ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

როგორია საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა

0
როგორია საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
#image_title

როგორია საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 530.0 მლნ აშშ დოლარი იყო, ანუ შემცირდა 1.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9 034.5 მლნ აშშ დოლარი – ზრდამ 2.9 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12,564.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2024 წლის იანვარ-ივლისში 5 504.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8 პროცენტია.

„სწორედ ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ქმნის მყარ საფუძველს მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის, ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და მისი პოპულარიზაციის ზრდას“-დავით სონღულაშვილი

0
„ვენახის ნებართვა არ არის მხოლოდ საქართველოში და აქ მოგონილი - სახელმწიფო, მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, ასევე იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8 000 წელი“-დავით სონღულაშვილი
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებსა და დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე საქმიანობას გაეცნო.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი გაეცნო მეფრინველეობის ფერმის, ერთწლოვანი კულტურების სასათბურე მეურნეობის, ბიომარწყვის, ლოკოკინისა და რძის გადამუშავების საწარმოების საქმიანობას, თბილისის ეროვნულ პარკში არსებულ ტურისტულ-რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას და ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში ვიზიტი, რადგან ადგილზე გვაქვს შესაძლებლობა, გავეცნოთ სხვადასხვა მწარმოებელს, მათ საქმიანობას, გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს. სწორედ ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ქმნის მყარ საფუძველს მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის, ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და მისი პოპულარიზაციის ზრდას.

საწარმოებთან ერთად, შესაძლებლობა გვქონდა დაგვეთვალიერებინა დაცული ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც. ამ მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა დაცულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ვიზიტორების სათანადო მომსახურებას უზრუნველყოფს. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს უნიკალური ბუნებისა და გარემოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის გაცნობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები – პირველ რიგში ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ

0
თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები - პირველ რიგში ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ
#image_title

თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები – პირველ რიგში ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ

თიხის ჭურჭელი დიდხანს რომ გემსახუროთ, არსებობს გარკვეული წესები და რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ: ა) საკვების მომზადებისას და ბ) საკვების მომზადების შემდეგ ჭურჭლის გარეცხვისას და შენახვისას.

მაშ ასე:

როგორ მოვამზადოთ საკვები თიხის ჭურჭელში

პირველ რიგში, აქ ოთხი მთავარი წესი უნდა დაიმახსოვროთ:

  1. არასდროს დადგათ თიხის ჭურჭელი პირდაპირ ღია ცეცხლზე, აუცილებლად გამოიყენეთ სითბოს გამანაწილებელი;
  2. თიხის ჭურჭელი მხოლოდ გრილ აირღუმელში შედგით, რათა არ მოხდეს ჭურჭლის ტემპერატურის სწრაფი ცვლილება (კერამიკას არ უყვარს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები);
  3. აირღუმელიდან გამოღების შემდეგ ცხელი თიხის ქოთანი არ დადგათ ძალიან ცივ ან სველ ზედაპირზე – უმჯობესია გამოიყენოთ ხის დაფა;
  4. კერამიკის ჭურჭელი უნდა გარეცხოთ თბილ წყალში: მოუჭიქავი თიხის ქოთნები სარეცხი საშუალების გარეშე, ხოლო ემალირებული თიხის ჭურჭელი – სულ რამდენიმე წვეთი სარეცხი საშუალების გამოყენებით.

ახლა კი უფრო ვრცლად:

  • თიხის ქოთანში, თიხის ქვაბში ან თიხის კეცზე საკვების მომზადება შეგიძლიათ ელექტრო ან გაზის აირღუმელებში, თუმცა რეკომენდებულია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჭურჭელი გრილ ან (უკიდურეს შემთხვევაში) ოდნავ შემთბარ აირღუმელში შედგათ და თანდათანობით მოუმატოთ სიმხურვალეს კერძის მომზადებისთვის საჭირო ტემპერატურამდე;
  • მოუჭიქავი თიხის ქოთანი და მისი თავსახური გამოყენების წინ 10-15 წუთით ჩადეთ ცივ წყალში. შედეგად, წყალი ფორებში შეაღწევს და აირღუმელში თიხის ჭურჭლით შედგმული კერძი, ჩათვალეთ, ორთქლზე მომზადდება – მომზადების პროცესში წყალი კერძში დაიწყებს აორთქლებას;
  • თიხის ჭურჭლის გამოყენება ასევე შესაძლებელია მიკროტალღურ ღუმელში (თიხის ჩაიდნის, ჯეზვეს და დოქის გარდა);
  • გაითვალისწინეთ, რომ თიხის ქოთანი ან თიხის ქვაბი, რომელშიც გაყინული ან ჩაციებული გაქვთ პროდუქტი, მაცივრიდან გამოღებისთანავე არ უნდა შედგათ აირღუმელში. აცადეთ გალღობა, მიიყვანეთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ გაახურეთ;
  • კერამიკის ჩაიდანს და კერამიკის ყავის მოსადუღებელს (ჯეზვე), ვიდრე მათში მდუღარეს ჩაასხამთ, აუცილებლად გამოავლეთ ცხელი წყალი. ამ ნაკეთობებისთვის არ შეიძლება: მათი დადგმა ელექტროქურაზე ან პირდაპირ ღია ცეცხლზე გამანაწილებლის გარეშე; მათში წყლის გამათბობელი ელექტროხელსაწყოების ჩადება (მაგალითად – ე.წ. „კიპიწელნიკის“); მათ გასაცხელებლად მიკროტალღური ღუმელის გამოყენება;

თიხის ჭურჭელი, ქილა, ქოთანი, კეცი.

როგორ გავრეცხოთ თიხის ჭურჭელი

თიხის ჭურჭელი ზოგ შემთხვევაში განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს, ზოგჯერ – პირიქით, მისი გამოყენება, გარეცხვა და შენახვა მარტივია.  ალბათ ნათელია, რომ მოვლის სიმარტივე დამოკიდებულია დამზადების ტექნოლოგიაზე.

მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის გარეცხვა

  • მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის გარეცხვა ცხიმისგან, შედარებით რთული პროცესია. ამიტომ, უმჯობესია, მომზადებული საკვები მასში დიდხანს არ დააყოვნოთ;
  • თუკი ძლიერ დაცხიმიანდა და ცხიმი უკვე „ჩამჯდარია“ ფორებში (მაგალითად, ცხვრის ხორცის მომზადებისას), მისი მოსაშორებლად შეგიძლიათ ძველი რეცეპტი გამოიყენოთ: ქოთანი აავსეთ ცივი წყლით, ჩაამატეთ ცოტა ძმარი, შედგით გრილ აირღუმელში და თანდათანობით უმატეთ ცეცხლს. 30 წუთის შემდეგ ქოთანი აირღუმელიდან გამოიღეთ, გააცივეთ, გარეცხეთ და კარგად გაავლეთ;
  • თუკი თიხის ქოთნები ან თიხის ქვაბი საკვების მომზადების შემდეგ მსუბუქად არის „დასვრილი“, შეგიძლიათ გარეცხოთ თბილი წყლით, მინიმალური რაოდენობით სოდის დამატებით;
  • მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის გასარეცხად არ შეიძლება ქიმიური ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენება, მით უმეტეს ისეთის, რომელსაც ძლიერი სურნელი აქვს, რადგან ასეთი ჭურჭელი მარტივად „იღებს“ სუნს.
  • ამ თვისების გათვალისწინებით, ასევე უმჯობესი იქნება, თუკი სხვადასხვა კერძისთვის – მაგალითად, ლობიოსთვის, თევზისთვის თუ ცხვრის ხორცისთვის – სხვადასხვა თიხის ქოთანს ან თიხის ქვაბს გამოიყენებთ. მოუჭიქავ თიხის ქოთანს მწვანილისა და სუნელების არომატიც კარგად უჯდება ფორებში (რაც, ერთი მხრივ, დიდი პლუსია);
  • თუკი უსიამოვნო სუნი გაუჩნდება, თიხის ქოთნები დროდადრო აირღუმელში გამოწვით ხოლმე;
  • გარეცხვის შემდეგ მოუჭიქავი თიხის ქოთნები, თიხის ქვაბი ან სხვა ჭურჭელი საგულდაგულოდ უნდა გაამშრალოთ და შემდეგ ჰაერზე თავდაუხურავ მდგომარეობაში კარგად გააშროთ (თუ შესაძლებელია – მზეზე). მოუჭიქავი ჭურჭელი უნდა შეინახოთ ნესტისგან დაცულ ადგილას, ასევე თავდაუხურავად;
  • თუკი თიხის ქოთანს კარგად არ გაამშრალებთ და სველს შეინახავთ, შეიძლება ობი გაუჩნდეს; ობის მოშორება შესაძლებელია სოდის და წყლის ნაზავით (უნდა მომზადდეს 1 წილი 1 წილზე, პასტის კონსისტენციის), რომელიც უნდა წაუსვათ ქოთნის კედლებზე, 30 წუთი გააჩეროთ, შემდეგ კარგად ჩამორეცხოთ, გაავლოთ, გაამშრალოთ და შემდეგ გააშროთ, სასურველია – მზეზე. შენახვამდე დარწმუნდით, რომ კარგად არის გამშრალი.

მოჭიქული თიხის ჭურჭლის გარეცხვა

მოჭიქული თიხის ჭურჭელი არ მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას.

  • კერამიკის ქვაბი არ „ჩაიჯენს“ სუნს, ამიტომ მის გასარეცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები და იშვიათად – ჭურჭლის სარეცხი მანქანაც კი;
  • აქ მთავარია ერთი წესი: მოჭიქული ჭურჭლის გარეცხვისას არ გამოიყენოთ მავთულის სახეხი ან ზუმფარა – ამით ზედაპირს დააზიანებთ.

მოჭიქული თიხის ქვაბები ბევრ მოსწონს ლამაზი ვიზუალისა და მაღალი გამძლეობის გამო. თუმცა ერთი რამ წინასწარ უნდა იცოდეთ: ორთქლზე მომზადებული კერძის ეფექტსა და თიხის არომატს ნუ დაელოდებით – ემალის ზედაპირი ბლოკავს თიხის ფორებს და მათში წყალი ვერ ხვდება.

წყარო:

როდის დაიწყება სკოლებსა და ბაღებში ახალი სასწავლო წელი – თარიღები

0
სოფლის ბავშვები საბავშვო ბაღის ეზოში თამაშობენ და სწავლობენ
თბილისის საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში იწყება სამართლიანი განაწილების პრინციპებით. სოფლის ოჯახებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური კატეგორიებისა და უპირატესობების გაგება.

როდის დაიწყება სკოლებსა და ბაღებში ახალი სასწავლო წელი – თარიღები

სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბრიდან დაიწყება. 

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონით, საჯარო სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება. წელს 15 სექტემბერი კვირა დღეს ემთხვევა, შესაბამისად, მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს 16 სექტემბრიდან დაიწყებენ.

ნაყოფი მომჟავო-მომწკლარტო-მოტკბოა, იჭმევა უმად ან მისგან მზადდება…

0
შინდს მოწონს ნახევრადჩრდილი, ვერ იტანს წყლის ჩადგომას ფესვებში, ჭირდება დრენირებული ნეიტრალური ან სუსტად ტუტე ნიადაგი-კირნარი
#image_title

ბუნებაში შინდი კარგად ხარობს. მისი ბუჩქი 100წელზე მეტ ხანს ცხოვრობს. ნაყოფი მომჟავო-მომწკლარტო-მოტკბოა, იჭმევა უმად ან მისგან მზადდება…

შინდს მოწონს ნახევრადჩრდილი, ვერ იტანს წყლის ჩადგომას ფესვებში, ჭირდება დრენირებული ნეიტრალური ან სუსტად ტუტე ნიადაგი-კირნარი, გაზაფხულზე დარგვა არ ვარგა, -კვირტების გაშლამდე უნდა მოესწროს, უკვე თბილ ნიადაგში, ამიტომ ირგვება შემოდგომაზე, სექტემბრის შამდეგ.
მსხმოიარობისთვის კარგი იქნება, თუ წყვილად დარგავენ.
ყვავილობა იწყება აპრილიდან, გაზაფხულზე უნდა გაისხლას, მორწყვა -ზომიერად, კვება დარგვისას,- ნეშომპალა, გაზაფხულზე, – ხის ნაცარი, ძვლის ფქვილი,
ნაყოფი მომჟავო-მომწკლარტო-მოტკბოა, იჭმევა უმად ან მისგან მზადდება მურაბა, კომპოტი, ჯემი, წვენები, მას სასარგებლო თვისებებიც აქვს – ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, იმუნიტეტის ასამაღლებელი, მატონიზირებელი, ანემიის საწინააღმდეგო ეფექტი…

მრავლდება თესლით და ვეგეტაციურადაც. ცოცხლობს 250 წლამდე. შინდი გაცილებით დიდი რაოდენობით გვხვდება ბარში, მაგრამ არც თუ იშვიათად გვხვდება იგი მთაშიც 1500 მეტრამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

შინდის ნაყოფი 10 პროცენტ შაქარს, 2-3,5 პროცენტ ორგანულ მჟავებს და 55 მგ პროცენტ ვიტამინ C-ს შეიცავს. გამოიყენება მურაბისა და კომპოტის, ხილფაფის და მარმელადის, გამაგრილებელი სასმელებისა და ლიქიორის დასამზადებლად. ნედლ და ხმელ ნაყოფებს იყენებენ როგორც საწებ-სანელებელს ხორციანი კერძებისათვის.

მიირთვით ახალი და მწიფე ნაყოფი უმად, რათა სრულად მოიწვდოს მისი გემო და სარგებელი.

გამოიყენეთ ნაყოფი სალათების, სოუსების, დესერტებისა და სასმელების მოსამზადებლად.

დაარეგულირეთ მისი გემო კერძებში სხვადასხვა ინგრედიენტების დახმარებით, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგი.

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებს აქვეყნებს

0
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებს აქვეყნებს
#image_title

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებს აქვეყნებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს, სამინისტროსა და სააგენტოს ვებგვერდებზე, გამოქვეყნდება აღნიშნული ოჯახებისთვის მინიჭებული ქულების შესახებ ინფორმაცია და დაიწყება კანონმდებლობით განსაზღვრული დეტალური მუშაობა, საბოლოო შედეგების ჩამოყალიბებისთვის.

მინისტრის თქმით, სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.

„ცნობილია, რომ ქუთაისში, მიმდინარეობს აღნიშნული ოჯახების, მორიგი ნაწილისთვის, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომლის მშენებლობაც ფინალურ ეტაპს უახლოვდება.

უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ის დასრულდება და ჩვენ შეგვეძლება, 1040 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ბინა. არის გათვალისწინებული 1, 2 და 3-ოთახიანი ბინები, რომლებიც განაწილდება ოჯახის სულადობის მიხედვით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ბინის მიღების კანდიდატი ოჯახების წარმოდგენილი განცხადების წინასწარი შეფასების მოსამზადებლად. სულ, 5 706 განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან, წინასწარი მონაცემებით, შემდგომ განხილვას ექვემდებარება 3 905 ოჯახის განაცხადი.

ამ პროცესში, ყველას ექნება შესაძლებლობა, დღევანდელი დღიდან, 15 სამუშაო დღის განმავლობაში, წარმოადგინოს ინფორმაცია, რომელსაც დაამუშავებს სააგენტო გაივლის კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს და შედეგად, ჩამოყალიბდება იმ ოჯახების ჩამონათვალი, რომლებსაც მიენიჭება პრიორიტეტი მათი საჭიროებების სიმწვავის, ასევე ოჯახის წევრთა სიმრავლის მიხედვით.

მინდა, ვთხოვო ყველა დაინტერესებულ პირს, რათა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიაწოდონ ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, მინიჭებული ქულა მოითხოვდეს დაზუსტებასა და გადახედვას. ამ გზით სააგენტო შეძლებს მაქსიმალურად ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილებები, სწორედ განსაზღვროს პრიორიტეტები, სწორად განსაზღვროს , ვის რამდენად მწვავე საჭიროება აქვს საცხოვრებელი უზრუნველყოფისთვის.

ამავდროულად, მინდა ყველამ გაითვალისწინოს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები არის წინასწარი შეფასების შედეგად და ეს არ არის საბოლოო შეფასება, ამიტომ, ყველას ვთხოვ, რომ რაიმე წინასწარი დათვალიერებისა და პროგნოზებისგან თავი შეიკავონ.

ასვე იქნება გათვალისწინებული, რომ ეს არ არის ერთიანი სია. ბინების ზომების გათვალისწინებით და ოჯახების სულადობის მიხედვით განისაზღვრება და ჩამოყალიბდება საბოლოო გადაწყვეტილებები. სხვადასხვა ოჯახს აქვს განაცხადი ,ზოგ ერთოთახიან ბინაზე, ზოგს ოროთახიანზე და ზოგს სამოთახიანზე. აქვე გათვალისწინებული იქნება განსახლების წინა ეტაპზე დაუკმაყოფილებელი ოჯახებიც, რომელთაც კანონმდებლობის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად აქვთ მინიჭებული პრიორიტეტი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

სასათბურე მეურნეობა „პლანტველი“ ბიო მარწყვის წარმოებას ახორციელებს – დავით სონღულაშვილმა ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

0
სასათბურე მეურნეობა „პლანტველი“ ბიო მარწყვის წარმოებას ახორციელებს - დავით სონღულაშვილმა ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა
სასათბურე მეურნეობა „პლანტველი“ ბიო მარწყვის წარმოებას ახორციელებს - დავით სონღულაშვილმა ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა „პლანტველი“ დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

სასათბურე მეურნეობა „პლანტველი“ ბიო მარწყვის წარმოებას ახორციელებს. მეურნეობის წარმადობა წელიწადში 70 ტონა მარწყვია. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. საწარმოში 24 ადამიანია დასაქმებული.

„მსოფლიო ბაზარზე მომხმარებლის მოთხოვნა ხარისხიან და სერტიფიცირებულ ბიოპროდუქტზე მუდმივად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, ქართული ფერმერული მეურნეობები ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ეფექტიანად მოერგოს და ქართული პროდუქტი უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე. მისასალმებელია, როცა ფერმერი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების დანერგვაზეა ორიენტირებული და ამცირებს ქიმიურ საშუალებებზე დამოკიდებულებას“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ბიო მარწყვის მწარმოებელ სასათბურე მეურნეობაში მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

LIVE: საქართველო დიდგორობას აღნიშნავს

0
LIVE: საქართველო დიდგორობას აღნიშნავს
LIVE: საქართველო დიდგორობას აღნიშნავს

დღეს, 12 აგვისტოს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღი – დიდგორის ბრძოლიდან 905 წელი შესრულდა.

1121 წლის 12 აგვისტოს გამართულმა ბრძოლამ, რომელიც მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიითა და ქართველი მეომრების თავდადებით წარიმართა, ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.

შუა საუკუნეების ქართულმა ისტორიოგრაფიამ ეს დღე “ძლევაი საკვირველის” სახელით შემოინახა.

დიდგორის ბრძოლა დღესაც თითოეული ქართველისთვის ერთიანობის, თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის მთავარ სიმბოლოდ რჩება.

სახალხო დღესასწაული – დიდგორობა, საქართველოში ყოველწლიურად ტრადიციულად აღინიშნება.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო: სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

0
სურსათის ეროვნული სააგენტო: სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო: სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს ,,ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოედოვის ქუჩა N77) არაგეგმურად შეამოწმეს.

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა. ამავდროულად, დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის დაცვის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ავოკადო: სად უნდა გაშენდეს ავოკადოს ბაღი – თესვა, დარგვა, ბაღის გაშენება, ჯიშობრივი ჯგუფები

0
ავოკადო: სად უნდა გაშენდეს ავოკადოს ბაღი – თესვა, დარგვა, ბაღის გაშენება, ჯიშობრივი ჯგუფები
ავოკადო: სად უნდა გაშენდეს ავოკადოს ბაღი – თესვა, დარგვა, ბაღის გაშენება, ჯიშობრივი ჯგუფები

ავოკადო, რომლის ბოტანიკური სახელწოდებაა Persea americana, ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის მარადმწვანე ხეა, რომლის კომერციული გაშენება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სულ უფრო ფართოვდება.

მისი მოყვანა შესაძლებელია შესაბამის პირობებში, თუმცა წარმატებული ბაღის შესაქმნელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯიშის სწორად შერჩევა, კარგი დრენაჟის მქონე ნიადაგი, ყინვისგან დაცული ადგილი და სათანადო მორწყვა. ავოკადოს თესლიდან გამოყვანა შესაძლებელია, მაგრამ ნაყოფის მისაღებად უფრო საიმედო არჩევანია ხარისხიანი, ნამყენი ნერგი. [1][2]

მოვლენების აღწერა

ავოკადო წარმოშობით მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის რეგიონიდან არის. დღეს მისი კულტივირება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში მიმდინარეობს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ავსტრალიასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ნაწილში.

მცენარე სათანადო პირობებში საკმაოდ დიდი ზომის იზრდება და ბაღის გაშენებისას აუცილებელია მომავალში მისი სიმაღლისა და ფესვთა სისტემის გათვალისწინება. უნივერსიტეტების სასოფლო-სამეურნეო საკონსულტაციო სამსახურების რეკომენდაციებით, ავოკადოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიადაგის კარგი დრენაჟი, რადგან წყლის ხანგრძლივი დაგუბება ფესვების დაავადებების, მათ შორის ფიტოფტოროზული ფესვის სიდამპლის, რისკს ზრდის. [1]

ავოკადოს ყვავილობის თავისებურება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც დამტვერვისა და ნაყოფის გამონასკვის საკითხს კომერციულ ბაღებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სხვადასხვა ჯიშის ყვავილობის ტიპისა და დროის გათვალისწინება შესაძლოა მოსავლიანობაზე აისახოს.

კონტექსტი და ფონი

ავოკადოს კულტივაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჯიშის შერჩევაა. პრაქტიკულად გამოიყენება სამი ძირითადი ბოტანიკურ-გეოგრაფიული ჯგუფი — მექსიკური, გვატემალური და დასავლეთინდური, ასევე მათ შორის მიღებული ჰიბრიდები. [3]

მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა სიცივისადმი გამძლეობაში.

მექსიკური წარმოშობის ჯიშები, როგორც წესი, შედარებით უკეთ იტანენ დაბალ ტემპერატურას, მაშინ როდესაც დასავლეთინდური ტიპები უფრო თბილ პირობებს საჭიროებენ. გვატემალური ჯგუფი შუალედურ მდგომარეობაშია, თუმცა კონკრეტული ჯიშის გამძლეობა ცალკე უნდა შეფასდეს. [1][3]

მაგალითად, „ჰასი“ გვატემალური და მექსიკური ჯგუფების ჰიბრიდული წარმოშობისაა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჯიშია. „ფუერტეც“ ჰიბრიდული წარმოშობისაა და შედარებით უკეთ იტანს სიცივეს, ვიდრე ბევრი უფრო მგრძნობიარე ჯიში. [3]

ამიტომ კონკრეტულ რეგიონში ავოკადოს ბაღის გაშენებისას მხოლოდ ნაყოფის გემო ან ზომა არ უნდა იყოს არჩევანის საფუძველი. მნიშვნელოვანია ადგილობრივი კლიმატი, ყინვის რისკი, ნიადაგი, წყლის ხელმისაწვდომობა და დაგეგმილი წარმოების მიზანი.

საქართველოში ავოკადოს კულტივაციის ისტორია შავი ზღვის სანაპიროსთან არის დაკავშირებული. ქვეყნის ტენიანი სუბტროპიკული პირობები გარკვეულ ადგილებში ამ კულტურისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა რეგიონში ავოკადოს ღია გრუნტში კომერციული გაშენება ერთნაირად შესაძლებელია.

დეტალები და ფაქტები

თესლიდან გამოყვანა

ავოკადოს კურკიდან მცენარის გამოყვანა შესაძლებელია და ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება საცდელად ან დეკორატიული მცენარის მისაღებად.

თუმცა თუ მიზანი ხარისხიანი და პროგნოზირებადი მოსავლის მიღებაა, თესლიდან გამოყვანილი მცენარე საუკეთესო არჩევანი არ არის. თესლიდან მიღებული ხე შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს დედა მცენარისგან როგორც ზრდის, ისე ნაყოფის ხარისხისა და მოსავლიანობის თვალსაზრისით. ასევე, ნაყოფის მოცემამდე შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს. [2]

ფლორიდის უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო საკონსულტაციო სამსახურის მიხედვით, თესლიდან გამოყვანილ ავოკადოს ნაყოფის მოცემამდე ოთხიდან ათ წლამდე ან მეტიც შეიძლება დასჭირდეს, მაშინ როდესაც ნამყენი ნერგები ხელსაყრელ პირობებში ხშირად უფრო ადრე შედიან მსხმოიარობაში. [2]

ამიტომ სამრეწველო ან სერიოზული საოჯახო ბაღისთვის რეკომენდებული მიდგომაა სანდო სანერგიდან შესაბამისი ჯიშის ნამყენი ნერგის შეძენა.

როგორ დავრგოთ ავოკადო

ნამყენი ავოკადოს ნერგის დარგვისას მნიშვნელოვანია, რომ ფესვის ბურთი ნიადაგში ზედმეტად ღრმად არ მოთავსდეს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო საკონსულტაციო სამსახურის რეკომენდაციით, ნერგი უნდა დაირგოს დაახლოებით იმავე სიღრმეზე, რომელზეც იგი სანერგის კონტეინერში იზრდებოდა. ფესვის ბურთის ზედა ნაწილი შეიძლება ნიადაგის ზედაპირზე ოდნავ მაღლა დარჩეს, რათა წყალი ღეროსთან არ დაგროვდეს. [1]

დარგვის ორმოს სიგანე დაახლოებით ორჯერ მეტი უნდა იყოს ფესვის ბურთის დიამეტრზე. ორმოს ფსკერი მყარი უნდა იყოს, რათა ნერგი დარგვის შემდეგ ზედმეტად ღრმად არ ჩაჯდეს. დარგვისთანავე საჭიროა საფუძვლიანი მორწყვა. [1]

ავოკადოს შემთხვევაში განსაკუთრებით არასასურველია ღეროს მუდმივი დასველება. ამიტომ მორწყვისას წყლის ნაკადი უმჯობესია მიმართული იყოს ფესვთა ზონისკენ და არა უშუალოდ ღეროსკენ. [1]

ნიადაგი და დრენაჟი

ავოკადო სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კარგი დრენაჟია.

ნიადაგში წყლის ხანგრძლივად გაჩერებამ შეიძლება ფესვების სიდამპლე გამოიწვიოს. ამიტომ მძიმე, ცუდად დრენირებულ ან გრუნტის წყლების ზედაპირთან ახლოს მდებარე ნაკვეთებზე ავოკადოს ბაღის გაშენება დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს. [1]

კარგი შედეგისთვის სასურველია ღრმა და წყალგამტარი ნიადაგი. თუ ნაკვეთის ბუნებრივი დრენაჟი არასაკმარისია, დარგვამდე საჭიროა მისი გაუმჯობესების შესაძლებლობის შეფასება.

მეორე უკიდურესობაც პრობლემურია: ხანგრძლივი გვალვის დროს მცენარეს წყლის დეფიციტი შეიძლება შეექმნას, რაც ზრდასა და ნაყოფის ხარისხზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, მორწყვა უნდა ეფუძნებოდეს ნიადაგის ტენიანობას, კლიმატს და მცენარის განვითარების ეტაპს და არა წინასწარ განსაზღვრულ ერთსა და იმავე რაოდენობას. [1]

ტემპერატურა და ყინვა

ავოკადოს ბაღის გაშენებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დაბალი ტემპერატურაა.

მცენარის სიცივისადმი გამძლეობა ჯიშის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. კალიფორნიის უნივერსიტეტის მონაცემებით, გვატემალური ტიპის ავოკადოს ზოგიერთი ფორმა დაახლოებით −3°C-დან −1°C-მდე ტემპერატურაზეც ზიანდება, ხოლო მექსიკური წარმოშობის ჯიშები შედარებით უკეთ იტანენ მოკლევადიან სიცივეს. [1]

თუმცა კონკრეტული „კრიტიკული ტემპერატურა“ უნივერსალური მაჩვენებელი არ არის. ზიანზე გავლენას ახდენს სიცივის ხანგრძლივობა, მცენარის ასაკი, ჯიში, ქარის პირობები, ნაკვეთის მდებარეობა და მცენარის მდგომარეობა. [1][4]

ახალგაზრდა მცენარეები განსაკუთრებით დაუცველია. ამიტომ ცივი ზამთრის მქონე ადგილებში ნერგების დაცვის საშუალებები წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული.

სად უნდა გაშენდეს ავოკადოს ბაღი

სასურველია ისეთი ნაკვეთის შერჩევა, სადაც მცენარე მიიღებს საკმარის მზის სინათლეს და დაცული იქნება ძლიერი ქარებისგან.

მნიშვნელოვანია ასევე რელიეფი. დაბლობში ცივი ჰაერი შეიძლება დაგროვდეს და ყინვის რისკი გაიზარდოს. ფერდობზე განთავსებულ ნაკვეთს ზოგიერთ შემთხვევაში უკეთესი ჰაერის მოძრაობა და ყინვისგან შედარებით ნაკლები საფრთხე აქვს, თუმცა საბოლოო არჩევანი ადგილობრივი კლიმატური პირობების შეფასებას საჭიროებს. [4]

სახლთან ან სხვა ნაგებობასთან დარგვისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ავოკადო დროთა განმავლობაში დიდი ხე ხდება. შესაბამისად, ნერგებს შორის და შენობებიდან დაშორება წინასწარ უნდა დაიგეგმოს.

მორწყვა და მულჩირება

ავოკადოსთვის წყლის სწორი მიწოდება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დრენაჟი.

ზედმეტი მორწყვა ფესვების დაავადებების რისკს ზრდის, ხოლო არასაკმარისი მორწყვა მცენარის ზრდას და ნაყოფის განვითარებას აფერხებს. [1]

ზრდასრული მცენარის წყლის მოთხოვნილება სეზონისა და კლიმატის მიხედვით იცვლება. განსაკუთრებით ცხელ პერიოდში მორწყვის საჭიროება იზრდება, თუმცა კონკრეტული რაოდენობა ნიადაგის ტიპისა და ამინდის მიხედვით უნდა განისაზღვროს. [1]

მულჩირება შეიძლება სასარგებლო იყოს ნიადაგის ტენიანობის შესანარჩუნებლად, მაგრამ მულჩი უშუალოდ ღეროს არ უნდა მიეკროს.

ნაყოფის მიღება

ნაყოფის მოცემის პერიოდი დამოკიდებულია ჯიშზე, მცენარის ასაკზე, საძირეზე, კლიმატზე, დამტვერვაზე და მოვლის პირობებზე.

ნამყენი ხეები, როგორც წესი, უფრო ადრე შედიან მსხმოიარობაში, ვიდრე თესლიდან გამოყვანილი მცენარეები. ფლორიდის უნივერსიტეტის მონაცემებით, ნამყენი ავოკადოს ხეებს ხელსაყრელ პირობებში ნაყოფის მოცემა დაახლოებით სამი-ოთხი წლის შემდეგ შეუძლიათ, თუმცა კონკრეტული ვადა შეიძლება განსხვავდებოდეს. [2]

ამიტომ არასწორია ყველა ავოკადოსთვის ერთი კონკრეტული მოსავლის ასაკის ან ერთი ხის მოსავლიანობის უნივერსალურ მაჩვენებლად წარმოდგენა.

საერთაშორისო ან რეგიონული პერსპექტივა

ავოკადოს კულტივაცია განსაკუთრებით განვითარებულია მექსიკაში, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში, შეერთებული შტატების გარკვეულ რეგიონებში, ავსტრალიასა და ხმელთაშუა ზღვის კლიმატის მქონე ქვეყნებში.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ წარმატებული წარმოება ძირითადად იქ არის შესაძლებელი, სადაც ჯიში ადგილობრივ კლიმატთან არის სწორად შერჩეული და უზრუნველყოფილია წყალგამტარი ნიადაგი.

მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ყინვისგან დაცვა. კალიფორნიის უნივერსიტეტის რეკომენდაციებით, ყინვის რისკის მქონე რაიონებში ბაღის დაგეგმვისას უნდა შეფასდეს არა მხოლოდ საშუალო წლიური ტემპერატურა, არამედ კონკრეტული ნაკვეთის მიკროკლიმატი და დაბალი ტემპერატურის შესაძლო ხანგრძლივობა. [4]

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე საათით ძლიერი სიცივე ახალგაზრდა მცენარეს სერიოზულად აზიანებს.

საქართველოს კონტექსტი

საქართველოსთვის ავოკადოს კულტურის პერსპექტივის განხილვისას პირველ რიგში კლიმატური ზონირებაა მნიშვნელოვანი.

შავი ზღვის სანაპიროს ტენიანი სუბტროპიკული პირობები ავოკადოსთვის ზოგადად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ქვეყნის ცივი და მშრალი რეგიონები. თუმცა სანაპირო ზოლშიც კი კონკრეტული ნაკვეთის შერჩევა გადამწყვეტია.

მებაღემ უნდა შეაფასოს ზამთრის მინიმალური ტემპერატურა, ყინვის განმეორების სიხშირე, ქარის მიმართულება, ნიადაგის დრენაჟი და წყლის ხელმისაწვდომობა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯიშს. საქართველოს შედარებით გრილ ადგილებში სიცივისადმი უფრო გამძლე მექსიკური წარმოშობის ან შესაბამისი ჰიბრიდული ჯიშების განხილვა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუმცა კონკრეტული ჯიშის არჩევანი ადგილობრივი პირობების პროფესიულ შეფასებას უნდა ეფუძნებოდეს. [1][3]

ავოკადოს ბაღის გაშენება მხოლოდ ნერგის დარგვას არ ნიშნავს. კომერციული წარმოებისთვის წინასწარ უნდა განისაზღვროს ნერგის წარმომავლობა, საძირე, ჯიში, დამტვერვის თავისებურებები, სარწყავი სისტემა, ყინვისგან დაცვის შესაძლებლობა და მოსავლის რეალიზაციის ბაზარი.

ანალიტიკური, ნეიტრალური შეჯამება

ავოკადოს მოყვანა შესაძლებელია როგორც საოჯახო ბაღში, ისე შესაბამისი კლიმატის მქონე კომერციულ მეურნეობაში, თუმცა წარმატების მთავარი პირობა სწორად შერჩეული გარემოა.

თესლიდან ავოკადოს გამოყვანა საინტერესო პრაქტიკული გამოცდილებაა, მაგრამ ნაყოფის ხარისხისა და მოსავლიანობის პროგნოზირებისთვის ნამყენი ნერგი უფრო საიმედო არჩევანია. [2]

ბაღის გაშენებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დრენაჟს, რადგან ჭარბი ტენიანობა ავოკადოს ფესვებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, საჭიროა რეგულარული, მაგრამ ნიადაგისა და კლიმატის შესაბამისი მორწყვა. [1]

საქართველოს შემთხვევაში ავოკადოს კულტურისთვის ყველაზე პერსპექტიული პირობები პირველ რიგში თბილ, ტენიან და ყინვისგან შედარებით დაცულ ტერიტორიებთან არის დაკავშირებული. საბოლოო შედეგს კი განსაზღვრავს არა მხოლოდ კლიმატი, არამედ კონკრეტული ჯიშის, ნიადაგისა და აგროტექნოლოგიის შესაბამისობა.

წყაროები

  1. University of California Statewide Integrated Pest Management Program. Cultural Tips for Growing Avocado. University of California Agriculture and Natural Resources. https://ipm.ucanr.edu/home-and-landscape/cultural-tips-for-growing-avocado/ (UC IPM)
  2. University of Florida IFAS Extension. Avocado. Gardening Solutions. https://gardeningsolutions.ifas.ufl.edu/plants/edibles/vegetables/avocado/ (Gardening Solutions)
  3. University of California Agriculture and Natural Resources. All About Avocados. The Stanislaus Sprout. 2025. https://ucanr.edu/blog/stanislaus-sprout/article/all-about-avocados (UC Agriculture and Natural Resources)
  4. University of California Agriculture and Natural Resources. Protecting Avocados from Frost. Cooperative Extension Ventura County. https://ucanr.edu/county/cooperative-extension-ventura-county/protecting-avocados-frost (UC Agriculture and Natural Resources)