პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine

მარწყვის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

0
როგორ დავიცვათ მარწყვი მავნებლებისგან
#image_title

მარწყვი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კენკროვანი კულტურაა მსოფლიოში, რომელიც განსაკუთრებით ფასობს თავისი არომატით, გემოთი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით.

მისი ნაყოფი მდიდარია ვიტამინებითა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რაც მას არა მხოლოდ საკვებად, არამედ ფუნქციური მნიშვნელობის პროდუქტადაც აქცევს.

მარწყვის ქიმიური შემადგენლობა მრავალფეროვანია — იგი შეიცავს ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავას), ვიტამინ K-ს, ვიტამინ B6-ს, ფოლის მჟავას, აგრეთვე მინერალებს, როგორიცაა მაგნიუმი. გარდა ამისა, ნაყოფში არის ორგანული მჟავები და ბუნებრივი შაქრები. სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობა განაპირობებს მის ანტიოქსიდანტურ ეფექტს, რაც ორგანიზმს იცავს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან.

გავრცელება და წარმოება

მარწყვის მოყვანა ფართოდ არის გავრცელებული სხვადასხვა კონტინენტზე. განსაკუთრებით დიდი მოცულობით ის მოჰყავთ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ესპანეთი, თურქეთი და მექსიკა. ასევე იგი ფართოდ არის გავრცელებული ევროპასა და კავკასიის რეგიონში.

საქართველოში მარწყვის წარმოება შედარებით მცირე მასშტაბისაა და წლიურად დაახლოებით 800–1200 ტონას შეადგენს. კულტურა მოჰყავთ როგორც ღია გრუნტში, ასევე სათბურებში, რაც სეზონის გახანგრძლივების საშუალებას იძლევა.

ბიოლოგიური თავისებურებები

მარწყვი მიეკუთვნება თბოსა და სინათლის მოყვარულ მცენარეებს. ოპტიმალური განვითარებისათვის მას სჭირდება ზომიერი ტენიანობა და კარგად განათებული გარემო. ნიადაგის რეაქცია (pH) სასურველია იყოს 5.8–6.5-ის ფარგლებში, თუმცა მცენარე გარკვეულად ეგუება ტუტე გარემოსაც.

მნიშვნელოვანია ნიადაგის სტრუქტურა — საუკეთესო შედეგი მიიღება მსუბუქ, ფხვიერ და ნოყიერ ნიადაგზე. დარგვიდან პირველივე წელს მცენარე იძლევა მოსავალს, ხოლო მეორე და მესამე წლებში პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად იზრდება და საშუალოდ ჰექტარზე 12–18 ტონას აღწევს. თანამედროვე აგროტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შეიძლება 30–40 ტონამდეც გაიზარდოს.

მარწყვის ფესვთა სისტემა ზედაპირულია, ამიტომ დარგვისას მნიშვნელოვანია ფესვის ყელის სწორ დონეზე განთავსება. მცენარე მგრძნობიარეა როგორც ზედმეტად ღრმა, ასევე ზედაპირული დარგვის მიმართ.

ჯიშების მრავალფეროვნება

მარწყვის ჯიშები ერთმანეთისგან განსხვავდება სინათლის დღის ხანგრძლივობაზე რეაგირების მიხედვით. არსებობს ადრეული, სეზონური და ნეიტრალური (რემონტატული) ტიპები.

გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში მსხმოიარობენ ისეთი ჯიშები, როგორიცაა ელსანტა, კამაროსა, ჩენდლერი და სხვა. ნეიტრალური დღის ჯიშები კი, მაგალითად სან-ანდრეასი და ალბიონი, ნაყოფს უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იძლევა და ხშირად შემოდგომაზეც მსხმოიარობს.

გაშენება და მოვლა

მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად მარწყვს სჭირდება მზიანი ადგილი, თუმცა ნაწილობრივ დაჩრდილულ გარემოშიც შესაძლებელია მისი მოყვანა. აუცილებელია კარგი დრენაჟი, რადგან მცენარე ვერ იტანს წყლის ჩადგომას.

პლანტაციის გაშენებამდე რეკომენდებულია ნიადაგის ანალიზის ჩატარება, რათა სწორად განისაზღვროს სასუქების გამოყენების რეჟიმი. ნიადაგის მომზადება იწყება რამდენიმე თვით ადრე — ხდება მისი გაწმენდა, ხვნა და გაფხვიერება.

თანამედროვე ტექნოლოგიებში ფართოდ გამოიყენება შემაღლებული კვლები, მულჩირება და წვეთოვანი მორწყვა. ეს მეთოდები უზრუნველყოფს ნიადაგის ტენიანობის სტაბილურობას, სარეველების კონტროლს და ნაყოფის სისუფთავეს.

დარგვის სქემა დამოკიდებულია მეთოდზე, თუმცა ხშირად გამოიყენება ერთ- ან ორმწკრივიანი განლაგება. მცენარეებს შორის საშუალო მანძილი 15–30 სმ-ია.

მნიშვნელოვანია მცენარის მოვლისას გამხმარი ფოთლებისა და არასასურველი სტოლონების მოცილება, რაც ზრდის ნაყოფის ხარისხს.

მორწყვა და კვება

მარწყვის ზედაპირული ფესვთა სისტემა საჭიროებს ხშირ, მაგრამ მცირე დოზებით მორწყვას. ამ მიზნისთვის ყველაზე ეფექტურია წვეთოვანი სისტემა, რომელიც წყალს თანაბრად ანაწილებს.

ორგანული და მინერალური სასუქების სწორად გამოყენება აუცილებელია მცენარის სრულფასოვანი განვითარებისათვის. სათბურებში დამატებით გამოიყენება ფერტიგაცია — წყლით საკვები ნივთიერებების მიწოდება.

მავნებლები და დაავადებები

მარწყვი მგრძნობიარეა სხვადასხვა დაავადების მიმართ, მათ შორის ფოთლის სილაქავეების, ფესვის სიდამპლისა და ნაცრისფერი სიდამპლის (ბოტრიცისის). მავნებლებიდან ხშირად გვხვდება მარწყვის ცხვირგრძელა.

პრევენციისთვის მნიშვნელოვანია მცენარის დაზიანებული ნაწილების დროული მოცილება და შესაბამისი პრეპარატებით დამუშავება სეზონის განმავლობაში.

მოსავლის აღება და შენახვა

მარწყვის ნაყოფი თანაბრად არ მწიფდება, ამიტომ კრეფა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ჩვეულებრივ, ნაყოფი მზად არის მოსაკრეფად ყვავილობიდან დაახლოებით 25–35 დღის შემდეგ, როდესაც მიიღებს ინტენსიურ წითელ შეფერილობას.

მოსავლის აღება უმჯობესია დილის საათებში, ფრთხილად, რათა არ დაზიანდეს ნაზი ნაყოფი. შენახვისთვის რეკომენდებულია დაბალი ტემპერატურა (3–5°C), სადაც მარწყვი რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს ხარისხს.

მარწყვის კულტურა სწორ აგროტექნიკურ მიდგომებთან ერთად წარმოადგენს მაღალი ეკონომიკური და კვებითი ღირებულების მქონე მცენარეს, რომელიც როგორც სამრეწველო, ისე საოჯახო მეურნეობებისთვის მნიშვნელოვან რესურსს ქმნის.

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

0
„ვაზო, შვილივით ნაზარდო...“
#image_title

საქართველო 8000 წლოვანი უწყვეტი მევენახეობის კულტურით გამოირჩევა.

ქართული ვაზის გენოფონდი 525 ადგილობრივ ჯიშს მოიცავს, რომელთა მეცნიერული შესწავლა 1930 წლიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართული ღვინის ბაზარზე დიდი მრავალფეროვნებაა, ზოგიერთი უნიკალური ვაზის ჯიში თითქმის გადაშენების პირასაა და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი რჩება.

გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები

საქართველოში ვაზის ჯიშები მოთხოვნის მიხედვით კლასიფიცირდა—ზოგი პოპულარული გახდა, ზოგი კი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა. თუმცა, დღეს, ღვინის ბაზრის განვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესი უნიკალური გემოებისადმი საშუალებას გვაძლევს, დავუბრუნდეთ იმ ვაზის ჯიშებს, რომლებიც ფართო წარმოებაში არასდროს მოხვედრილა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართლის ვაზის ორი უნიკალური ჯიში—დანახარული და ბუზა. მათგან დამზადებული ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული არომატით, გემოვნური თვისებებითა და მკვეთრი შეფერილობით.

  • დანახარული  – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში, რომელიც მცირედ არის გავრცელებული ქართლში.
  • ბუზა (საბუზე, ბუზის ყურძენი, ჭანჭუდოღი) – ასევე წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში, რომლის წარმოშობის ადგილიც ქართლია.

გააგრძელეთ კითხვა

 

 

დავით სონღულაშვილი ზუგდიდში, თხილის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა

0
დავით სონღულაშვილი ზუგდიდში, თხილის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში იმყოფებოდა, სადაც კომპანიის „ჯიმა ნუთსში“ თხილის გადამმუშავებელ საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, თხილის წარმოება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. მინისტრის განცხადებით, ფაროსანა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება; სამინისტრო წელსაც აქტიურ სამუშაოებს განახორციელებს მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით, თუმცა, კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება ადგილობრივი ფერმერების აქტიურობა.
კომპანიის „ჯიმა ნუთსი“ თხილის გადამმუშავებელი საწარმო, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, 2020 წელს ამოქმედდა. კომპანიამ საწარმოს შექმნისათვის 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. საწარმოში, სადაც დასაქმებულია 35 ადამიანი, 1500 ტონა გაუტეხავი თხილის გადამუშავებაა შესაძლებელი.
სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, თხილის საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა BRC დაინერგა. 2022 წლიდან, კომპანია წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს, ძირითადად, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.

სააღდგომო კვერცხის შეღებვის 10 მეთოდი – კვერცხი – აღდგომის სიმბოლოა

0
სააღდგომო კვერცხის შეღებვის 10 მეთოდი - კვერცხი – აღდგომის სიმბოლოა
#image_title

კვერცხის შეღებვის ბუნებრივი მეთოდები: ტრადიცია და ახალი მიდგომები

კვერცხის წითლად შეღებვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მთავარი რიტუალია. წითლად შეღებილი კვერცხი ქრისტეს აღდგომის მთავარი სიმბოლოა.

კვერცხი აღდგომის სიმბოლოზ და მრავალი საუკუნის განმავლობაში მისი შეღებვა ტრადიციად ჩამოყალიბდა. ტრადიციისამებრ მას ეკლესიაში აკურთხებენ, მიაქვთ ახლობლებისთვის, ურიგებენ გაჭირვებულებს. თუმცა, ეკლესიაში კურთხევის გარდა, კვერცხის შეღებვა ასევე მნიშვნელოვანი რიტუალია, რომლის დროსაც სხვადასხვა ფერის კვერცხი სხვადასხვა სიმბოლოს იტევს.

კვერცხის ფერები და მათი სიმბოლიკა

  1. წითელი – სიცოცხლე და სიყვარული

  2. ყვითელი – ზეციური მადლი

  3. ცისფერი – ჯანმრთელობა და სისუფთავე

  4. მწვანე – ბუნების განახლება და სიცოცხლის ძალა

  5. შავი და თეთრი – გარდაცვლილთა მოგონება

დღესდღეობით, კვერცხის შეღებვის მრავალი მეთოდი არსებობს: ბუნებრივი საღებავები, საკვები საღებავები, თერმომანიპულაციები და სხვა. თუ ბუნებრივად და უსაფრთხოდ გსურთ კვერცხების შეღებვა, გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო და ეფექტურ მეთოდს.

კვერცხის შეღებვის ბუნებრივი მეთოდები

1. მოწითალო-ყავისფერი კვერცხი

  • დამზადება: ხახვის ფურცლებისა და ენდროს გამოყენება. მოამზადეთ ნაყენი, დაასხით წყალი, ადუღეთ 30 წუთი. შემდეგ ჩაამატეთ კვერცხები და 10-15 წუთი მოხარშეთ. რაც უფრო მეტი ხახვის ფურცელი დაამატებთ, მით მუქი იქნება კვერცხის ფერი.

2. ღია ყვითელი კვერცხი

  • დამზადება: აკაციის ყვავილის ნაყენი. ჩაამატეთ კვერცხები და ხარშეთ 10-15 წუთი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, ან გახეხილი სტაფილო.

3. მკვეთრი ყვითელი კვერცხი

  • დამზადება: 2-3 ს/კ კურკუმა ჩაყარეთ 1 ლ წყალში, აადუღეთ, შემდეგ გაცივეთ და 15 წუთი ხარშეთ კვერცხები.

4. მწვანე კვერცხი

  • დამზადება: ისპანახის ან ჭინჭრის ნახარში. განაგრძეთ დაბალ ცეცხლზე ხარშვა არანაკლებ ერთი საათის განმავლობაში, შემდეგ დაამატეთ ძმარი და კვერცხები ხარშეთ 15 წუთი.

5. ვარდისფერი კვერცხი

  • დამზადება: ჭარხლის ნახარში. გახეხეთ ჭარხალი, დაასხით წყალი და 30 წუთი ხარშეთ. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ ძმარი და 15 წუთი ხარშეთ კვერცხები.

6. ლურჯი კვერცხი

  • დამზადება: წითელი კომბოსტოს ფოთლების ნახარში. გააჩერეთ ფოთლები წყალში 30-40 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაამატეთ ძმარი და კვერცხები ხარშეთ 15 წუთი.

7. კრემისფერი კვერცხი

  • დამზადება: მოხარშეთ მაგარი ყავა, გააცივეთ, შემდეგ კვერცხები 15 წუთი ხარშეთ ყავის ნახარში.

8. ნაკაწრი კვერცხი

  • დამზადება: ხახვის ფურცლებისა და ენდროს ნახარში, კვერცხები მარლაში მჭიდროდ შეკარით და 15 წუთი ხარშეთ.

9. ყვავილოვანი კვერცხი

  • დამზადება: მწვანილის ფოთლები (კამა, ოხრახუში) და თეთრი კვერცხები. კვერცხებზე მწვანილის ფოთლები დადეთ, მჭიდროდ შეკარით ძაფით და შემდეგ 15 წუთი ხარშეთ.

სასარგებლო რჩევები კვერცხების შეღებვისას

  • მოცემული კვერცხების სისუფთავე: დარწმუნდით, რომ კვერცხები კარგად გაწმენდილია შიდა ჭუჭყისგან. შეგიძლიათ, გაწმინდოთ სპირტით დასველებული ჩვრით.

  • ოთახის ტემპერატურა: კვერცხები მაცივრიდან რამდენიმე საათით ადრე გამოიღეთ, რათა ისინი ოთახის ტემპერატურის მქონე იყვნენ.

  • შეუმჩნეველი ეფექტი: უფრო ხასხასა და პრიალა კვერცხების მისაღებად, უკვე შეღებილ კვერცხებს ზეთში დასველებული ბამბით ან ჩვრით გაწმენდთ.

დასკვნა

იმისათვის, რომ კვერცხი თანაბრად შეიღებოს, თავდაოირველად კარგად გარეცხეთ კვერცხი. ასევე შეგიძლიათ სპირტში დასველებული ჩვრით კარგად გაწმინდოთ.

იმისათვის, რომ კვერცხი ხარშვისას არ გასკდეს, ხარშვამდე რამდენიმე საათით ადრე გამ ოიღეთ მაცივრიდან, რათა მიიღოს ოთახის ტემპერატურა.

იმისათვის, რომ უფრო ხასხასა და პრიალა კვერცხები გამოგივიდეთ, გადაუსვით უკვე შეღებილ და გაცივებულ კვერცხებს ზეთში დასველებული ბამბის ტამპონი ან ჩვარი.

აღდგომის კვერცხების შეღებვა უძველესი ტრადიციაა, რომელიც დღემდე იდენტურია ბევრ ქვეყანაში. ბუნებრივი მეთოდების გამოყენება არა მხოლოდ კვერცხის სასარგებლო და უსაფრთხო შეღებვას უზრუნველყოფს, არამედ წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივას, რომელიც ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას.

ბანანის იმპორტი შემცირდა – სად ვყიდულობთ?

0
ბანანის იმპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ?
#image_title

წელს, საქართველოში ბანანის იმპორტი შემცირდა.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის ორ თვეში, ქვეყანამ $6,5 მლნ-ის 8,2 ტონა ბანანი შეიძინა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 9 ტონა ბანანი ჰქონდა შეძენილი, რომელშიც $7,7 მლნ გადაიხადა. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას იმპორტი 8.7%-ით შეუმცირდა.

მთავარი იმპორტიორი ქვეყანა, წელსაც ეკვადორია, სადაც საქართველომ 6,4 მლნ დოლარის ღირებულების, 8,2 ტონა ბანანი შეიძინა. ამასთან, მცირე რაოდენობით იმპორტი განხორციელდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ნიდერლანდებიდან და ირანიდან.

2024 წელს საქართველომ 46,729 ტონა ბანანი შეიძინა, რაშიც $38,4 მლნ გადაიხადა, მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში $34,2 მლნ-ის 40,148 ტონა ბანანი ჰქონდა შეძენილი.

2024 წლის მთავარი იმპორტიორი ქვეყნების TOP 5 ასეთია:

  • ეკვადორი – $36,1 მლნ, 44,036 ტონა;
  • გერმანია – $1,4 მლნ, 1,668 ტონა;
  • აშშ – $325 ათასი, 409 ტონა;
  • კოლუმბია – $127 ათასი, 171ტონა;
  • თურქეთი – $124 ათასი, 164 ტონა.

ასანთის ღერები მებაღეობაში – ეფექტური მეთოდი მცენარეების ჯანმრთელობისთვის

0
ასანთის ღერები მებაღეობაში - ეფექტური მეთოდი მცენარეების ჯანმრთელობისთვის
#image_title

ასანთის ღერები მებაღეობაში – ეფექტური მეთოდი თქვენი მცენარეების ჯანმრთელობისთვის

მებაღეობაში იშვიათი და უნიკალური მეთოდების გამოიყენება მცენარეთა მოვლისთვის.

ერთ-ერთი ასეთი ეფექტური და გასაოცარი ხერხი არის ასანთის ღერების გამოყენება, რომელიც მებაღეობაში ცნობილი და კვლავ აქტუალური ტექნიკაა. ეს მეთოდი მრავალი წელია არსებობს, თუმცა დღემდე გრძელდება მისი გამოყენება მთელ მსოფლიოში, რათა მცენარეებს უკეთესად გაზრდაში დაეხმაროთ და დაიცვათისინი მავნებლებისა და დაავადებებისგან.

როგორ მოქმედებს ასანთის ღერები თქვენს მცენარეებზე?

  1. გოგირდი როგორც სასუქი და მავნებლების საწინააღმდეგო საშუალება

როდესაც მცენარეს გადაჭარბებით ან არასწორად მისცემთ სასუქს, გოგირდი შეიძლება იყოს ის, რაც ამცირებს ნიადაგში დაბალანსებას და ეხმარება მცენარეს ცუდი ეფექტების თავიდან აცილებაში. ის ასევე აძლიერებს ნიადაგს, რათა მცენარემ მიიღოს სათანადო საკვები ნივთიერებები.

2. მავნებლებისა და პარაზიტების განადგურება

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მებაღეებისთვის ხშირად ხდება პრობლემა მავნებლები და პარაზიტები. ასანთის ღერები გოგირდით სწორედ ამ დროს დაეხმარება თქვენს მცენარეებს, რათა თავიდან აიცილონ მათგან გამოწვეული ზიანი.

3. ფესვის სიდამპლის შეჩერება

ჭარბი წყლისგან სოკო, რომელიც მცენარის ფესვებზე იჩენს თავს, ხშირად არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. გოგირდი ამ დროს შესანიშნავი საშუალებაა, რადგან ის აფერხებს ფესვის სიდამპლეს და ეხმარება მცენარეებს ჯანმრთელად განვითარებაში.

როგორ გამოიყენოთ ასანთის ღერები მებაღეობაში?

  1. ჩაარჭეთ ასანთის ღერები ნიადაგში

ასანთის ღერები ჩაარჭეთ პირდაპირ მცენარის გარშემო, ისე რომ მათი თავი მიწაში იყოს ჩაფლული. ეს ხელს შეუწყობს გოგირდის სწორად გავრცელებას და მცენარეს მის სასარგებლო თვისებებში სარგებლის მიღებას.

2. გახსოვდეთ პერიოდულად გამოცვლა

ასანთის ღერები ჩაარჭეთ თავით და ყოველ ხუთ დღეში გამოცვალეთ. გოგირდი ნიადაგში მუდმივად ხდება ახალი და ეფექტური, რათა მცენარემ მაქსიმალურად მიიღოს სარგებელი.

3. კვირაში ერთხელ გამეორება

ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ ხუთ დღეში გამოცვალეთ ასანთის ღერები და შეურიეთ ნიადაგში. ეს კვირაში ერთხელ გააკეთეთ. ხელს შეუწყობს თქვენი მცენარეების უჯრედების ჯანმრთელობას და მათ გაუმჯობესებას.

შედეგები

რეგულარული გამოყენებით, თქვენ მიიღებთ ძლიერ და ჯანმრთელ მცენარეებს, რომლებიც გამძლეობით გამოირჩევიან მავნებლებისგან, ჭარბი სასუქისგან, სოკოებისგან და სხვა მავნე ფაქტორებისგან. ასანთის ღერები და გოგირდი – ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური ხერხი თქვენი მცენარეების მოვლაში.

დასკვნა

ასანთის ღერები გოგირდთან ერთად ერთ-ერთი უძლიერესი და ბუნებრივი მეთოდია, რომლითაც თქვენი მცენარეები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად იზრდებიან. მისი გამოყენება შესაძლებელია მებაღეობაში სხვადასხვა პრობლემის დასაძლევად, რომლითაც თქვენს ბაღში დიდ შედეგებს მიიღებთ.

„აგროჰაბი“ განცხადებას ავრცელებს

0
„აგროჰაბი“ განცხადებას ავრცელებს
#image_title

კომპანია „სანტეს“ შემდეგ განცხადებას „აგროჰაბიც“ ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ კომპანია „აგროჰაბში“ ნებისმიერი ნედლეული თუ პროდუქტი, რომელსაც კომპანია იღებს სხვა მომწოდებლისგან გადის რამდენიმე საფეხურიან დამატებით შემოწმებას ჩვენსავე ლაბორატორიაში.

კონკრეტულად რძე, რომელსაც ვიღებთ რამდენიმე კომპანიისგან, გადის შემოწმების ფაზებს, ცისტერნაშივე მოწმდება ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები, შემდეგ გადმოტანილი რძე გადის შემოწმებას სიმჟავესა და PH ბალანსზე, თერმომდგრადობაზე, სომატურ უჯრედებზე, ანტიბიოტიკებზე, მიკრობთა საერთო რაოდენობაზე.

იყო შემთხვევა, როდესაც მომწოდებლის მხრიდან მიღებულმა რძემ ვერ დააკმაყოფილა აღნიშნული შემოწმების კრიტერიუმები და ასეთი პროდუქტი უკან იქნა გაბრუნებული.

სრულიად გამორიცხულია ნედლეულმა გადმოკვეთოს აგროჰაბის წარმოების „საზღვარი“ და შემდეგ პროდუქტის სახით გავიდეს საწარმოდან, რომელიც რაიმე სახით არ აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „აგროჰაბში“ წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი ნატურალურ და ჯანსაღ ნედლეულზე მზადდება და სრულიად უსაფრთხო და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სწორედ ამიტომ გვენდობა მომხმარებელი გახსნის დღიდან და ეს არის ჩვენი კომპანიის მთავარი და უცვლელი ღირებულება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადება გაავრცელა სანტემაც

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმის მფლობელი „ყვარლის ბაგა“ ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა. ის რძით ამარაგებდა სანტეს, სოფლის ნობათს, აგროჰაბს და  რძის ლაბორატორიას.

“ყვარლის ბაგა”? – მხოლოდ ერთი კომპანიამ თქვა პირდაპირ: არ იბარებს!

0
ყვარლის ბაგა
#image_title

“ყვარლის ბაგა”? – მხოლოდ ერთი კომპანიამ თქვა პირდაპირ: არ იბარებს!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | WHO-ს ექსპერტი
საზოგადოებაში მკვეთრად გაზრდილი ინტერესი გამოიწვია ინფორმაციამ, რომელიც უკავშირდება “ყვარლის ბაგას” ფერმას – სადაც, გავრცელებული ცნობებით, ძროხები შესაძლოა იკვებებოდნენ ქათმის ფეკალიებით.
ჯერჯერობით, მხოლოდ ერთმა კომპანიამ – Gastronome-მა – ცალსახად განაცხადა, რომ მათ საწარმო არ იბარებს რძეს “ყვარლის ბაგადან” და მათი პროდუქტი მზადდება სრულიად სხვა ადგილას – სამეგრელოს სოფელ მენჯში.
“სანტესა” და “აგროჰაბს” მსგავსი პირდაპირი უარყოფა ჯერჯერობით საჯაროდ არ გაუკეთებიათ.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს:
„სურსათის უსაფრთხოება იწყება ინფორმაციის გამჭვირვალობით. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება იცოდეს – ვინ, სად და როგორ აწარმოებს რძეს, რომელსაც სვამს მისი შვილი. პირდაპირი და ზუსტი პასუხი – არის პასუხისმგებლობა და პატივისცემის გამოხატულება მომხმარებლის მიმართ.“
რას ფიქრობთ თქვენ?
გსურთ თუ არა, რომ ყველა კომპანია ცალსახად და საჯაროდ განაცხადოს – იბარებს თუ არა რძეს “ყვარლის ბაგადან”?
გაუზიარეთ ეს პოსტი, რომ ყველამ იცოდეს – ჩვენ გვმართებს მეტი გამჭვირვალობა იქ, სადაც საქმე ეხება საჯარო ჯანმრთელობას!
sheniekimi.ge – შენი ექიმი
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD);
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე;
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი;
Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი;
გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში – როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

დალევ 2 ლიტრ წყალს და დაიკლებ? სიმართლე წყლისა და წონის კავშირზე

0
დალევ 2 ლიტრ წყალს და დაიკლებ? სიმართლე წყლისა და წონის კავშირზე
#image_title

რა რაოდენობის წყალს უნდა იღებდე  გაზაფხულზე და მართლა ეხმარება თუ არა ეს წონის კორექციაში?

წყალს გაზაფხულზე დიდი მნიშვნელობა აქვს.  გაზაფხული არამხოლოდ ბუნების გაღვიძების, არამედ ჩვენი ორგანიზმის განახლების პერიოდიცაა. ამ დროს აქტიურდება მეტაბოლიზმი, იზრდება ფიზიკური აქტივობა და ხშირად ვიწყებთ სხეულის ფორმების მოწესრიგებას. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც წონის კორექციასა და საერთო ჯანმრთელობაზე მოქმედებს — წყლის მიღებაა.

დალევ 2 ლიტრ წყალს და დაიკლებ? სიმართლე წყლისა და წონის კავშირზე | შენი სუფრა

რა რაოდენობის წყალი გვჭირდება გაზაფხულზე?

სტანდარტული რეკომენდაციაა — დღეში დაახლოებით 30 მლ წყალი სხეულის თითო კილოგრამ წონაზე. მაგალითად, 70 კგ ადამიანი დღეში დაახლოებით 2.1 ლიტრ წყალს უნდა იღებდეს. თუმცა გაზაფხულზე, როცა ტემპერატურა თანდათან იმატებს და აქტიურობაც იზრდება, წყლის საჭიროება ოდნავ იმატებს.

დალევ 2 ლიტრ წყალს და დაიკლებ? სიმართლე წყლისა და წონის კავშირზე | შენი სუფრა

წყლის საჭირო რაოდენობაზე გავლენას ახდენს:

სხეულის წონა და ასაკი

ფიზიკური აქტივობა

კვების რეჟიმი (მეტი ცილა და მარილი – მეტი წყალი)

გარემოს ტემპერატურა

ჯანმრთელობის მდგომარეობა

დალევ 2 ლიტრ წყალს და დაიკლებ? სიმართლე წყლისა და წონის კავშირზე | შენი სუფრა

წყალი და წონის კორექცია — ფაქტები და მითი

ხშირად გვესმის, რომ ბევრი წყლის დალევა წონაში დაკლებას უწყობს ხელს. რეალურად, წყალი პირდაპირი გზით კალორიებს არ წვავს, მაგრამ მას ნამდვილად აქვს რამდენიმე მექანიზმი, რაც წონის კორექციას უწყობს ხელს:

1. დაპურების შეგრძნების გაძლიერება – ზოგჯერ შიმშილის გრძნობა სინამდვილეში დეჰიდრატაციაა. წყლის დალევა შუალედებში ხელს უშლის ზედმეტ წასახემსებას.

2. მეტაბოლიზმის დაჩქარება – კვლევების მიხედვით, წყლის დალევის შემდეგ ორგანიზმის ენერგომოხმარება მცირედით, მაგრამ მატულობს.

3. ფიზიკური აქტივობის მხარდაჭერა – ჰიდრატირებული სხეული უფრო ეფექტურად მუშაობს ვარჯიშის დროს, რაც კალორიების წვასაც ეხმარება.

4. დეტოქსის ხელშეწყობა – წყალი ეხმარება თირკმელებს და ღვიძლს ტოქსინების გამოდევნაში, რაც ორგანიზმის სწორი მუშაობისთვის მნიშვნელოვანია.

დალევ 2 ლიტრ წყალს და დაიკლებ? სიმართლე წყლისა და წონის კავშირზე | შენი სუფრა

როგორი აქტივობებია სასურველი  გაზაფხულზე?

დაიწყეთ დილა ერთი ჭიქა თბილი წყლით – ეს შეეწყობა მონელებას და გაღვიძებას.

ატარეთ წყლით სავსე ბოთლი – მუდმივად შეგახსენებთ სმის საჭიროებას.

ჩართეთ საკვები, რომელიც წყალს შეიცავს: კიტრი, სალათები, სტაფილო, ფორთოხალი.

READ  მარტივი ხრიკები -რომლებიც გახდომაში დაგეხმარებათ

დალევ 2 ლიტრ წყალს და დაიკლებ? სიმართლე წყლისა და წონის კავშირზე | შენი სუფრა

ყურადღება მიაქციეთ შარდის ფერს – ღია ყვითელი ნიშანია, რომ საკმარისად სვამთ.

გაზაფხულზე წყლის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ის არა მხოლოდ გეხმარებათ ენერგიის შენარჩუნებაში და ტოქსინების გამოყვანაში, არამედ შეიძლება წონის კორექციის პროცესშიც თქვენი მოკავშირე გახდეს. თუმცა, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში — ზედმეტი წყალი ისეთივე პრობლემურია, როგორც მისი ნაკლებობა.

ტყის ხანძრები, რეკომენდაციები მოსახლეობას

0
ტყის ხანძრები, რეკომენდაციები მოსახლეობას
#image_title

ტყის ხანძრები, რეკომენდაციები მოსახლეობას

ცხელ პერიოდებში მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავი რეკომენდაციები:

ბიოსაწვავის (ტყის მასივების) არასრული წვის შედეგად ხდება ჰაერის დაბინძურება მყარი ნაწილაკებით, ნახშირის მონიქსიდით, აზოტის ოქსიდით და გოგირდის დიოქსიდით და ორგანული მინარევებით.

ტყის ხანძრები, რეკომენდაციები მოსახლეობას | sheniekimi.ge | შენი ექიმი

მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებია:

  • პირები ჯანმრთელობის უკვე არსებული პრობლემებით (ასთმა და სხვა რესპირატორული დაავდებები, კარდიოვასკულური დაავადებები)
  • ხანდაზმული ადამიანები, ბავშვები და ორსული ქალები
  • მწეველები
  • მეხანძრეები

 

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში იმოქმედეთ ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით:

  • ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების ეპიზოდების დროს დარჩით შენობაში, განსაკუთრებით, კი  ბავშვები და ხანშიშესულები;
  • ეცადეთ ბინაში შეინარჩუნოთ შედარებით დაბალი ტემპერატურა, არ გააღოთ ფანჯრები;
  • კონდენციონერი იცავს ინდივიდს სიცხისა და დაბინძურებული ჰაერისაგან, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
  • თუ კონდიციონერს აქვს, როგორც „გარე“, ისე „რეცირკულაციის“ მოწყობილობა, ხანძრის შემთხვევაში ჩართეთ მხოლოდ რეცირკულაციის რეჯიმი;
  • შესაძლებლობისამებრ შეუცვალეთ კონდენციონერს ფილტრი და დაუყენეთ მაღალი ეფექტურობის ფილტრი;
  • ხანძრის შემთხვევაში გამორთეთ კონდიციონერის სუფთა ჰაერის სავენტილაციო სისტემა;

სახელმწიფო და კომერციულ დაწესებულებებში არსებული სავენტილაციო სისტემები მექანიკურია და განსხვავებულ მიდგომასა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

  • უზრუნველყავით ჰაერის დამაბინძურებელი ყველა სხვა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ სიგარეტის გამონაბოლქვი, პროპანის გაზის ან შეშის ღუმელის გამოყენება, აეროზოლების მიმოფრქვევა, საკვების შეწვა
  • განსაკუთრებით მოწყვლადმა (რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პაციენტები) პირებმა  უნდა გამოიყენოს კორპუსკულარული რესპირატორი
  • გარეთ გასვლისას გამოიყენეთ სპეციალური ნიღაბი ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისგან თავის დასაცავად. ასეთი ნიღბების შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბი უნდა ფილტრავდეს  ძალიან მცირე ნაწილაკებსაც კი, და გერმეტულად იცავდეს ცხვირისა და პირის ღრუს.
  • ადრე არსებული ქრონიკული რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირები დაბინძურებული ჰაერის მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან და ესაჭიროებათ დაცვის სხვა მექანზმებიც და  სამედიცინო მომსახურეობისადმი ხელმისაწვდომობის მაღალი დონე
  • დაბინძურებული ჰაერისადმი მოწყვლადმა პოპულაციამ უნდა მიაკითხოს ეფექტური ვენტილაციის მქონე გაგრილებულ ადგილებს.
  ადამიანების 80% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ინფიცირდება ამ ვირუსით – რა არის ადამიანის პაპილომავირუსი

ტყის ხანძრები, რეკომენდაციები მოსახლეობას | sheniekimi.ge | შენი ექიმი