამუშავებისა და შენახვის პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს.

როგორც დერმატოლოგმა ნინო ორახელაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში “თქვენი დრო“ განმარტა, თუ ტანსაცმელს სპეციფიკური სუნი აქვს, ესე იგი, შესაბამისი ხსნარით დამუშავებულია, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, რადგან შესაძლოა, ამის შემდეგ შენახვის პირობები დაირღვა და მისი მოხმარება მაინც საშიში იყოს.

„დამუშავებულიც რომ იყოს, ისიც გასარკვევია, რა პირობებში ინახებოდა, სანამ წამოვიდა. შეიძლება დაამუშავეს, მაგრამ იყო ნესტში, სადაც არ ნიავდებოდა, რაც „კარგი წყაროა“ ობის სოკოს განვითარებისთვის და მტვრის ტკიპასთვის. ამ შემთხვევაში, შეიძლება, კანის ქავილი დაიწყოს, უკვე არსებული დაავადებები გაამწვავოს, კანზე ალერგიული რეაქცია წამოვიდეს. მეორეს მხრივ, თუ დამუშავებულია, შეიძლება თვითონ ამ ქიმიურმა საშუალებებმა ალერგიული რეაქცია მოგცეთ“,- აღნიშნა ნინო ორახელაშვილმა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, დერმატოლოგი ამბობს, რომ აუცილებელია ტანსაცმლის 60-70 გრადუსში გარეცხვა, ასევე, ორთქლით დამუშავება.

„არის ქსოვილები, რომელიც ასეთ ტემპერატურაზე ვერ გაირეცხება, მაგალითად, აბრეშუმი, ამიტომ ორთქლით უნდა დამუშავდეს. უთოებს აქვს ახლა ეგ ფუნქცია და აუცილებლად უნდა მოხდეს დამუშავება. ფეხსაცმელშიც, არის სადეზინფექციო საშუალებები, რომლის შესხურებაც ხდება და შემდეგ დახურულ პარკში შენახვა.

თუ ატყობენ, რომ კანი გაღიზიანდა, ან უცაბედად ქავილი დაიწყო, ეს შეიძლება მუნი იყო, ან კანის გაღიზიანება, აღარ გამოიყენონ ეს ტანსაცმელი და მიმართონ დერმატოლოგს“,- განაცხადა ნინო ორახელაშვილმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებიდან 179 წელი გავიდა

0

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა.

თითქმის საუკუნის განმავლობაში, თბილისის ბოტანიკური ბაღი კავკასიაში ერთადერთი სამეცნიერო კერა იყო, სადაც ბოტანიკის მიმართულებით კვლევას აწარმოებდა.

მოეწყო შესაბამისი ლაბორატორიები და სასწავლო კაბინეტები. ამ დროს აიგო მერქნიან მცენარეთა ორანჟერეა, გაკეთდა ტერასები, გაიყვანეს სარწყავი სისტემა. ამავე პერიოდში ააშენეს ხიდი ჩანჩქერის თავზე. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, მდინარე წავკისის წყალი ჩანჩქერთა კასკადს ქმნის. მათგან ყველაზე შთამბეჭდავი 26 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერია, რომელიც ბაღის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.

ბოტანიკურ ბაღში საქართველოსა და მსოფლიო ფლორის 4000-მდე ნაირსახეობაა წარმოდგენილი.

ბაღის საუცხოო კოლექციები, ლანდშაფტი, ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ეკოლოგიურად სუფთა გარემო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ვიზიტორებზე.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მას ურბანულ გარემოში იყენებდეს.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი.

რა უნდა გავაკეთოთ თუ მეზობელი ხმაურობს, არ გვაძინებს და მასთან შეთანხმება ვერ შედგა

0
xr:d:DAGBhznMY_s:23,j:6331359086197333718,t:24040511

რა უნდა გავაკეთოთ თუ მეზობელი ხმაურობს, არ გვაძინებს და მასთან შეთანხმება ვერ შედგა – ასეთ შემთხვევებისთვის, არსებობს ხმის რეგულირების სტანდარტი, რომელსაც სამეზობლო ურთიერთობების სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტებას თბილისის მასშტაბით დედაქალაქის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები აკონტროლებენ. მათ მოვალეობაში ადგილზე გასვლა და სიტუაციის შემოწმება შედის.

სამეზობლო ურთიერთობებს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს და თუ ადამიანი ვერ ახერხებს მეზობელთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარებას, იძულებული ხდება კანონს მიმართოს.

ინფორმაციის მიმწოდებლები ძირითადად არიან მოქალაქეები, რომლებიც ამავე სამსახურს ცხელი ხაზის ან Facebook-ის ოფიციალური გვერდის მეშვეობით უკავშირდებიან. ხმაურის ნორმის გადაჭარბებაზე მუნიციპალიტეტში ოფიციალური განცხადებებიც შედის.

ე.წ. ხმაურის კანონი, რომლის მიხედვითაც დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა, 2017 წლიდან ამოქმედდა. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღისა (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის.

ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ითვლება არაუმეტეს 35 დეციბელისა დღისით და არაუმეტეს 30 დეციბელისა ღამით. სავაჭრო ობიექტებში — 55 დეციბელი, სამედიცინო დაწესებულებებში — 40, ხოლო სასწავლო დაწესებულებებში — 35 დეციბელი.

თუ ჩათვლით, რომ მეზობელმა ხმაურის დაშვებულ ნორმას გადააჭარბა და ის თქვენთვის აუტანელი გახდა, შეგიძლიათ გაასაჩივროთ. პირველ ჯერზე ურჩ მეზობელს გააფრთხილებენ, ხოლო თუ ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა კიდევ დაფიქსირდა, 150 ლარით დააჯარიმებენ. ამავე პერიოდში ხმაურის დასაშვები ნორმის მესამედ გადამეტების შემთხვევაში, ფინანსური სანქცია 300 ლარს შეადგენს.

იურიდიული პირები, გაფრთხილების შემდეგ, თუ ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა კიდევ დაფიქსირდა, ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იქნება, ხოლო ამავე პერიოდში ხმაურის დასაშვები ნორმის მესამედ გადამეტების შემთხვევაში, ჯარიმა 1000 ლარი იქნება.

„უნდა მოხდეს მისი სიმპტომური მკურნალობა – მხოლოდ მაღალი სიცხე არ წარმოადგენს ბავშვის კლინიკაში განთავსების წინაპირობას“

0

ბავშვებში სიცხის მართვა

საუბრობს პედიატრი თემურ მიქელაძე „სტუმრად ექიმთან“:

„მნიშვნელოვანია, მკურნალობისას გავითვალისწინოთ ბავშვის ანამნეზი და ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე თუ, რამდენად დამაკმაყოფილებელია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, იღებს თუ არა სითხეს და საკვებს და ა.შ.

ჩემი რეკომენდაციით, უმჯობესია, ბავშვმა სითხე თავისით მიიღოს, ვიდრე გადასხმა გაიკეთოს, ორგანიზმის სითხით შევსება არაინვაზიური მეთოდით უფრო ეფექტურია. ხველაც, სიცხის მსგავსად, ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმი გახლავთ, აღსანიშნავია, რომ ხველა კი არ უნდა დავთრგუნოთ, არამედ უნდა მოხდეს მისი სიმპტომური მკურნალობა.

პაციენტის ჰოსპიტალიზება სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით და დიაგნოსტიკის შედეგად უნდა მოხდეს. ომიკრონისთვის პირველი ორი დღე მაღალი ცხელება დამახასიათებელია, 24 საათის შემდეგ კი იწყება ტემპერატურის კლება. თუ მაღალი ცხელება არ ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებას, დღის განმავლობაში შეგიძლიათ წამლის გაორმაგებული დოზა გამოიყენოთ“.

დაფნის წარმოების მხარდასაჭერად რა ინვესტიციაა გაშვებული დონორის მიერ?

0

USAID-ი სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, მემცენარეობის მიმართულებით, საგრანტო დაფინანსებით დაფნის მწარმოებელს წლებია ეხმარება.

რამდენი გადამამუშავებელი საწარმო დაფინანსდა, რომელ რეგიონებში და ჯამში ქართული დაფნის წარმოების მხარდასაჭერად რა ინვესტიციაა გაშვებული დონორის მიერ? – ინტერვიუ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის თანამშრომელთან, გიორგი (გივი) ჯავახიშვილთან

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ

0

მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით.  მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის მეშვეობით.

თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის შემდეგ მცხეთა მე-11 ქალაქია, სადაც თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ.

მცხეთაში, ისევე როგორც ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ბაკურიანსა და ბორჯომში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე ქალაქის სატრანსპორტო  ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის ფილიალებში.

მცხეთაში თიბისის ბარათებით გადახდისას შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს: მცხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის  თიბისი ბანკის მოსწავლის  ბარათებით მგზავრობა უფასოა. ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე – თიბისი ბანკის სტუდენტურ ბარათებზე  მოქმედებს 50% იანი შეღავათიანი ტარიფი. შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში.

სატრანსპორტო ბარათის ღირებულება 2 ლარია და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი.

ტრანსპორტში თიბისის საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში გავიდეს მინუსში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli