კვირა, ივლისი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

ბავშვის დასამშვიდებლად მობილურისა და პლანშეტის გამოყენება არ შეიძლება

0

მართალია, მობილურის ან პლანშეტის ეკრანით ბავშვის დამშვიდება და გართობა ნაცადი და ძალიან ეფექტური ხერხია, თუმცა ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ეს ინდივიდის ფსიქიკისთვის დამაზიანებელია.

2018-2020 წლებში ჩატარებულ კვლევაში 422 მშობელი და ამდენივე 3-დან 5 წლამდე ბავშვი მონაწილეობდა.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ელექტრონული მოწყობილობების დამშვიდების მექანიზმად გამოყენება დაკავშირებულია ბავშვებში ემოციურ რეაქტიულობასთან და ემოციურ დისრეგულაციასთან. მაგალითად, ასეთი ბავშვების ხასიათი ძალიან სწრაფად იცვლება და იმპულუსურობა იმატებს.

ეს ნიშნები უფრო გამოკვეთილი იყო ბავშვებში, რომლებიც ისედაც გამოირჩევიან ჰიპერაქტიურობით, იმპულსურობითა და მოუსვენრობით. როგორც ჩანს, გაჯეტების გამოყენება მათ ფსიქიკას არ აძლევს საშუალებას, რომ ემოციების რეგულირების მექანიზმი თავად ჩამოაყალიბოს.

“ბავშვის დასამშვიდებლად და სახლში სიმშვიდის მისაღწევად მობილური მოწყობილობების გამოყენება, ერთი შეხედვით, უვნებელი ჩანს, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, თუ რეგულარული პრაქტიკისა და სტრატეგიის სახეს მიიღებს. განსაკუთრებით ადრეულ ბავშვობაში, მოწყობილობა ბავშვს დამოუკიდებელი თვითრეგულირების ალტერნატიული მეთოდის ჩამოყალიბების საშუალებას არ მისცემს”, — განაცხადა ჯენი რადესკიმ, პედიატრმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან.

რა თქმა უნდა, ყველას შეგვხვედრია ბავშვი, რომლის დამშვიდებაც სხვებზე ბევრად ძნელია ხოლმე და ზოგჯერ ერთადერთ გამოსავლად მისი მულტიპლიკაციური ფილმებით ან YouTube ვიდეოებით გართობა გვესახება, რაც ძალიან ხშირად ეფექტურად მუშაობს კიდეც. მიუხედავად ამისა, მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ მოკლე ვადით სიმშვიდის ასე მიღწევამ, შეიძლება, ხანგრძლივი და ბევრად სერიოზული უსიამოვნებები შექმნას, ვიდრე ბავშვის ტირილია. ეს ემოციური კონტროლის პრობლემებია.

ავტორების თქმით, შეგიძლიათ იშვიათად მიმართოთ კიდეც ამ მეთოდს და, ალბათ, დღესდღეობით მისი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელიც კია, თუმცა არავითარ შემთხვევაში, ამან რეგულარული ხასიათი არ უნდა მიიღოს.

ეს თემა ახალი ნამდვილად არ არის. წარსულში მშობლები შეშფოთებულები იყვნენ ახალგაზრდების ტელევიზორითა და ვიდეოთამაშებით გატაცებითაც. დღევანდელი ტექნოლოგიური საშუალებები კი ბევრად უფრო განვითარებული, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია.

“აღმზრდელები, შესაძლოა, შვებას გრძნობენ, როცა მოწყობილობა ბავშვს სწრაფად და ეფექტურად აჩერებს. თითქოს, ასე ორივე მხარე გამარჯვებული რჩება, რაც იძლევა მოტივაციას, რომ პრაქტიკა გაგრძელდეს. რთული ქცევების საკონტროლებლად ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება თანდათან ჩვევად ყალიბდება, რის პარალელურადაც ბავშვის მოთხოვნაც იზრდება. რაც უფრო ხშირად მივმართავთ ამ მეთოდს, მით უფრო ნაკლები დრო რჩება სხვა, ნაკლებად საზიანო მეთოდების საცდელად”, — განაცხადა რადესკიმ.

მკვლევრებმა ბავშვის დამშვიდების ალტერნატიული, ნაკლებად საზიანო მეთოდებიც შემოგვთავაზეს: ეს შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, პლასტელინის ძერწვა, ბატუტზე ხტომა და ა.შ.

ემოციების ფერებთან დაკავშირებას ასევე შეუძლია, დაეხმაროს ბავშვს განწყობის იდენტიფიცირებასა და ახლობელ ადამიანთან შესაბამისი კომუნიკაციის დამყარებაში. შეგიძლიათ, ქცევის ჩანაცვლების მეთოდსაც მიმართოთ, მაგალითად, ბრაზის შემთხვევაში მისცეთ ბავშვს საშუალება, რომ ბალიშს ურტყას, რაც მას ადამიანებზე აგრესიის გადატანისგან შეაკავებს.

ბუნებრივია, ყველა ეს მეთოდი ბავშვს უნდა აუხსნათ და შეასწავლოთ მაშინ, როცა ის ემოციურად მშვიდადაა. მნიშვნელოვანია, საკუთარი ემოციების გაგება და მართვა ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლოს, ეს პროცესია, რომელშიც აღმზრდელის დახმარება აუცილებელია.

კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სამსაუკუნოვანი მუხის ხე, რომელშიც სამლოცველოა მოწყობილი

0

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი – მდებარეობს ქალაქ ქუთაისში,

სამსაუკუნოვანი მუხის ხე, რომელშიც სამლოცველოა მოწყობილი. მას საქართველოში ანალოგი არ აქვს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზაზე ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

0

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზაზე, პროექტის – „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების ფერმერებისა და ექსტენციის თანამშრომლებისათვის ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, UNDP-ის პროექტი „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, შემუშავებულია ციფრული აგროპლატფორმა, რომლის საშუალებითაც ფერმერები მოსალოდნელის ამინდის შესახებ ინფორმაციას ოპერატიულად მიიღებენ. პლატფორმას სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინირებით, სოფლის განვითარების სააგენტო უწევს ოპერირებას.

ტრენინგის მონაწილეებმა მოსალოდნელი ამინდის შესახებ შეტყობინების ოპერატიული მიღების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. სწავლება შეეხო ამინდის გათვალისწინებით ვაზსა და ხეხილოვან კულტურებში ჩასატარებელ ზოგიერთ აგროტექნიკურ სამუშაოებს.

ხეხილოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა და ინვიტრო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თეკლა ზაკალაშვილმა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, მონაწილეებს კოლექციებში მწვანე ოპერაციების და სხვლა-ფორმირების პროგრესული მეთოდები პრაქტიკული მაგალითებით გააცნეს. ფერმერებმა ინფორმაცია მიიღეს მეხილეობის, მევენახეობის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით სადემონსტრაციო ბაზებზე მიმდინარე კვლევებსა და სამეცნიერო პროექტების შესახებ.

პროექტი „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ შემუშავებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით.

კატის კნუტუნი — შინაგანი მკურნალობის ბუნებრივი ძალა – კითხვა-პასუხი

0
#image_title

კატის კნუტუნი — შინაგანი მკურნალობის ბუნებრივი ძალა

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

კნუტუნი მხოლოდ სითბოს გამოხატულება არ არის. მეცნიერების თქმით, კატები ამ დაბალი სიხშირის ვიბრაციით რეალურად კურნავენ საკუთარ სხეულს — ისევე, როგორც ადამიანები იყენებენ ფიზიოთერაპიულ ვიბრაციებს სამკურნალოდ.

ბევრმა არ იცის, რომ კატები კნუტუნობენ არა მხოლოდ სიამოვნების, არამედ სტრესის, ტკივილისა და ტრავმის დროსაც. ამ ქცევას აქვს გამოკვეთილი ბიოლოგიური დანიშნულება და ის შეიძლება ჩაითვალოს ბუნებრივ, არამექანიკურ თერაპიად.

სამკურნალო სიხშირე კნუტუნში

კატის კნუტუნის ვიბრაცია მერყეობს 25-დან 150 ჰერცამდე. სწორედ ამ დიაპაზონს იყენებენ ფიზიოთერაპიასა და ძვლის რეგენერაციულ მკურნალობაში. კვლევების მიხედვით, ასეთი სიხშირე:

  • აუმჯობესებს ძვლების სიმკვრივეს
  • ასტიმულირებს ქსოვილების რენერაციას
  • ამცირებს ანთებას და ნერვულ აღგზნებას

ეს ფაქტები უკვე ფართოდ აღიარებულია ვეტერინარულ და ნეიროფიზიოლოგიურ სფეროებში.

კნუტუნი სტრესის დროს

კატა კნუტუნობს მაშინაც კი, როცა მას სტკივა, აქვს ტრავმა ან გადის ოპერაციის შემდგომ პერიოდს. ეს რეაქცია არამხოლოდ კომფორტზე მიუთითებს, არამედ შიდა თერაპიული პროცესის აქტივაციას. კატები, რომლებსაც ჯანმრთელობის სირთულეები აწუხებთ, უფრო ხშირად ირთავენ ამ “ბუნებრივ მექანიზმს”, რაც მათ აღდგენაში ეხმარება.

ევოლუციური სარგებელი

გარეულ კატებს ხშირად უწევთ ტრავმის, დაავადებისა და ენერგიის დეფიციტის პირობებში ყოფნა. კნუტუნის მეშვეობით ისინი ამცირებენ ენერგიის მოხმარებას, ხელს უწყობენ ქსოვილთა განახლებას და ინარჩუნებენ ფუნქციურობას. სწორედ ამიტომ მეცნიერები კნუტუნს განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ გადამრჩენელ ბიოლოგიურ ინსტინქტს.

გავლენა ადამიანზე

25–150 ჰერცი — იგივე სიხშირეა, რასაც ადამიანებში ფიზიოთერაპიული მოწყობილობები იყენებს ძვლების, კუნთებისა და ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ. კატასთან სიახლოვე და მისი კნუტუნის მოსმენა ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს სტრესს და აწესრიგებს მელატონინის რიტმს. ზოგიერთ ქვეყანაში კატის თანდაყოლილი კნუტუნი უკვე მიიჩნევა კომპლემენტურ თერაპიად.

კითხვა-პასუხი

ყველა კნუტი სიამოვნებას ნიშნავს?

არა. კატები კნუტუნობენ ტკივილის, შიშისა და გამოჯანმრთელების პროცესშიც.

შეიძლება კნუტები გვეხმარებოდეს ძვლების შეხორცებაში?

დიახ. სიხშირე, რომლითაც კატები კნუტუნობენ, აღიარებულია როგორც ძვლის სტიმულაციის ხელსაწყო.

კნუტები თერაპიული მოვლენაა?

მეცნიერულად დასტურდება, რომ ის ხელს უწყობს ქსოვილთა რეგენერაციას და მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ.

არის თუ არა კატის კნუტი რეალურად სარგებელი ადამიანისთვის?

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით — ნამდვილად. ის ამშვიდებს და ზრდის დადებითი ჰორმონების დონეს.

გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა

iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:

www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა

ლიტერატურა (Vancouver სტილში):

  1. Reimers TJ, et al. Purring: A Healing Mechanism? Vet Clin North Am Small Anim Pract. 2021.
  2. National Institutes of Health (NIH). Low-frequency vibration and tissue regeneration. 2022.
  3. McCuiston L, et al. Therapeutic frequency in felines. J Vet Sci. 2023.

პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

#შენიექიმი #sheniekimi #გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze

@highlight Giorgi Pkhakadze SheniAmbebi.ge • შენი ამბები SheniMedicina.ge • შენი მედიცინა SheniXma.ge • შენი ხმა Sheni.ge • შენი SheniEkimi.ge • შენი ექიმი

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ნარჩენების მართვის, სათბური აირების ემისიების შემცირების და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების დანერგვის მიმართულებით ახალი პროექტი იწყება

0

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში ახალ პროექტს „ცირკულარული ქალაქის ლაბორატორია“ იწყებს. პროექტის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ GIZ-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ დონორი ორგანიზაციების ჩართულობა ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში უმნიშვნელოვანესია.

აღსანიშნავია, რომ პროექტის სამიზნე ჯგუფია ადგილობრივი ბიზნესი, განსაკუთრებით ქალი მეწარმეები. პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

„ნარჩენების მართვა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოს მიღებული აქვს ნარჩენების მართვის სტრატეგია და ეროვნული გეგმა, სადაც ძირითადი ყურადღება სწორედ ნარჩენების პრევენციას, ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებას და რეციკლირებას ეთმობა. შეფუთვის ნარჩენები დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. საქართველოში წელიწადში დაახლოებით 200-250 ათასი ტონა შეფუთვის ნარჩენი გროვდება, რაც მთელი ნარჩენების 16-17%-ია. ჩვენი მიზანი გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ეკონომიკის ჩამოყალიბებაა“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის განყოფილების უფროსის, ლიდია ქრისტმანის განცხადებით, სამართლებრივი ჩარჩოების და პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა, ახლა ძირითადი ყურადღება ამ დოკუმენტების იმპლემენტაციას უნდა დაეთმოს.

„ვაფასებ საქართველოს მისწრაფებას, დანერგოს ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკა. მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების იმპლემენტაცია ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რაც უფრო ნაკლები შეფუთვა გამოიყენება, მით ნაკლები ნარჩენი წარმოიქმნება, ეს პრობლემის მოგვარების გასაღებია. გარდა ამისა, ეს ფინანსური რესურსების დაზოგვის და სათბური აირების გამოყოფის შემცირების საუკეთესო საშუალებაა“, – აღნიშნა ლიდია ქრისტმანმა.

პროექტის წარდგენის პარალელურად, პანელური დისკუსია „ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების პრევენცია და ხელახალი გამოყენება საქართველოში“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაზე და ნარჩენების მართვის სისტემების დანერგვის საკითხებზე იმსჯელეს.

როგორ გამოვიყენოთ ჟიჟა და წუნწუხი

0

აპრილის ბოლოს უკვე მიზანშეწონილია ღია გრუნტში დავთესოთ სხვადასხვა ბოსტნეული კულტურები, ხოლო დახურულ კვალსათბურებში გამოყვანილი ნერგები  მაისის დასაწყისიდან გავიტანოთ  ღია ბოსტანში დასარგავად.

როგორც წესი, საადრეო და საგვიანო მოსავლის სიუხვის მისაღწევად მონაცვლეობა ხდება ამ წესით. თუმცა, რომ გვქონდეს ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი, სოფლებში მცხოვრებლებმა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჟიჟა და წუნწუხი, რომლის მომზადების წესი ბევრს მცდარად აქვს შესწავლილი და ხდება ისე, რომ მცენარეს არათუ ზრდაში უშლის ხელს, ანადგურებს კიდეც.

მოსახლეობას საჭირო რჩევას გვაძლევს ცნობილი აგრონომი აკაკი ღლონტი:

არაერთი მეურნე მინახავს, რომელიც ჟიჟას და წუნწუხს ერთმანეთისგან არ ასხვავებს და  ეს ორი სახელი ერთი და იგივე მნიშვნელობისა ჰგონია.

პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ აპრილის ბოლოდან იწყება პერიოდი, როცა ჩვენს ბოსტნებში, ღია სათბურებში თუ ხეხილოვან ბაღებში აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს ბიოსტიმულატორები.

როგორ დავამზადოთ და მერე როგორ გამოვიყენოთ ჟიჟა და წუნწუხი?

ჟიჟა საქონლის ნაკელისგან მომზადებული მასაა, წილობრივად 1:1 შემადგენლობით. მაგალითად, 50 კგ ახალ ნაკელს დავასხამთ 50 ლიტრ წყალს და დღეში ორჯერ ვურევთ, ორი კვირის მანძილზე. მასა აუცილებლად უნდა იყოს თავდახურული.

ზაფხულში ნაკლები დრო სჭირდება მზაობამდე.

შემდეგ ერთ ლიტრ ჟიჟას ჩავუშვებთ ცხრა ლიტრ წყალში, ავურევთ და ასეთი სახით ერთ ლიტრს დავუსხამთ თითოეულ ძირ ბოსტნეულ კულტურას. სამწუხაროდ, მცენარეებს  ხშირად პირდაპირ უსხამენ მომზადებულ ჟიჟას, რაც დაუშვებელია. გაუზავებელმა ჟიჟამ, შესაძლოა, მცენარე სრულად დათრგუნოს, დაწვას, რადგან დიდი რაოდენობით სასარგებლო სასუქიც საზიანოა.

უმჯობესია, ჟიჟის შემოსხმის პროცესი წვიმიან ამინდში მოხდეს.

რაც შეეხება წუნწუხს, ეს არის პირუტყვის შარდი, რომელიც გროვდება ბოსელთან სპეციალურად მოწყობილი შარდსავალის გავლით წინასწარვე მომზადებულ ორმოში. დაგროვების დროს ხდება დუღილის პროცესი. საქონლის შარდი ყველაზე მდიდარია აზოტით-100 ლიტრი  საქონლის შარდი 25-27 კგ ამონიუმის გვარჯილის ექვივალენტია.

წუნწუხი,  შესაძლებელია, ამოვიღოთ ვედროებით და ორი ლიტრის რაოდენობით დავუსხათ ხეხილოვან კულტურას; ნახევარი ლიტრის რაოდენობით-ბოსტნეულ კულტურას. /მცენარეთა დაწვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მისი წყლით 1-2 პროპორციით განზავება, შემდეგ 2-3 დღით გაჩერება და მიღებული მასის ისევ გაზავება წყალთან 1-2 პროპორციით-აგროკავკასია/.

აღნიშნული მეთოდები ძველია, რომელიც ხალხმა დაივიწყა და პირდაპირ ამონიუმის გვარჯილას უყრიან მცენარეს, რაც ძალიან გვაშორებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან.

დღეს სოფელში ყველას შეუძლია, ჟიჟისა და წუნწუხის გამოყენებით აბსოლუტურად სუფთა, უვნებელი ხილი თუ ბოსტნეული მოიწიოს, რაც ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გახანგრძლივების  მნიშვნელოვანი ფაქტორია.

წყარო: gurianews.com

ქათმის სკლინტის სასუქი
ეს არის ორგანული სასუქი თქვენი მცენარეებისთვის.როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ?
2-3 კგ. ქათმის სკლინტს უნდა დავსხათ 10 ლ.წყალი. კარგად ავურიოთ ჯოხით,რათა კარგად გაიხსნას წყალში.დავდგთ ვედრო ისეთ ადგილას სადაც მზის სხივი არ მოხვდება.(სიბნელეში უკეთესია) 4-5 საათით.
დროის გასვლის შემდეგ, 1 ლიტრ მიღებულ ხსნარს,ვაზავბთ 20 ლიტრ წყალში.
თითო მცენარეს უნდა დავასხათ დაახლოებით 1 ლ. სასუქი ოღონდ 5-10 სმ, მცენარისგან მოშორებით. იმიტომ რომ სასუქს ადვილად შეუძლია დაწვას მცენარის ფესვური სისტემა, ან დააზიანოს ფოთლები. რის შემდეგაც მცენარე კვდება.
ეს სასუქი სასარგებლოა იმ მცენარეებისთვის,რომლებიც განიცდიან ფოსფორის ნაკლებობას. სასუქის დასხმა არ შეიძლება იმ ცენარეებზე,რომლებსაც უკვე აქვთ ნაყოფი, რათა ნაყოფი არ დაავადდეს გელმიციდებით.სასურველია სასუქი დაესხას მცენარეებს კარგი ნაწვიმის შემდეგ.ან კარგი მორწყვის შემდგომ. სველი ნიადაგი უფრო კარგად იწოვს სასუქს და იცავს მცენარეს ფესვური სისტემის დაწვისაგან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ჯანდაცვასა (-3.8%) და ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლაზე (-3.3%) შემცირდა

0

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით:

„2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.1%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4% შეადგინა.

წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.1%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი – 3.4%-ით გაიზარდა. განათლება – 3.6%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 2.3%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.4%-ით, ტრანსპორტი კი – 5.1%-ით.

ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ჯანდაცვასა (-3.8%) და ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლაზე (-3.3%) შემცირდა. დასვენება-გართობა-კულტურა 1.6%-ით გაიაფდა, კავშირგაბმულობა 2.3%-ით და და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი 0.1%-ით.

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1%-ით, რაც
0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე (26.3%), პირად ჰიგიენასა (5.7%) და პირად ნივთებზე (6.1%).

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა ზეთსა
და ცხიმზე (-19.2%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9.8%), პურსა და პურპროდუქტებზე (-8.0%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-3.3%-ით), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3.1%-ით). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3%), თევზეულზე (5%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3%)“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ცხოვრება სოფელში და საცხობი შემოსავლის წყაროდ – ახალგაზრდა ქალის ბიზნესი ძამის ხეობაში

0

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრებს მართავს

0
მეფუტკრე ფერმერები

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მუხრან შამათავა და სააგენტოს ვეტერინარები აბაშის მუნიციპალიტეტში მეფუტკრე ფერმერებს შეხვდნენ.

ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრში ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფუტკრის პარაზიტულ დაავადებებსა და საფუტკრეების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მნიშვნელობაზე; თვალსაჩინოებისათვის, ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა და საფუტკრეების საჩვენებელი დიაგნოსტიკა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის კონსულტანტის, ფუტკრის დაავადებათა ექსპერტის ნინო ყიფიანის განმარტებით, მნიშვნელოვანია მეფუტკრეები ინფორმირებული იყვნენ იმ რისკების შესახებ, რომლებიც პერიოდულად ყველა ქვეყანაში იჩენს თავს.

შესაბამისი ღონისძიებების დასაგეგმად, აუცილებელია, მეფუტკრეებმა განასხვაონ ფუტკრის მავნებლები და ინფექციური დაავადებები, რათა სწორად დაგეგმონ შესაბამისი ღონისძიებები; დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, გამოიყენონ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ვეტერინარული პრეპარატები.

ფუტკრის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებთან აქტიურად თანამშრომლობს.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მეღვინეობა, კულინარია, ადგილობრივი ფოლკლორი, საოჯახო მეურნეობა, ყვავილების ბაღი – ეს ყველაფერი ერთ სივრცეში არის თავმოყრილი

0

თუ გინდა გაიგო, როგორია ქართული, კახური ტრადიციული ოჯახი, – აუცილებლად უნდა ესტუმრო  “ღვინის ეზო N1-ს”.

მეღვინეობა, კულინარია, ადგილობრივი ფოლკლორი, საოჯახო მეურნეობა, ყვავილების ბაღი – ეს ყველაფერი ერთ სივრცეში არის თავმოყრილი.

„ღვინის ეზო N1“ – ტურისტული ობიექტია, რომელიც მთლიანად ოჯახის კონცეფციაზეა დაფუძნებული. აქ ყველას თავისი როლი აქვს – მასპინძელი აუცილებლად კართან შეგეგებებათ და საკუთარ კარ-მიდაამოს დაგათვალიერებინებთ. აგიხსნით, თუ როგორ აყენებს ღვინოს, გაჩვენებთ მამა-პაპისეულ სამი თაობის მარანს, ქვევრიდან დაგაგემოვნებინებთ ღვინოს, თავად მიიღებთ მონაწილეობას არყის გამოხდის პროცესში, გამოაცხობთ დედას პურს და ხაჭაპურს, მოირგებთ ქართულ ნაციონალურ სამოსს, მოამზადებთ კერძებს და ოჯახის წევრებთან ერთად სუფრას მიუჯდებით. თამადობას მასპინძელი გაგიწევთ!

ეს ყველაფერი თბილისიდან 160 კილომეტრის სავალზე, ყვარლის რაიონ, სოფ. ახალსოფელში. სოფელი გარშემოტყულია კავკასიონის მთების საუცხოო ხედებით და მდინარეებით, მდიდარია ისტორიული ძეგლებით (ღვთისმშობლის ეკლესია მე – 6 საუკ.)

იდეა ამ ოჯახის მასპინძელს, –  თიკა დუღაშვილს ეკუთვნის, რომელმაც გადაწყვიტა თბილისი მიეტოვებინა და საცხოვრებლად სოფელში გადასულიყო.

იდეა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაუჩნდა და გადაწყვიტა მთელი ოჯახი ჩაერთო ამ საქმეში. მისი სახლი და ვენახები ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს.

ბუნების ყველა სიკეთე და უნიკალური მიკროკლიმატი საჩუქარად მიიღო, დანარჩენი კი საკუთარი ხელით მოაწყო, არაკომერციულად. ადამიანებთან ურთიერთობა, დღესასწაულების მოწყობა და მასპინძლობა თიკას საყვარელი საქმეა, ამ ყველაფერს კი მისი გამოცდილებაც უწყობს ხელს – პროფესიით ჟურნალისტი და მუსიკოსია.

„ღვინის ეზო N1“-ში ყველა ნივთს სიძველესთან აქვს კავშირი. სახლის ასაშენებლად გამოყენებული წითელი აგური და რიყის ქვა აქაურობის მშვენებაა, ეზოში ქვევრები, კრამიტი და ხის კასრებია, თონე პურს და ნაზუქს ელოდება, საოჯახო მარანში თიხის ჭურჭელი, ტრადიციული ღვინის საწური და მიწაში ჩაფლული ქვევრებია. ხის მოწნული კალათები, ჩალის ქუდი თუ გასაშრობად გამოკიდული სანელებლები აქაურობის სურნელს უფრო ამძაფრებს. მარნის თაროებზე ოჯახში დამზადებული კომპოტები და მურაბები მიმზიდველად გამოიყურება, ოჯახის ტრადიციას ბევრი რამ მოგიყვება. ძველი საკერავის მანქანა რაფაზე შემოუდევთ, ძველი აკვანიც აქვეა, არც ძველებური საანგარიშო დავიწყებიათ. სეზონის მიხედვით აქ ხილისა და ბოსტნეულის შეთავაზებებიც იცვლება, გაზაფხულის პირს არე-მარეს ყვავილები იფერება უკვე, თავს ფისოც ბედნიერად გრძნობს და მზეს ეფიცხება.

სუფრა კახური შეთავაზებებით ხშირად იშლება, აქ ხელმოცარული არც სტუმარია და ამ სოციალური ტურიზმის გემოც სწორედ ესაა. მასპინძელ-სტუმარი თათარასაც ერთად ამზადებს, ჩურჩხელასაც ერთად ამოავლებს საშემოდგომოდ, ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს და აქ იწყება სტუმრების აღფრთვანება – მასტერკლასები გაუგო გემო ნამდვილ კახეთს.

„საკუთარი ხელით ვარემონტებ, არავის ვბაძავ, მჯერა ჩემი ხედვის“, – ამბობს თიკა და ამ რელობაში კონკურენტსაც ვერ ხედავს, ზუსტად იცის რა უნდა და ეს სურვილები სხვებისგან განსხვავებულია. ხშირად უყვებიან ვინ რა გააკეთა, რა სერვისი და პროდუქტი გამოიტანა, მაგრამ არ აღელვებს, საკუთარ ინტუციას მიჰყვება და უმეტესად ის არ ღალატობს.

იცის როგორიც არ უნდა იყოს მარანი, როგორი სახლიც არ უნდა გქონდეს, ადამიანი მაინც უმთავრესია, მასთან მისული უცხოელი სტუმარია და არა ტურისტი, სჯერა, რომ ეს გადამდებია…

„მინდა ნამდვილი ცხოვრება დავანახო, ხილს როგორ ვკრეფთ, პურს როგორ ვაცხობთ, რა დღესასწაულები გვაქვს და ამ დღესასწაულებს როგორ ვხვდებით. ჩემი პროფესია მეხმარება, ოდესღაც თავად ვასწავლიდი ხალხურ სიმღერებს და ჩვენს განსაკუთრებულ სერვისად კახეთის ეთნოგრაფიული ელემენტების გაცნობა ვაქციე“, – ამბობს და ამაყია, რომ უცხოელ სტუმრებთან ერთად იხტუნავა კოცონზე ჭიაკოკონობას, მათთან ერთად დააცხო ტრადიციული ქართული პასკა, მასტერკლასებშიც ჩაერთო ტრადიციული კერძების მოსამზადებლად, უყურა ტრადიციულ ჭიდაობასაც, ისტორიული ძეგლებიც დაათვალიერებინა, ქართული სიმღერაც მოასმენინა… მერე ჩამოჯდა მათთან ერთად და უამბო საქართველოზე, თავს იწონებს კახეთით, როგორი იყო სხვადასხვა პერიოდის გავლენა და როგორია დღეს. ეს მისთვის მნიშვნელოვანია და ამბობს, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ბოთლში ჩამოსხმული ღვინო, ღვინის ფასი კი ნამდვილად იცის – ჯერ პაპისგან, მერე მამისგან და ახლა უკვე თავადაც…

ღვინის ისტორიები უხვად აქვს: დუღაშვილების ქვევრზე დამღა შეინიშნება, ხარისხის ეს ნიშანი ქართულ მეთუნეობაში გვხვდება. თურმე დამღას თიხისგან ამზადებდნენ და ის მხოლოდ მექვევრე ოსტატს ეკუთვნოდა, მემკვიდრეობით არ გადაიცემოდა. ყოველი მექვევრე დამღის დადების უფლებას თავად შრომითა და გამოცდილებით მოიპოვებდა.

„ღვინის ეზოს” მარანში 6 ზედაშე ქვევრია, სტუმრებს სიამოვნებით უხსნიან ზედაშეს მნიშვნელობას, რას ნიშნავს ეს ქართული კულტურისთვის… „თუ მარანში ზედაშე არ არის, მას არ შეიძლება ვუწოდოთ მარანი“ – იკითხება სულხან-საბას ლექსიკონში. ზედაშე – წმინდა ადგილია ოჯახში, რომელსაც სალოცავად იყენებდნენ; ზედაშეს ქვევრში ეკლესიისთვის შესაწირი ღვინო მზადდებოდა; ხშირად ზედაშის ქვევრი წინასწარვე იყო განკუთვნილი რომელიმე დღესასწაულისათვის, მაგალითად, გიორგობისთვის, მარიამობისთვის, შობისთვის…

„ჰოლანდიის ჩრდილოეთით ვცხოვრობდი და სტერეოტიპული მოსაწევის დედაქალაქიდან, ამსტერდამისგან სრულიად განსხვავებული გარემო დამხვდა, სულ სხვა აგროკულტურა იყო, შევხვდი გახსნილ, თავისუფალ ხალხს, ვსტუმრობდი იქაურ უბრალო ადამიანებს. მაინტერესებდაროგორ ცხოვრობდნენრა იყო მათი ტრადიცია, ეთნოსი და მივხვდი რომ ეს არის ნამდვილი ტურიზმი, ეს არის შესაძლებლობა გაიგო როგორ ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა“, – ამბობს თიკა.

მხოლოდ ინტუიცია მაინც არ არისო საკმარისი, ადგა და ნიუკაზში, –  გიდების სკოლაში ისწავლა. აქ კიდევ სხვა თვალით შეხედა ტურიზმს, შეისწავლა თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები და სერტიფიცირებული გიდიც გახდა. ბევრი ქვეყანა მოიარა და იცის რომელ ქვეყანაში რა უნდათ. ამ მოთხოვნბს კი საკუთარ შეთავაზებებში აუცილებლად იყენებს, ამიტომაც შეძლო მთელი კახეთის ერთ ეზოში მოქცევა და ტურისტების/სტუმრების მოზიდვა.

ახლა გეგმები აქვს, საქმეს განვითარება სჭირდება, დასაქმებაც მნიშვნელოვანია და ამ პროცესში ადგილობრივების ჩართვაც განიზრახა. საჯინიბოს მოწყობას გეგმავს, პროექტიც უკვე თითქმის მზად აქვს და გრანტის მოძიებას ცდილობს. მანამდე ისევ საკუთარი ხელით მოწყობილ-გალამაზებული ორი ოთახი Booking-ზე განათავსა და შრომამ დააჯილდოვა კიდეც, შეკვეთებიც უკვე მიიღო. ახლა ისევ მოლოდინშია – გააცნოს საქართველო ახალ სტუმრებს.

წყარო: