ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
- Advertisement -
Google search engine

ადამიანებს დღემდე ბევრი კითხვა აქვთ – დაგროვებითი პენსიის ნაადრევად გატანის დეტალები

0
პენსია იზრდება - ნახეთ, დეტალური ინფორმაცია
#image_title

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. მიუხედავად იმის, რომ 7 წელი გავიდა, სქემასთან დაკავშირებით ადამიანებს დღემდე ბევრი კითხვა აქვთ.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა (გარდაცვალების შემთხვევაში);
საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი საპენსიო სქემაში ერთვება და ზოგავს თანხას სასურველ ვადამდე. მას შემდეგ, როცა გადაწყვეტს თანხით სარგებლობას, მას შეუძლია ერთიანად, თანხა დაქვითვის გარეშე გაიტანოს. თუმცა ამ შემთხვევაში სქემაში უკან დაბრუნების უფლებას კარგავს, რადგან კანონის თანახმად, მან უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით.

საპენსიო სქემაში მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თანხა მემკვიდრეს გადაეცემა.

თუ საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობაზე იტყვის უარს და სხვა ქვეყანაში მუდმივად წავა საცხოვრებლად, მას შეუძლია, საპენსიო ასაკამდე დაგროვილი თანხა გაიტანოს, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან 20%-ით დაიბეგრება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დაივიწყეთ ანემია – არსებობს რკინის შემცველი პროდუქტები და მათ შესახებ დაწვრილებით მოგიყვებით

0
დაივიწყეთ ანემია - არსებობს რკინის შემცველი პროდუქტები და მათ შესახებ დაწვრილებით მოგიყვებით
#image_title

რკინადეფიციტური ანემია – სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეხუთე ადამიანს აღენიშნება. რისკის ზონაში არიან: სკოლის ასაკის ბავშვები, ფეხმძიმე ქალები და ისინი, ვინც ბევრს მუშაობს. თუ გრძნობთ, რომ დღის ბოლოს თავი გტკივათ, თავბრუ გეხვევათ და სუსტად ხართ, სისხლის ანალიზი ჩააბარეთ. შეიძლება ანემია გქონდეთ.

არსებობს რკინის შემცველი პროდუქტები და მათ შესახებ დაწვრილებით მოგიყვებით:

გოგრის თესლი, ქუნჯუთი, მზესუმზირა

100 გრამი დღეში – დღიური ნორმა

ზომიერად მიირთვით, ზედმეტობაც არაა კარგი. ჭამეთ ცოტ-ცოტა და რეგულარულად.

წიწიბურა

100 გრამი დღეში – დღიური ნორმის 50 პროცენტი

თუ სწორად მოამზადებთ, რკინის დღიურ ნორმას მიიღებთ. ნუ შეჭამთ რძესთან და რძის პროდუქტებთან ერთად. უმჯობესია, მწვანე წიწიბურა მიირთვათ. რაც უფრო მუქი ფერისაა, მით მეტადაა მოხალული და კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.

თხილი

100 გრამი დღეში – დღიური ნორმის 30 პროცენტი

თხილეულის უმეტესობა რკინით მდიდარია. ყველაზე მეტ რკინას ფსტა შეიცავს, არაქისი და ნუში. ცოტა ნაკლებს – თხილი, კეშიუ და კედრის თხილი.

საქონლის ხორცი

100 გრამი დღეში – დღიური ნორმის 25 პროცენტი

თეთრი ხორცი (ქათამი) ნაკლებად შეიცავს რკინას. უმჯობესია, საქონლის ხორცი მიირთვათ.

ისპანახი

100 გრამი დღეში – დღიური ნორმის 10 პროცენტი

მინერალებისა და ვიტამინების გამო ისპანახი ყველა დიეტაშია ჩართული. შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებში, ხორცისა და თევზის კერძებს, ბუტერბროდებსა და კოქტეილებშიც კი.

ტუნას კონსერვი

100 გრამი დღეში – დღიური ნორმის 10 პროცენტი

ცოცხალს ვერ იყიდით და უმჯობესია, ან კონსერვი მიირთვათ, ან გაყინული. მიირთვით ჭვავის პურთან და მწვანილთან ერთად.

რჩევა:

ორგანიზმს რკინის შეწოვა უჭირს, თუ “ცე” ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი გაქვთ. გარდა ამისა, რკინის ათვისებას ხელს უშლის ჩაი და ყავა, რძის და მარცვლეულის პროდუქტები. ამიტომ, ეცადეთ, ყავა და ჩაი არ მიირთვათ 1 საათი ჭამამდე და ჭამის შემდეგ.

დასკვნა

რკინადეფიციტური ანემია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემა გახლავთ, რომელიც სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. განსაკუთრებით რისკის ზონაში არიან სკოლის ასაკის ბავშვები, ფეხმძიმე ქალები და ადამიანები, ვინც ინტენსიურად მუშაობენ.

რკინადეფიციტური ანემია არ არის საგანგაშო, მაგრამ შეიძლება ჯანმრთელობისთვის სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდეს. თუ გაქვთ სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა ანემიასთან იყოს დაკავშირებული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩააბარეთ სისხლის ანალიზი.

drpkhakadze

მადრიდში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Fruit Attraction 2025 ქართული პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი

0
მადრიდში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Fruit Attraction 2025 ქართული პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ესპანეთის სამეფოში, ქალაქ მადრიდში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე Fruit Attraction 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, თხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიების: „ბლუ ბერდ ბერიზ“, „გოლდენ ფარმს”, S.R.T, „აგროლეინი“, „აგრო ველი“, „ჯენტრი ინვესტმენტს“, „ალფაინ სფაისიზ“, „აგრითაჩი“, „ხონის პლანტაციები“ სტენდები.

გამოფენის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ურუშაძე, ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორ შოთა ცუკოშვილთან და ქართულ პავილიონში წარმოდგენილ ლურჯი მოცვის მწარმოებლებთან ერთად, მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მარიო სტეტას შეხვდა. შეხვედრაზე ქართული მოცვის სექტორის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე მარიო სტეტამ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპისა და აზიის შორის მოცვის მიწოდების ჯაჭვში.

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალექსანდრე ჭკუასელის განცხადებით, საქართველოს საელჩო აქტიურად უწყობს ხელს ქართულ კომპანიებს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, რათა გაიზარდოს ქართული პროდუქციის მიმართ ცნობადობა.

საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction მსოფლიოს 150 ქვეყნიდან 2 200-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენას 120 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თქვენი სახლი გახდება იდეალური ადგილი საცხოვრებლად – განაახლეთ თქვენი ბაღი უდაბნოს ლანდშაფტის 22 იდეით

0
თქვენი სახლი გახდება იდეალური ადგილი საცხოვრებლად - განაახლეთ თქვენი ბაღი უდაბნოს ლანდშაფტის 22 იდეით
#image_title

გიფიქრიათ ოდესმე, რომ თქვენი შემოგარენი გახდება ლამაზი ადგილი, სადაც ყველა ადგილი მიმზიდველი იქნება?

აღარ იქნება მოსაწყენი ეზოები, რომლებიც სავსეა სარეველებით, ალტერნატივა არის შთამბეჭდავი ლანდშაფტი. 

ბოლო წლებში როკი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მასალაა, რომელიც სასურველი არჩევანია მრავალი დიზაინერისა და მფლობელისთვის. მათი გამოყენების მრავალი იდეა არსებობს დეკორატიული მიზნებისათვის. „მდინარის კლდის“ დამზადება შესანიშნავი მაგალითია, რომელიც უნდა იცოდე და შექმნა შენი ეზოსთვის.

როგორც ხედავთ, ისინი ძალიან ლამაზია! თითოეულს აქვს თავისი სილამაზე და თქვენს ბაღს ანიჭებს სხვადასხვა ატრაქციონებს. უბრალოდ გააკეთეთ ისეთი, რომელიც ასევე საკმარისია თქვენი ეზოს ყველაზე გამორჩეულ სივრცედ გადაქცევისთვის და რა თქმა უნდა, თქვენი სახლი გახდება იდეალური ადგილი საცხოვრებლად. თუ ისინი გაინტერესებთ, აირჩიეთ ერთი და სცადეთ თქვენი ეზოსთვის!

19 Desert Landscaping Ideas to Try

21 Inexpensive Desert Landscaping Ideas To Spruce Up Your Yard

12 Beautiful Desert Landscaping Ideas to Try at Your Home | Tilly Design

Desert Landscaping: Creating Stunning Arid Gardens

Desert Landscape Landscaping Ideas For Your Yard Backgrounds | JPG Free Download - Pikbest

30 Beautiful Desert Garden Design Ideas For Your Backyard — Freshouz Home & Architecture Decor | Succulent landscape design, Succulent landscaping, Xeriscape

დამბალხაჭო – ტრადიციული ფშაური კერძი, არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

0
დამბალხაჭო - ტრადიციული ფშაური კერძი, არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა
#image_title

დამბალხაჭო – ტრადიციული ფშაური კერძი,

2014 წელს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დამბალხაჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დამბალხაჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.დამბალხაჭო (დამბალი ხაჭო) – ტრადიციული ფშაური საკვებია. მზადდება კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოს ხაჭოსაგან. მარილში გადაზელილ ხაჭოს კვერებს რამდენიმე დღე უმზეოდ აშრობენ წნელისაგან მოწნულ სპეციალურ სათავსში – ძობანში, რომელიც ხშირად შუაცეცხლის თავზე, ამავალი კვამლის ზევით ჰკიდია.
გამშრალ ხაჭოს კვერებს დასალბობად ალაგებენ თიხის ქოთანში. ჰერმეტულობის და მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ქოთანი შეიძლება მიწაში იყოს დაფლული. ასე ლბება ხაჭოს კვერები დაახლოებით 1,5-2 თვის განმავლობაში. ლბობის პროცესში გარედან იკიდებს “კეთილშობილ ობს”, რომელიც გემრილიცაა და სასარგებლოც. ობიანი კანის შიგნით ხაჭოს კვერები ლბება და სასიამოვნო ოქროს ფერს იღებს. დღეისთვის ფშავსა და ფშავლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კვლავაც შემორჩენილია დამბალხაჭოს არა მხოლოდ კეთების (ოჯახში მოსახმარად), არამედ სარეალიზაციოდ წარმოების ტრადიცია. სარეალიზაციოდ არაგვისა და ივრის ხეობის სოფლებში დაახლოებით 20-25 ოჯახი ინტენსიურად პრაქტიცირებს დამბალხაჭოს უძველესი ტექნოლოგიით დამზადებას.
ომში, სხვა შესაბამის საგზალთან ერთად, ფშაველ მეომრებს საკვებად, გამძლეობისა და სიმსუყის გამო, სწორედ დამბალხაჭო მიჰქონდათ.

ქვის კეცის დამზადება

0
ქვის კეცის დამზადება
#image_title
ქვის კეცის დამზადება,
კეცის დამზადების უძველესი ტრადიცია

9 ოქტომბრიდან საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა

0
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით
#image_title

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს.

9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

იმერეთში ბზიკებისგან დაკბენილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა

0
იმერეთში ბზიკებისგან დაკბენილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა
#image_title

თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში სოკოს კრეფის დროს ბზიკებისგან დაკბენილი ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი რაიონის სიძე იყო და ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. 

შემთხვევა სოფელ ჭოგნარში დღეს გამთენიისას მოხდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ასე ყველი რჩება გემრიელი და არ ირღვევა სტრუქტურა“ – როგორ მოვაშოროთ ყველს მარილი ისე, რომ მისი გემო და სტრუქტურა არ დაზიანდეს

0
ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა
#image_title

ყველა ჩვენგანს უყვარს ყველი – არომატული, ნაზი და გემრიელი, მაგრამ ხანდახან ზედმეტი მარილი მის გემოს აფუჭებს.

განსაკუთრებით ეს ეხება ქართული ტიპის ყველებს, როგორიცაა სულგუნი, იმერული ან გუდის ყველი, რომლებიც ხშირად ზედმეტად მარილიანია.

სასიამოვნო ამბავი ისაა, რომ არსებობს რამდენიმე მარტივი და ეფექტური გზა, როგორ მოვაშოროთ ყველს მარილი ისე, რომ მისი გემო და სტრუქტურა არ დაზიანდეს.

ჩვეულებრივი წყლით გაჟღენთა
ყველაზე გავრცელებული და მარტივი მეთოდია წყალში ჩალბობა.

როგორ უნდა გააკეთოთ:

ყველი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, რომ ზედაპირი უფრო დიდ ფართობზე შეეხოს წყალს.
მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში და გადაასხით ცივი, წინასწარ ადუღებული წყალი.
დატოვეთ 2–3 საათით.
წყალი შეცვალეთ და, საჭიროების შემთხვევაში, პროცესი გაიმეორეთ.

თუ ყველი ძალიან მარილიანია, პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 6–8 საათამდე. ამ დროს უმჯობესია წყალი შეიცვალოს ყოველ 2 საათში ერთხელ, რათა მარილი თანდათან გამოიდევნოს.

რძეში გაჟღენთა

თუ გსურთ, რომ ყველი რბილი და არომატული გახდეს, გამოიყენეთ რძე წყლის ნაცვლად.

ინსტრუქცია:

ყველი მოათავსეთ თბილ რძეში (არავითარ შემთხვევაში მდუღარეში).
დაახურეთ თავსახური და დატოვეთ მაცივარში დაახლოებით 3–5 საათით.
შემდეგ გაასუფთავეთ და დააგემოვნეთ – მარილი საგრძნობლად შემცირდება, ხოლო ტექსტურა გახდება უფრო ნაზი. რძე არა მხოლოდ ამცირებს მარილს, არამედ აძლევს ყველს დამატებით სირბილეს და თეთრ შეფერილობას.

მარილიანი ყველის შერევა უმარილოსთან

თუ სწრაფი გადაწყვეტილება გჭირდებათ, შეგიძლიათ მარტივად შეურიოთ მარილიანი ყველი უცხიმოსთან ან ნაკლებმარილიანთან (მაგალითად, იმერული + ხაჭო ან სულგუნი).

ასე მიიღებთ დაბალანსებულ გემოს და ტექსტურას, რომელიც შესაფერისია სალათებისთვის, ხაჭაპურისთვის ან სენდვიჩებისთვის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

19 მსახიობი და მომღერალი დააკავეს – ცნობილია დაკავებულების ვინაობა

0
19 მსახიობი და მომღერალი დააკავეს - ცნობილია დაკავებულების ვინაობა
#image_title

სტამბოლში პოლიციამ ნარკოტიკების გამოყენების ბრალდებით 19 პირი დააკავა, დაკავებულებს შორის ცნობილი მსახიობები და მომღერლები არიან.

მომხდარის შესახებ თურქული მედია წერს.

დაკავებულები არიანბირჯე აკალაი, ბირჸსენ ბერრაკ ტიუზუნატაჩ, ცერენ მორე ორჯან, დემეტ ევგარ ბაბატაშ
დერენ ტალუ, დერინ ტალუ, დილან პოლათ, დიუღუ ოზასლან მუტაფ, ენგინ პოლათ, ფეიზა ალთუნ, ჰადისი აჩიქგოზ
ირემ დერიჩი, კაან ილდირიმ, კუბილაი აკა, მერტ იაზიჯოღლუ, მეტინ აკდულგერ, ოზგე ოზპირინჯცი (იამანტურქ), ზეინეპ მერიჩ არალ კესკინ, ზიინეთ სალი (საფტერ).

სპეცოპერაცია სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ, „ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების გამოყენების“ შესახებ დაწყებული გამოძიების ნაწილია.

ხელისუფლებამ დაკავებულებისგან სისხლის ნიმუშების აღების ბრძანება გასცა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.