გადაცემა „იმუნიტეტი“
პიროტექნიკის ხმამ, შესაძლოა, ჩვილს სმენა დაუქვეითოს!
რაჭის ეროვნული პარკის მდინარეები, “წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით დათევზიანდა
რაჭის ეროვნული პარკის მდინარეები, “წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით დათევზიანდა. ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში 2022 წელს შეიქმნა, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის.
რაჭის ეროვნული პარკი გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით.
2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს.
სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.
„სწრაფად ვრცელდება – ბავშვებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ებრძვის“
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მსოფლიოში საგანგაშოდ სწრაფ გავრცელებაზე საუბრობს:
JN.1 კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტია, რომლის გავრცელებაზეც აქტიურად წერს ამერიკული მედია.
ტაილანდი – ახალი წლის შემდეგ Covid-19-ის შემთხვევების რიცხვი იზრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
როგორც The Washington Post წერს, JN.1 ახალი დომინანტური ვარიანტია, რომელიც, როგორც ჩანს, ასევე სწრაფად ვრცელდება და აინფიცირებს მათაც, ვინც იყო ვაქცინირებული და სხვა შტამებითაც ინფიცირებული.
კორონავირუსის JN.1 არის რიგი ინფექციების მიზეზი.
ჯანდაცვის ორგანიზაციამ დასძინა, რომ ის მუდმივად აკონტროლებს მტკიცებულებებს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს JN.1 რისკის შეფასებას.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ქართული ფუტკრის პოპულაციების გენოფონდის შენარჩუნების მიზნით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტი ახალ მიდგომებს ნერგავს
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მეფუტკრეობის მიმართულების სპეციალისტებმა გურიაში გამართულ დედა ფუტკრის ინტრუმენტალური ინსემინაციის თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.
ტრენინგს გერმანიიდან მოწვეული, ევროკავშირის მკვლევარი, იაკობ ვეგენერი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მონაწილეებს ფუტკრის ხელოვნურად განაყოფიერების პროცესი უჩვენა. აღნიშნული საქართველოში პირველად განხორციელდა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში დაინერგება.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში პირველად დედა ფუტკრების ხელოვნური განაყოფიერება წარმატებით განხორციელდა. დედა ფუტკრების ინსტრუმენტული განაყოფიერების შესწავლით საშუალება მოგვეცემა, შევინარჩუნოთ უნიკალური თვისებების მქონე ქართული ფუტკრის პოპულაციების გენოფონდი, შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე გვექნება შესაძლებლობა ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის დედა ფუტკრები. არსებული მიდგომების დანერგვით კი, ხელს შევუწყობთ ქართული ფუტკრის პოპულაციების გავრცელებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, –განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის მიმართულების უფროსმა სპეციალისტმა ნანა მაისურაძემ.
სწავლება, რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ფრენკ ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაციის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელშწყობით გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის ბაზაზე, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს, ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციების შენარჩუნების და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდა მიმდინარეობს. მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ინსტრუმენტალური მიდგომების დანერგვა ხელს შეუწყობს სანაშენო საქმიანობის სრულყოფილ წარმართვას.
შესაძლოა, ეს სიმპტომი საკვერცხის კიბოს გამაფრთხილებელი იყოს
შესაძლოა, მუცლის მუდმივი შებერილობა საკვერცხის კიბოს გამაფრთხილებელი სიმპტომი იყოს. წერს ბრიტანული გაზეთი Daily Express კვლევით ცენტრზე Moffitt Cancer დაყრდნობით.
„მუცლის შებერილობის დროს, პაციენტის მუცელი შებერილი, მრგვალი და, შესაძლოა, მაგარიც კი იყოს. ხშირად ამას არასწორი დიეტას, საჭმლის მონელების პრობლემებს, ან სტრესს უკავშირებენ. თუმცა შესაძლოა, ეს სერიოზულ დაავადების მანიშნებელი იყოს“, – განმარტეს ექსპერტებმა.
მუცლის შებერილობა ბევრს აწუხებს და ექიმთან მისვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, როდესაც სიმპტომი 3 კვირის განმავლობაში არ გადის.
საკვერცხის კიბოს ხშირად „ჩუმ დაავადებას“ უწოდებენ, რადგან პაციენტებმა ხშირად არც კი იციან გამაფრთხილებელი ნიშნების საშიშროების შესახებ, რომელსაც ისინი გვიან ეტაპამდე ვერც კი ამჩნევენ. ამ ტიპის კიბოს სხვა სიმპტომებს შორის არის წონის აუხსნელი დაკლება, უკიდურესი დაღლილობა და შარდვის პრობლემები.
მაისი – ამ თვეში გადაუდებელი სამუშაოა ბაღ-ვენახის დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან
მაისი
ამ თვეში გადაუდებელი სამუშაოა ბაღ-ვენახის დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან. ბაღში, პირველ რიგში, ვაშლისა და მსხლის ხეებს წამლავენ ქეცის საწინააღმდეგო საშუალებებით – 0,2%-იანი კაპტანით ან 0,1%-იანი სილიტით.
ყვავილობის ფაზაში იხმარება 0,1%-იანი კაპტანი. შეწამვლა ტარდება მხოლოდ წვიმიან ამინდში. დაყვავილების შემდეგ წამლავენ 0,1%-იანი სილიტით ან 0,1%-იანი ტოპსინით. 10-14 დღის შემდეგ გამოიყენება 0,2%-იანი კაპტანი ან 0,1%-იანი ტოპსინი. შემდგომ ყოველი 4 დღის შემდეგ, წვიმიან ამინდში წამლავენ 0,2%-იანი კაპტანით ან 0,3%-იანი ხომეცინით.
კურკოვანი ხეხილის შესაწამლად ყავისფერი სიდამპლის თავიდან ასაცილებლად უშუალოდ ყვავილობის წინ ხმარობენ სილიტის 0,1%-იან ხსნარს, ხოლო ყვავილობის ფაზაში ტოპსინის 0,1%-იან ხსნარს. ამ ხსნარებით ბაღის შეწამვლა შეიძლება მხოლოდ ხანგრძლივი წვიმების პერიოდში. ყვავილობის შემდეგაც იწამლება მხოლოდ წვიმიან ამინდში.
ატმის სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ ხეხილი იწამლება ყვავილობის შემდეგ 0,15%-იანი კაპტანით, 0,15% -იანი კარატანით ან 0,1%-იანი ტოპსინით.
ხეხილის მავნებლების საწინააღმდეგო შეწამვლა ტარდება ყვავილობის შემდეგ 0,1%-იანი ოვადოფოსით, 0,3%-იანი ქლოროფოსით ან 0,6-1%-იანი მეტაფოსით.
როგორ გავიგოთ, კარგია თუ არა საზამთრო – რჩევები, სრული გზამკვლევი ზაფხულის ყველაზე პოპულარული ხილისთვის
როგორ ავარჩიოთ ტკბილი და წვნიანი საზამთრო — სრული გზამკვლევი ზაფხულის ყველაზე პოპულარული ხილისთვის
ზაფხულის ცხელ დღეებში საზამთროს გრილი გემო დაუვიწყარია. მაგრამ ყველა ნაყოფი ერთნაირად ტკბილი არ არის.
გსურთ გაიგოთ, როგორ ამოიცნო იდეალურად დამწიფებული საზამთრო ერთი შეხედვით? ეს მარტივი სახელმძღვანელო დაგეხმარებათ, რომ მაღაზიიდან ან ბაზრიდან ყველაზე წვნიანი და არომატული ხილი წამოიღოთ.
✅ 1. შეამოწმე ქვედა ნაწილი — ე.წ. მიწის ლაქა
საზამთროს იმ მხარეს, სადაც ის მიწაზე იდო, ყოველთვის უნდა ჰქონდეს შედარებით მკვეთრი, კრემისფერი ან ღია ყვითელი ლაქა. თუ ეს ადგილი ძალიან თეთრია ან საერთოდ არ ჩანს, შესაძლოა ხილი ნაადრევად დაკრიფეს. რაც უფრო მუქია ეს ლაქა, მით მეტხანს მწიფდებოდა ნაყოფი ბაღში და შესაბამისად – ტკბილია.
✅ 2. ყურადღება მიაქციე ფორმასა და სიმეტრიას
სწორი, თანაბრად მომრგვალებული ან ოვალური საზამთრო სიგნალია იმისა, რომ ნაყოფი თანაბრად გაიზარდა. არაერთგვაროვანი ან დამახინჯებული ფორმა ხშირად მიუთითებს არათანაბარ ზრდაზე, რაც გემოსა და სტრუქტურაზე უარყოფითად მოქმედებს.
✅ 3. უყურე ზედაპირს — ფერი და ტექსტურა მნიშვნელოვანია
იდეალური საზამთრო უნდა იყოს მქრქალი, ოდნავ უხეში ზედაპირით. ზედმეტად მბზინავი კანი ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ ხილი ჯერ არ არის ბოლომდე მომწიფებული. ასევე შეამოწმე, რომ ფერი იყოს ერთგვაროვანი – მუქი მწვანე ზოლებით ან ზოლიან-ჩრდილოვანი ფერებით.
✅ 4. ე.წ. „ზოლის ტესტი“ — პრაქტიკული ხრიკი
გამოყენე საჩვენებელი და შუა თითები: განათავსე ისინი მუქ მწვანე ზოლებს შორის. თუ ისინი თავისუფლად მოთავსდებიან, ეს ნიშნავს, რომ საზამთროს საკმარისი დრო ჰქონდა მოწიფვაში, რაც უკეთეს გემოს იძლევა.
✅ 5. მოძებნე შაქრის ლაქები — ე.წ. ბადის ნიშანი
თუ საზამთროს ზედაპირზე შენიშნავ მუქ, ბადისებრ ზოლებს, რომლებიც ობობას ქსელს ჰგავს, ეს კარგი ნიშანია. ისინი მიუთითებს იმაზე, რომ ნაყოფში შაქრის დაგროვება მოხდა — რაც ნიშნავს დამატებით სიტკბოს.
✅ 6. „კაკუნის ტესტი“ — კლასიკა
დაიკაკუნე ზედაპირზე თითებით. თუ ის გამოსცემს ღრუ, ღრმა ხმას — ეს ნიშნავს, რომ ნაყოფი შიგნიდან სავსეა წვენით. პირიქით, ბზარისმაგვარი ხმა ან ჩახლეჩილი ბგერა მიუთითებს ზედმეტ სიმწიფეზე ან შიგნიდან დალპობაზე.
✅ 7. ხელით შეიგრძენი კანი
გლუვი, მკვრივი და თანაბარი ტექსტურა სასურველია. მოერიდე ხილს, რომელსაც აქვს რბილი ლაქები, ბზარები ან არათანაბარი ფერი — ეს სიმწიფის დარღვევაზე მიუთითებს.
✅ 8. აწონე ნაყოფი — წონა ყოველთვის მნიშვნელოვანია
აიღე რამდენიმე ერთი ზომის საზამთრო და შეადარე მათი სიმძიმე. მძიმე ნაყოფი, როგორც წესი, უფრო წვნიანია. თუ ის დაუჯერებლად მსუბუქია, შესაძლოა შიგნიდან გამოშრობას ან ცუდ სიმწიფეს ჰქონდეს ადგილი.
✅ 9. შეამოწმე „კუდი“ — მწიფობის საბოლოო ინდიკატორი
საზამთროს ზედა ნაწილში მდებარე ყუნწი ბევრს ეუბნება პროფესიონალს. მშრალი, მუქი ყავისფერი კუდი მიუთითებს სრულ სიმწიფეზე. მწვანე, სველი კუდი — იმას, რომ ხილი ნაადრევად დაკრიფეს და მას შეიძლება არ ჰქონდეს ბოლომდე განვითარებული გემო.
❌ 10. დაზიანებები და ხილული დეფექტები
უმჯობესია, თავი შეიკავო იმ საზამთროს ყიდვისგან, რომელსაც აქვს ბზარები, ღრმა ჭრილობები ან ზედმეტად რბილი ადგილები. ეს ხშირად ინფექციაზე ან დალპობაზე მიუთითებს.
🔍 დასკვნა: როგორ ავირჩიოთ საუკეთესო საზამთრო?
✔ მიწის ლაქა — კრემისფერი
✔ ფორმა — სიმეტრიული და თანაბარი
✔ კანი — მქრქალი და მუქი ზოლებით
✔ ხმა — ღრმა და ღრუ
✔ წონა — ზომის შესაბამისზე მძიმე
✔ კუდი — მშრალი და ყავისფერი
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi