ორშაბათი, აპრილი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

„რთველი მიმდინარეობს აქტიურად, 2025 წლის ყურძნის მოსავალი იქნება გამორჩეული“ – დავით სონღულაშვილი

0
„წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია - ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია“-დავით სონღულაშვილი
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველი აქტიურად მიმდინარეობს და მთავრობის მიერ, წლის დასაწყისში დაანონსებულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო:

„რთველი მიმდინარეობს აქტიურად. უფრო მეტი მოსავლის ოდენობა არის მაღალკონდიციური ყურძენი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მიერ დაანონსებულმა პოლიტიკამ, რომელიც წლის დასაწყისში იყო, შედეგი გამოიღო.

შემდგომ პერიოდში მაღალხარისხიან ყურძენზე აქცენტი კიდევ უფრო მეტად იქნება გაკეთებული. ამ ეტაპზე მინდა ვთქვა, რომ 2025 წლის ყურძნის მოსავალი იქნება გამორჩეული,“ – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„რთველი აქტიურად მიმდინარეობს და მთავრობის მიერ, წლის დასაწყისში დაანონსებულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო“- დავით სონღულაშვილი

0
„წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია - ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია“-დავით სონღულაშვილი
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველი აქტიურად მიმდინარეობს და მთავრობის მიერ, წლის დასაწყისში დაანონსებულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო:

„რთველი მიმდინარეობს აქტიურად. უფრო მეტი მოსავლის ოდენობა არის მაღალკონდიციური ყურძენი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მიერ დაანონსებულმა პოლიტიკამ, რომელიც წლის დასაწყისში იყო, შედეგი გამოიღო.

შემდგომ პერიოდში მაღალხარისხიან ყურძენზე აქცენტი კიდევ უფრო მეტად იქნება გაკეთებული. ამ ეტაპზე მინდა ვთქვა, რომ 2025 წლის ყურძნის მოსავალი იქნება გამორჩეული,“ – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ვის შეუძლია და ვის არა ბავშვის მონათვლა – ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია

0
ვის შეუძლია და ვის არა ბავშვის მონათვლა - ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია
#image_title

ნათლობასთან დაკავშირებით, უამრავი კითხვა ჩნდება – ვის შეუძლია და ვის არა ბავშვის მონათვლა. მაგალითად, შესაძლებელია, რომ ბავშვის ნათლია დეიდა, მამიდა, ანდაც ბიცოლა იყოს.

აი, რას ამბობს მოძღვარი:

„ერთადერთი, ვისაც არ შეუძლია, ეს არიან მშობლები. დანარჩენი, ხორციელი ნათესავიც რომ იყოს, შეუძლია ბავშვის მონათვლა.“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 ათასი ტონა, მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს

0
ღვინის ეროვნული სააგენტო: დღეის მდგომარეობით, კახეთში 111 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი კი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს
#image_title

სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას და ამ კუთხით ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს ჩაიბარებს 1.50 ლარად, რქაწითელსა და სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, ხოლო არაკონდიციურ და დაზიანებულ ყურძენს – 1.00 ლარად.

„გაგრძელდება ის მიდგომა, რომელიც წინა წლების განმავლობაში მოქმედებდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მევენახეობისა და მეღვინეობის მხარდაჭერისთვის ჩვენს ქვეყანაში. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 ათასი ტონა და იმისათვის, რომ დროულად დაბინავდეს მოსავალი, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მადლობა მინისტრ დავით სონღულაშვილს რთველთან დაკავშირებული სამუშაოების სათანადოდ ორგანიზებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გახსოვდეთ – შესანახი ვაშლი და მსხა­ლი იკ­რი­ფება ყუნწიანად, ნაყოფის დაუზი­ანებ­ლ­ად

0
გახსოვდეთ - შესანახი ვაშლი და მსხა­ლი იკ­რი­ფება ყუნწიანად, ნაყოფის დაუზი­ანებ­ლ­ად
#image_title

გახსოვდეთ – შესანახი ვაშლი და მსხა­ლი იკ­რი­ფება ყუნწიანად, ნაყოფის დაუზი­ანებ­ლ­ად.

შესანახი ვაშლი და მსხა­ლი იკ­რი­ფება ყუნწიანად, ნაყოფის დაუზი­ანებ­ლ­ად

მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით. ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარუ­ლი­თა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს. უყურებს და ტკბება დამკრახული ყურძნის მტევნების, მუქი ლურჯი და ვარდისფერი ქლიავის, ფერად-ფერადი ვაშლისა და მსხლის, სხვა უტკბილესი და უგემრიელესი ხილის ცქერით, რომელსაც დროულად სჭირდება მოკრეფა-დაბინავება. ეს კი არც ისე ადვილი საქმეა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ხეხილის ჯიშების მიხედვით ნაყოფის ს­იმწიფის ხარისხიც. ნაადრევად მოკრეფილი ვაშლი ცუდად ინახება და არც არომატი აქვს შესაბამისი. არც დაგვიანებით მოკრეფილი ვარგა, გადამწიფებული კარტოფი­ლივით ფხვიერი ხდება.

კრეფის ნორმალურად ჩასატარებლად აუცი­ლებელია: კიბეები, ვედროები, კავები ტოტ­ის მო­საწევად და ვედროს ჩამოსაკიდებლად, გრძე­ლ ჭოკზე მიმაგრებული სპეციალური საკ­რეფი, რომელიც გამოიყენება ვაშლისა და მსხლის კენწეროებიდან ჩამოსაკრეფად. ვაშლის კრეფისას შეეცადეთ ნაკლებად დაზიანდეს ცვილი, რომლითაც დაფარულია ნა­ყო­ფი

წაიკითხეთ სრულა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

0
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? - სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს
#image_title

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

მიწავაშლა საუკეთესო კულტურაა, რომე­ლიც მეცხოველეობასაც ფეხზე დააყენებს და ხალხისთვის საკმარის, სამკურნალო თვისებე­­ბის მქონე შაქარსაც მოგვცემს. დიახ, სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს.
ამერიკელი ინდიელების მიერ კულტივირებული მიწავაშლა, ანუ ტოპინამბური, ერთ-ერთი იმ კულტურათაგანია, რომელმაც საქართველომდე კი მოაღწია, მაგრამ რატომღაც ფართო გავრცელება ვერ პოვა.
მიწავაშლას სხვადასხვა ჯიშიდან სა­უკე­თე­სოა ე.წ. ტოპინომზესუმზირა, რომლის ერ­თ­ხელ მოშენებული პლანტაცია 10 წლამდე ძლებს. მძლავრი ფესვთა სისტემის წყალობით, რომელზედაც ტუბერები ვითარდება, მცენარე მდგრადია და წაქცევის საშიშროება არ ემუქრება.
ტოპინომზესუმზირას ტუბერი შეიცავს 25-35%-მდე შაქარს, დიდი რაოდენობით პროტე­ინს, კალიუმს, ფოსფორს, ვიტამინებს B და C, რკინას და, რაც ყველაზე საინტერესოა, 40%-მდე ინულინის მჟავას, რომელსაც ეძახიან მცე­ნარეულ ინსულინს და იხმარება დიაბეტის სამკურნალოდ.
ტოპინომზესუმზირა, როგორც სახელწო­დე­ბი­დან ჩანს, ტოპინამბურისა და მზესუმზირას ჰიბ­რიდიზაციით მიღებული ჯიშია, იზრდება 3,5-4მ-მდე. მისი მწვანე მასა მდიდარია ნახშირ­წყლებით, კაროტინით, შაქრით, ამიტომაც ძვირ­ფასი საკვები კულტურაა მეცხოველეობისათ­ვის. მწვანე მასის ნახარში უებარია სახსრების სამკურნა­ლოდ. თითქმის დაუჯერებელია, მაგ­რამ ამ კულტურას შეუძლია გააუვნებლოს ქარ­ხნის მავნე ნარჩენები.
კვების მრეწველობაში ტუბერებისაგან ამზადებენ ფხვნილს, ფრუქტოზისგან სი­როფს, სასმელებს, პასტას, ინსულინს. არსებობს ტუბერის­გან მიღებული კონცენტრა­ტი, რომელიც იხმა­რება მძიმე დამწვრობის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და თირკმლების დაავადების სა­მ­კურნალოდ.
ტოპინომზესუმზირას ტუბერის კომპოტი არა მარ­ტო წყურვილს კლავს, არამედ არეგული­რებს წნევასა და შაქრის დონეს სისხლში, და­დებითად მოქმედებს მხედველო­ბაზე, ეხმარება ანემიით დაავადებულებს, რადგან მასში რკინის შემცველობა ბევრად მეტია, ვიდრე კარტოფილში.
ტუბერების გამოყენება შეიძლება უმად, შემწვარი, მოხარშული და ჩირის სახით.
აშენებენ როგორც მთელი, ისე დაჭრილი ტუბერებით, რგავენ შემოდგომით ან გა­ზა­ფხულზე. ირგვება კვადრატულ-ბუდობრივად ან რიგებში. მანძილი რიგთაშორისებში 70 სმ-ია, მცენარეთა შორის – 55 სმ. მწვანე მასას იღებენ შემოდგომით, ტუბერებს – მოგვიანებით, ოქტომბერში, ან გაზაფხულზე, ხშირად საერთოდაც არ თხრიან. ნარგავებში პირდაპირ უ­შვებენ ღორებს და 14-15 დღის განმავლობაში ასე კვებავენ. შემდეგ უკვე შეაქვთ სასუ­ქი და ფარცხავენ. მიწაში ჩარჩენილი ტუბერები საკმარისია მომავალი წლის მოსავლის მ­ისაღებად.
მწვანე მასის აღების შემდეგ, მისი მოთხრა-გა­მოზიდვის გარეშე, ადგილზევე კვებავენ ღო­რებს. ესეც ძალიან ხელსაყრელია. მწვანე მასა საუკეთესო საკვებია აგრეთვე მეწველი ძროხებისა და კვერცხ­მდებელი ფრინველისთვის.

ქართული ნუში ჩვენი ენდემია

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გაეცანით რეკომენდაციებს, როგორ ვიქცევით ძლიერი ქარის დროს

0
#image_title

რა არის ქარი?

გაეცანით რეკომენდაციებს, როგორ ვიქცევით ძლიერი ქარის დროს

ვიდეო მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდისა და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი? – ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს

0
რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი? - ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს
#image_title

რა ნიშნებით ვლინდება სალმონელოზი? ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს.

სალმონელოზი არის ბაქტერიოლოგიური დაავადება, რომელიც გადაეცემა სურსათით, ძირითადად ხორცით და მისგან დამზადებული პროდუქტით. პრევენციისთვის აუცილებელია სურსათის წარმოების ყველა ეტაპზე ჰიგიენის ნორმების დაცვა. 

საუბრობს  ნაწლავური ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თემურ ქველიძე გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია”.

„სალმონელა ეს ისეთი ბაქტერიაა, რომელსაც 2200-მდე სეროვარი აქვს.  ის ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც საკმაოდ აქტუალურია. საკმაოდ გავრცელებული ინფექციური დაავადებაა. სალმონელას ბაქტერია შეიძლება, კვერცხის ნაჭუჭშიც კი შევიდეს. კვერცხის გარეცხვა ამიტომაცაა მნიშვნელოვანი.ასევე, თოხლო კვერცხი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ის აუცილებლად კარგად უნდა იყოს მოხარშული. რადგანაც, თავად სალმონელა გარემო პირობების მიმართ საკმაოდ გამძლეა. ხორცი ყოველთვის უნდა დავანაწევროთ და ისე მოვხარშოთ. იმიტომ, რომ შესაძლოა, ის 2 ან მეტი საათის განმავლობაში ვხარშოთ, მაგრამ მის სიღრმეში ბაქტერიის ბუდე მაინც იყოს. დაბინძურებული საკვებით ადამიანის ინფიცირება ძალიან იოლია. საკვების გემო, სუნი, ფერი ამ ბაქტერიის ზემოქმედებით არ იცვლება და ამიტომაცაა, რომ უფრო მეტად საშიში და ვერაგია. სალმონელოზს სხვადასხვა კლინიკური ნიშანი აქვს. ესენია: ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი და სხვა. ასევე, ინტოქსიკაციის ნიშნებია მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემცივნება. ღებინებისა და ფაღარათის დროს ადამიანი სითხეს კარგავს. ამიტომ, ვიდრე ექიმთან მივა, დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოს.“

აქვთ კიბოს, გულის დაავადებების და დემენციის უფრო დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე სხვაგან

0
აქვთ კიბოს, გულის დაავადებების და დემენციის უფრო დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე სხვაგან.
#image_title

მწვანე ჩაი ცნობილია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით, მაგრამ მას ასევე შეუძლია გააბედნიეროს ადამიანი. NY Post-ის ცნობით, წინა კვლევებმა აჩვენა სასმლის სარგებელი, როგორიცაა გულის ფატალური დაავადებისა და ინსულტის რისკის შემცირება და რომ მას შეუძლია განწყობის გამაძლიერებელი მოქმედება.

მეცნიერულად, მწვანე ჩაი შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს, რომლებიც ინარჩუნებენ გონებას კონცენტრირებულად და ამავე დროს სიმშვიდეს“, – ამბობს ტვინის ჯანმრთელობის კვების ექსპერტი.

იაპონიაში, სადაც ადგილობრივები სარგებლობენ ჟასმინით გაჟღენთილი მწვანე ჩაით, აქვთ კიბოს, გულის დაავადებების და დემენციის უფრო დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე სხვაგან.

მუნმა განმარტა, რომ მწვანე ჩაის ძირითადი კომპონენტებია კოფეინი, თეანინი, არგინინი და EGCG. ამ ბიოაქტიური ინგრედიენტების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და გუნება-განწყობის გამოკეთება.

2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც კვირაში მინიმუმ სამ ფინჯან მწვანე ჩაის სვამდნენ, 21%-ით ნაკლებად იყვნენ დეპრესიაში.

2017 წლის მიმოხილვის მიხედვით, მწვანე ჩაის კოფეინისა და დამამშვიდებელი L-თეანინის კომბინაციამ ასევე აჩვენა, რომ ამცირებს შფოთვას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და აძლიერებს მეხსიერებას და ყურადღებას .

მიუხედავად იმისა, რომ მწვანე ჩაი, რა თქმა უნდა, დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არ არის ერთადერთი საშუალება და საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ – „ასეთი კონსერვები ინტოქსიკაციას უცებ არ იწვევენ, მაგრამ თანდათან ზოგი ღვიძლს აზიანებს, ზოგი თირკმელს”

0
სახლში კონსერვირებული საკვები
#image_title

სურსათის უვნებლობის ექსპერტი მარიამ ჩაჩუა გადაცემაში “შუადღე” როგორც სახლში დამზადებული, ასევე ნაყიდი კონსერვების უსაფრთხოებაზე საუბრობს და განმარტავს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ:

როდესაც კონსერვებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, დაავადება ბოტულიზმი გვახსენდება. ბოტულიზმი შესაძლოა, შებოლილი პროდუქტების გამოყენებამაც გამოიწვიოს. თუმცა, ვთქვათ, რატომ ვაკავშირებთ ამ დაავადებას პირდაპირ კონსერვებთან – ბაქტერია, რომელიც ბოტულიზმს იწვევს, უჟანგბადო სივრცეში მრავლდება და ტოქსინებს გამოყოფს. ისეთ გარემოში, როგორიც, მაგალითად, დახუფულ კონსერვშია. გარდა ამისა, ობის სოკოებიც უნდა გავითვალისწინოთ. ალბათ, კონსერვის გახსნისას თავზე გვინახავს ობი, რომელსაც მოაშორებენ ხოლმე და შემდეგ პროდუქტს ჩვეულებრივად მიირთმევენ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა.

პირველ რიგში, რაც სახლში დამზადების დროს უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ აუცილებლად საღი პროდუქტი გამოვიყენოთ. თითოეული ბადრიჯანი, პომიდორი, ხახვი, თუ სხვა სათითაოდ უნდა იყოს გადარჩეული. ლპობის პროცესი თუ ერთ პროდუქტში მაინცაა დაწყებული, მთელ კონსერვს გაგვიფუჭებს და ობის სოკოებიც გაჩნდება.

ძალიან ბევრი სახეობის სოკო არსებობს. 250-მდე მათგანი ტოქსინებს გამოჰყოფს, რაც ჩვენი ორგანიზმისათვის ძალიან საშიშია. მიკოტოქსინებს ყველას თავისი სამიზნე აქვს. თუ ის ჩვენს ორგანიზმში მოხვდება, ზოგი ღვიძლს აზიანებს, ზოგი თირკმელს, შეიძლება, დნმ-ს ცვლილებაც კი გამოიწვიოს. თუ ამას სისტემატური ხასიათი აქვს, წლებია, კონსერვებს მივირთმევთ და შეგვხვედრია ხშირად ობიანი პროდუქტი, ობი მოგვიშორებია, შემდეგ გაგვიგრძელებია ჭამა, ის ტოქსინები, ობის სოკოზე მეტად საშიშია. შესაძლოა, ინტოქსიკაცია მაშინვე არ გამოიწვიოს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ღვიძლის, თირკმელების, შარდ-სასქესო სისტემების პრობლემები შეგვიქმნას. არც გახსნის შემდეგ დაგროვილი ობის მოშორება და შემდეგ პროდუქტის მირთმევაა გამართლებული, ვერ გამოვიცნობთ, როგორი ტიპის სოკოა. არსებობს სოკოები, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისათვის ტოქსიკური არ არის. მაგრამ, ლაბორატორიული კვლევის გარეშე, ამას ვერ დავადგენთ. ამიტომაც, წამოდუღებას აზრი არ აქვს, მთლიანად უნდა გადავაგდოთ.“

ვრცლად:

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.