სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

ბრუცელოზი თბილისში – „მამიდაჩემს, სისუფთავესა და ნატურალურ კვებაზე გადარეულ ქალს, დაუდასტურდა ბრუცელოზი, ეჭვი გვაქვს, კუმისიდან ჩამოტანილ ჭყინტ ყველს რომ მიირთმევდა, ესაა მიზეზი“

0
ბრუცელოზი თბილისში – „მამიდაჩემს, სისუფთავესა და ნატურალურ კვებაზე გადარეულ ქალს, დაუდასტურდა ბრუცელოზი, ეჭვი გვაქვს, კუმისიდან ჩამოტანილ ჭყინტ ყველს რომ მიირთმევდა, ესაა მიზეზი“
#image_title

ჯგუფში სურსათის უვნებლობა (HACCP) სოფია ხორგუანი (Sofia Khorguan) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს. ამბობს, რომ მამიდას დაუდასტურდა ბრუცელოზი.

„80 წლის მამიდაჩემს, სისუფთავესა და ნატურალურ კვებაზე გადარეულ ქალს, დაუდასტურდა ბრუცელოზი, ეჭვი გვაქვს, კუმისიდან ჩამოტანილ ჭყინტ ყველს რომ მიირთმევდა, ესაა მიზეზი. თბილისში ხდება ეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – სკლინტიან რძეს ხომ გვასმევდით წლები. თურქული ხომ მოედო რეგიონებს. ახლა ბრუცელოზიღა გვაკლდა. გაბღენძილი ფოტოების გამოქვეყნება და ხელის ჩამორთმევის კადრები არ არის მხოლოდ საქმის კეთება!
თქვენი პასუხისმგებლობაა პირდაპირ! საქმეს მიხედეთ, საქმეს! “ – წერს სოფია ხორგუანი.
სურსათის უვნებლობის სფეროში გამოცდილი სპეციალისტი, ირაკლი არაბული
ამბობს, რომ სწრაფი რეაგირებაა საჭირო.
ბრუცელოზი– კონტროლის ღონისძიებები, მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები, გადამდებლობის პერიოდი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

20 ნოემბერი ფერმერის დღეა! – ფერმერის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება

0
ფოტო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
#image_title

20 ნოემბერი ფერმერის დღეა! გარემოს დაცვის და სოფლის მეორნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ფერმერის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები 30 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება.

12:00 საათზე, მე-6 პავილიონში აგრობაზრობა გაიხსნება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მოწვეული სტუმრები დაათვალიერებენ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, 13:00 საათზე მე-3 პავილიონში ჩატარდება. დამსწრე საზოგადოებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სიტყვით მიმართავს.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. ოფიციალური ღონისძიების დასკვნით ნაწილში 2024 წლის წარმატებულ ფერმერებს დააჯილდოებენ. გამოვლინდება 9 ნომინაციაში გამარჯვებული ფერმერი (წლის ახალგაზრდა ფერმერი, ქალი ფერმერი, კაცი ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი, წლის რეგიონში დაბრუნებული ფერმერი, ინოვატორი ფერმერი, ეკოფერმერი, აგროტურიზმზე ორიენტირებული ფერმერი და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი).

„ფერმერის დღის“ აღნიშვნის პარალელურად, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ „სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა“ გაიმართება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერის დღეს 2015 წლიდან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად აღნიშნავს.

ფოტო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

„რას ურჩევდით დამწყებ მეფუტკრეს, თუ სერიოზულად სურს მოჰკიდოს ამ საქმეს ხელი“…

0
რას ურჩევდით დამწყებ მეფუტკრეს, თუ სერიოზულად სურს მოჰკიდოს ამ საქმეს ხელი...
#image_title

– რას ურჩევდით დამწყებ მეფუტკრეს, თუ სერიოზულად სურს მოჰკიდოს ამ საქმეს ხელი?

– დამწყებ მეფუტკრეს ვურჩევ, მიაკითხოს მეფუტკრეობის საზოგადოებას, სადაც საშუალება ექნება, შეიძინოს ყველა სახის ინვენტარი, ლი­ტერატურა და მიიღოს კონსულტაცია მეფუტკრე­ებისაგან.
– არსებობს თუ არა რაიმე წამალი (როგორც მღრღნელების საწინააღმდეგოდ) ქვეწარმავლების გასანადგურებლად?
– ქვეწარმავლებში თქვენ ალბათ გულისხმობთ გველს, რომელსაც არ ანადგურებენ, ამიტომაც ასეთი საშუალება არ არსებობს. თუ თქვენ ახლომახლო დაიდო ბინა და შეგაშინათ, გოგირდი დააბოლეთ, ის აუცილებლად მოსცილდება იქაურობას.
ცნობისათვის: საქართველოში არსებობს 21 სა­ხე­ობის გველი, რომელთაგან მხო­ლოდ 4 სა­ხე­ობაა შხამიანი: გიურზა და სამი სახეობის გველ­გესლა – კავკასიური, ველის, ცხვირრქოსანა.
თუ მოერიდებით, ფეხს არ დაადგამთ ან სხვანაირად არ გააღიზიანებთ, ადამიანს არ ერჩიან. შხამი მათი თავდაცვის საშუალებაა!

გააგრძელეთ კითხვა

ლიმონი კასრში –  ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

არსებობს თუ არა რაიმე წამალი (როგორც მღრღნელების საწინააღმდეგოდ) ქვეწარმავლების გასანადგურებლად?

0
არსებობს თუ არა რაიმე წამალი (როგორც მღრღნელების საწინააღმდეგოდ) ქვეწარმავლების გასანადგურებლად?
#image_title
– არსებობს თუ არა რაიმე წამალი (როგორც მღრღნელების საწინააღმდეგოდ) ქვეწარმავლების გასანადგურებლად?
ქვეწარმავლებში თქვენ ალბათ გულისხმობთ გველს, რომელსაც არ ანადგურებენ, ამიტომაც ასეთი საშუალება არ არსებობს. თუ თქვენ ახლომახლო დაიდო ბინა და შეგაშინათ, გოგირდი დააბოლეთ, ის აუცილებლად მოსცილდება იქაურობას.
ცნობისათვის: საქართველოში არსებობს 21 სა­ხე­ობის გველი, რომელთაგან მხო­ლოდ 4 სა­ხე­ობაა შხამიანი: გიურზა და სამი სახეობის გველ­გესლა – კავკასიური, ველის, ცხვირრქოსანა.
თუ მოერიდებით, ფეხს არ დაადგამთ ან სხვანაირად არ გააღიზიანებთ, ადამიანს არ ერჩიან. შხამი მათი თავდაცვის საშუალებაა!
– მინდა ვარდების გახარება დაკალმებით (თქვენ მიერ აღწერილი მეთოდით), მ­აგ­რამ არ ვიცი, სად შეიძლება ვიშოვოთ ნი­ადა­გის­თვის საჭირო მასალა (გადამ­წვარი ნაკელი, ტორფი). იქნებ მითხრათ კონკრეტული მისამართი.
– გადამწვარი ნაკელის შოვნა შეიძლება თბილისის შემოგარენის ნებისმიერ სოფელში: გლდანი, ლისი, ოქროყანა, შინდისი, ტაბახმელა და ა.შ. ტორფი მოიკითხეთ მემამულეთა კავშირში.
– ქლიავსა და ალუჩას გაუჩნდა თეთრი მკვრივი ფისივით ნივთიერება. ხემ ფოთლები დაყარა. როგორ შეიძლება ვუმკურნალო? 
  გაზაფხულზე ერთი ადგილიდან მეორეზე გა­დავ­რგე ვაშლის ხე, რომელიც 3 წ­ლისაა. სექ­ტემბერში გაუყვითლდა წვეროები, ფოთლები. რისი ბრალი შეიძლება იყოს? 
– აღწერის მიხედვით, თქვენს ქლიავსა და ალუჩას დაემართა კურკოვანებისთვის დამახასიათებელი დაავადება გომოზი, ანუ წებოსდენა. ამის მიზეზი სხვადასხვაა: მოყინ­ვა, ყინვის გამო ხის ქერქის დაზიანება, მზით გამოწვეული დამწვრობა ან სოკოვანი დაავა­დებები.
დიდი მნიშვნელობა აქვს ბაღში ყველა აგ­რო­­ღო­­ნის­ძიების დროულად და ხარისხიანად ჩა­ტარებას. სხვლის დროს მიყენებული ჭრი­ლო­­ბები აუცილებლად უნდა დაამუშაოთ ბაღის მალამოთი. უკვე დაავადებულ ხეებს მოაცილეთ წებო, დაამუშავეთ 1%-იანი შაბიამნის ხ­სნარით (10 ლ წყალზე 100 გ შაბიამანი და 100 გ კირი) და ამის შემდეგ 5-10 წუთის ინტერვალებით 2-3-ჯერ წაუსვით მჟაუნას ახალი ფოთლები, ხოლო შემდეგ ბაღის მალამო.

გააგრძელეთ კითხვა

ლიმონი კასრში –  ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

შეიძლება თუ არა, ბავშვისთვის სახელის დარქმევა გარდაცვლილის პატივსაცემად? – ეს უნდა იცოდეთ

0
შეიძლება თუ არა, ბავშვისთვის სახელის დარქმევა გარდაცვლილის პატივსაცემად? – ეს უნდა იცოდეთ
#image_title

სახელი არ არის მხოლოდ ბგერების კომბინაცია, რომელსაც ჩვენ ერთმანეთს ვუწოდებთ. ეზოტერიზმისა და სულიერების სამყაროში სახელს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალა აქვს.როგორც ეზოტერიკოსები ამბობენ, დაბადებისას მინიჭებული სახელი ატარებს ენერგიულ არსს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მის ბედზე.

რას ნიშნავს სახელი ადამიანისთვის?
სახელი, უძველესი რწმენით, ასოცირდება მფარველ ანგელოზთან, ბედთან და კარმასთან. დაბადების მომენტში თითოეული ჩვენგანი იღებს საკუთარ სახელს და გვარს, რომელიც ატარებს არა მხოლოდ პიროვნულ თვისებებს, არამედ ჩვენი წინაპრების მიერ დასახულ ამოცანებს და დაცვას უხილავი ძალებისგან. თუმცა, ბავშვისთვის სახელის არჩევისას მშობლები და ახლობლები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, ამ სახელის მომავალ შვილზე გავლენის გათვალისწინებით.

ტრადიციად ითვლებოდა, რომ ბავშვისთვის ცოცხალი ნათესავის სახელის დარქმევას შეუძლია უარყოფითი ძალების მოზიდვა. ამიტომ მშობლები ცდილობდნენ აერჩიათ უნიკალური სახელი, რომელიც ხაზს გაუსვამდა პიროვნების ინდივიდუალობასა და ბუნებას.

მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში აქტუალურია გვართან დაკავშირებული საკითხებიც. როდესაც ქალი და მამაკაცი ქორწინდებიან, არა მხოლოდ მათი ენერგია, არამედ მათი წინაპრების ოჯახური ფესვებიც არის გადაჯაჭვული. განქორწინების შემთხვევაში ეს ენერგიული კავშირები არ ქრება და ყოფილი მეუღლის პოზიტიური მოგონებების შენარჩუნებამ შეიძლება პოზიტიური ენერგია შემოიტანოს თქვენს ახალ ცხოვრებაში.

ასევე მნიშვნელოვანია ოჯახური კავშირების დამახსოვრება და მამის შესახებ ინფორმაციის ცოდნა, თუნდაც ის არ  მონაწილეობდეს ბავშვის ცხოვრებაში. თქვენი წარმომავლობისა და ფესვების ცოდნა არის საკუთარი თავის, თქვენი ოჯახის და თქვენი ბედის გაგების გასაღები. აუცილებელია მამის ჩართვა ოჯახურ სისტემაში, რათა ბავშვმა გააცნობიეროს თავისი ფესვები და ააგოს თავისი ცხოვრება ჭეშმარიტებისა და კეთილსინდისიერების საფუძველზე.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქორწინებისთანავე გვარის შეცვლის გადაწყვეტილება თითოეული ქალისთვის ინდივიდუალურია. თუმცა, უძველესი მოძღვრების თანახმად, ეს ასევე არის დამატებითი დაცვა ქმრის ოჯახიდან, რაც ქმნის საერთო ენერგეტიკულ ფარს ახალი ოჯახისთვის. ვიქტორია რიდოსის თქმით, წინაპრების ეს დაცვა ადამიანის ბედის განუყოფელი ნაწილია.

როგორ მოვსპო სახლში ბაღლინჯო

0
როგორ მოვსპო სახლში ბაღლინჯო
#image_title
– მირჩიეთ, როგორ მოვსპო სახლში ბაღლინჯო.
ბაღლინჯოს მოსასპობად ასე მოიქეცით: აიღეთ 120 გ სკიპიდარი, 120 გ ნავთი, 60გ 90%-იანი ღვინის სპირტი და 24 გ ნაფტალინი. თხევადი ნივთიერებები შეურიეთ ერთმანეთს და შიგ გახსენით წმინდად დაფხვნილი ნაფტალინი. ნაზავი შეასხურეთ ყველგან, სადაც შეიძლება ბაღლინჯომ დაიბუდოს.

 

გააგრძელეთ კითხვა

ლიმონი კასრში –  ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

პირველ ადგილს საფერავი იკავებს – ყველაზე ცნობილი ქართული ღვინოები მსოფლიოში

0
#image_title

Tasteatlas-მა 10 ყველაზე ცნობილი ქართული ღვინის შესახებ რეიტინგი განაახლა. რეიტინგში პირველ ადგილს საფერავი იკავებს.

საფერავის წარმოშობის ადგილი აღმოსავლეთ საქართველოა, როგორც გამოჩენა წერს, თუმცა მცირე რაოდენობით გვხვდება აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში, ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებშიც.

ქართულ ღვინოებს შორის მეორე ადგილს იკავებს ქისი. გამოცემა წერს, რომ ქისი ძირითადად კლასიკური მშრალი ქართული ქვევრის ღვინის დასაყენებლად გამოყენება. Tasteatlas-ი აღნიშნავს, რომ ქირის 2000-იანი წლებისთვის გადაშენების პირას იყო, თუმცა ნელ-ნელა მისი გაშენება ხორციელდება.

რეიტინგში მესამე ადგილზეა რქაწითელი. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ რქაწითელი საქართველოში შესაძლოა, ყველაზე პოპულარული თეთრი ყურძენი, მსოფლიოში კი ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშია.

მეოთხე ადგილი ჩინურს ერგო.

ხუთეულს კი ხურავს მწვანე კახური, რომლის წარმოშობის ადგილიც საქართველოა და ძირითადად კახეთში გვხვდება. ეს ქართული ყურძნის ჯიშიც ძირითადად მშრალი ღვინოების წარმოებისთვის გამოიყენება.

მეექვსე ადგილი ცოლიკაურს ერგო. ეს ქართული ვაზის ჯიში ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული.

მეშვიდე ადგილი – თავკვერი. ეს ქართული ყურძნის ჯიში უმეტესად აღმოსავლეთ და ცენტრალურ საქართველოში – კახეთსა და ქართლში გვხვდება. მისგან შესაძლებელია როგორც ტრადიციული კლასიკური, ასევე ქვევრის ღვინის წარმოება.

მერვე ადგილი ძველი ქართული ყურძნის ჯიშმა ციცქამ დაიკავა.

კრახუნამ რეიტინგში მე-9 ადგილი დაიკავა. ძირძველი ქართული ყურძნის სამშობლო იმერეთია. გამოყენება სტანდარტული მშრალი ღვინოების წარმოებისთვის. მას ხშირად ციცქასა და ცოლიკაურს ურევენ.

10 ყველაზე პოპულარული ქართული ვაზის ჯიშის რეიტინგი დახურა შავკაპიტომ. წითელი ქართული ყურძნის წარმოშობის ადგილი ქართლის რეგიონია. Tasteatlas-ი წერს, რომ შავკაპიტოს პოტენციალი დიდია, მისი ნარგავები კი ქართლში მზარდია. ის უმეტესად მშრალი წითელი ღვინის წარმოებისთვის გამოიყენება, მაგრამ შესაძლებელია ქვევრში დაყენება.

როგორ ვებრძოლოთ ლოკოკინას, რომელიც მინადგურებს ბოსტნეულსა და სხვა მცენარეებს?

0
როგორ ვებრძოლოთ ლოკოკინას, რომელიც მინადგურებს ბოსტნეულსა და სხვა მცენარეებს?
#image_title
– როგორ ვებრძოლოთ ლოკოკინას, რომელიც მინადგურებს ბოსტნეულსა და სხვა მცენარეებს?
ლოკოკინა, რომელმაც ბოსტანი გაგინადგურათ, სინამდვილეში გახლავთ ლოქორა (ლო­­ფორთქინა). ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 100-მდე სახეობის ლოქორა დაღოღავს. ამ სა­ზიზღარ მოლუსკს მოსწონს ნესტიანი ადგილები და მასობრივად მრავლდება წვი­მიან ამინდში. მისი სიგრძე სახეობის მიხედვით 3 მმ-დან 15სმ-მდეა. აზიანებს მინდვრის მრავალ კულტურას, ბოსტნეულს, ბაღჩეულს და ა.შ.
ლოქორასთან ბრძოლის მთავარი ღონისძიებაა ნაკვეთის გასუფთავება სარეველებისაგან, რომლებშიც ლოქორა მთელი დღის განმავლობაში აფარებს თავს. მეორე ღონისძიებაა ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით ნიადაგის დაბარვა. ღამის საათებში, როცა ლოფორთქინები საკვებად გამოდიან, თქვენს ნაკვეთს უნდა მოაფრქვი­ოთ ახალჩამქრალი კირის პუდრი (100 მ2-ზე 2-3 კგ). ეფრქვევა ორჯერ 10-15 წუთის ინტერვალით.
პატარა ნაკვეთებში ლოქორას მნიშვნელოვანი რაოდენობის დაჭერა შეიძლება: ფიცრების, სველი ჩვრების, ლინოლეუმის, რეზინის ნაჭრების დაფენითაც, რომელთა ქვეშაც ისინი იყრიან თავს. დაჭერილ ლოფორთქინებს სიამოვნებით მიირთმევენ შინაური ფრინველები. თუ არ შეჭამენ, დააყარეთ მარილი და დაიხოცებიან.

გააგრძელეთ კითხვა

ლიმონი კასრში –  ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

როგორ მოვაშენოთ ქამა სოკო?

0
როგორ მოვაშენოთ ქამა სოკო?
#image_title

– როგორ მოვაშენოთ ქამა სოკო?
– შინაურ პირობებში ქამა სოკოს (შამპინი­ონის) მოშენება შესაძლებელია სარდაფში, მიწურში, სათბურსა თუ პოლიეთილენით გადახუ­რულ კვალსათბურებში და ღია გრუნტშიც კი, სადაც გრუნტის წყლები მიწის ზედაპირიდან საკმაოდ ღრმად არის. თხრიან 2-2,5 მ სიღრმის სარდაფს და სოკო თაროებზე ან იატაკზე მოჰ­ყავთ; სხვა შემთხვევაში, აწყობენ 1-1,4 მ სიგა­ნის, 20-25 სმ სიღრმისა და სასურველი სიგრძის კვალსათბურს. მისი სახურავი გაუმჭვირვალე უნდა იყოს, ამიტომ საჭიროა მისი გადახურვა ფიცრით, შეიძლება ლერწმითაც. სარდაფი უნდა ნიავდებოდეს, რისთვისაც მიწურის კედ­ლებში გამჭოლ, მოპირისპირე სავენტილაციო ხვრელებს აყოლებენ, მათში კი დგამენ მილებს. ამ მილებს აკრავენ წვრილნასვრეტებიან ბა­დე­ებს, რათა მავნებლები არ შევიდნენ. ბოლოს კეთდება ჩასასვლელი კიბე და კარი. ამგვარ მიწურ სარდაფებში მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია მოსავლის უწყვეტად აღება.
შემდეგი ეტაპია ცხენის ახალი ნაკელის შოვ­­ნა და კვალსათბურში ჩატვირთვა. ყოველ­ 10მ3-ზე საჭიროა 4-5 მ3, ანუ 1,6-2,2 ტ ნაკელი, რო­მელშიც შერეული უნდა იყოს საფენი ბზე. რო­ცა ცხენის ნაკელს ვერ შოულობენ (რაც სა­უკეთესოა), მაშინ საფენად იყენებენ ძროხის (საერთოდ, მსხვილფეხა პირუტყვის), ცხვრის ან ღორის ბზეს, ან ნახერხშერეულ ნაკელს. უპრიანია, სხვადასხვა სახის ნაკელი მშრალ ადგი­ლას დაიდგას ცალ-ცალკე გროვებად, რათა წყა­ლი არ მოხვდეს და მისი შერევა სხვადასხვა თანაფარდობით შეიძლებოდეს.
ნაკელის უკმარისობის შემთხვევაში შეიძ­ლე­ბა კომპოსტის გამოყენებაც, რომელიც ასე მზად­დება:
I ვარიანტი: 1 ტ ბზე, 3-4 ტ ცხენის ნაკელი, 4-5კგ შარდოვანა და 60 კგ თაბაშირი.
II ვარიანტი: 1 ტ ბზე, 1,5-2 ტ ცხენის ნაკელი, 200-300 კგ ქათმის ნაკელი.
კომპოსტის მომზადებას იწყებენ საკომპოს­ტე მასალის შტაბელებად ფორმირებით. თითო­ეული მათგანის სიგანე 1,5-1,6 მ უნდა იყოს, სიმაღლე – 1,5-1,6 მ. ფერმენტაციის პროცესი სათანადოდ რომ წარიმართოს, საჭიროა შტაბელში კომპონენტების ფენებად დალაგება. მა­გა­ლითად, ბზე (20-25 სმ), ნაკელი (10-15 სმ) და შარდოვანა. დალაგებულ ფენებს კარგად ასველებენ ნასვრეტებიანი სარწყა­ვით. თითოეულ შტაბელში 4-5 ასეთი ფენა უნდა იყოს. თაბაშირს ამატებენ ბოლო გადაზელისას.
კომპოსტის დამუშავებიდან 5-7 დღის შემდეგ შტაბელებში იწყება ფერმენტაცია – ტემპერატურა იმატებს 65-75º-მდე. ამ დროს საჭი­როა კომპოსტის რეგულარული დასველება, უმჯობესია, დღეში ორჯერ. შემდგომში კომპოსტის გადაზელა ნაკელის მსგავსად ხდება.
კომპოსტის დამუშავება-დასველება და სასუ­ქისა და თაბაშირის დამატება 2-3-ჯერ ხდება. კომპოსტისგან ერთგვაროვანი, ფხვიერი მა­სის მისაღებად მას ჩვეულებრივი ნაკელის ფიწ­ლე­ბით მიწაზე ერთ ფენად შლიან, შემდეგ კვლავ შტაბელებად ალაგებენ. დამუშავების პროცესში 1 ც ნაკელზე ამატებენ 250-300 გ ამონიუმის სულფატს და ერთმანეთში კარგად ურევენ.
თბილ ამინდში, უპრიანია, კომპოსტის გროვა, ანუ შტაბელი, გაკეთდეს მცირე ზომისა, ხოლო სიცივეში მის ზომებს ზრდიან და ტრაპეციის ფორმას აძლევენ.
შტაბელების მეორე დამუშავებას ატარებენ 5-6, ზოგჯერ 7-10 დღის შემდეგ. ამ დროს 1ც კომპოსტს ამატებენ 300-500 გ თაბაშირსა და 150გ სუპერფოსფატს. ამ პროცედურის შემ­დეგ ტემპერატურა შტაბელებში მატულობს 50-60º-მდე, ზოგჯერ 60-75º-მდეც კი. ასეთი შტაბე­ლები სარ­დაფებში შეაქვთ და იქ ალაგებენ. თუ ტემპერატურა დაბალია, შტაბელებს მესამედაც აფხვი­ერებენ.
კომპოსტის მომზადებას (ფერმენტაციას), რო­­­გორც წესი, 18-25 დღე სჭირდება.
როდესაც კომპოსტი ყავისფერს მიიღებს, ამი­­აკის სუნი აღარ ექნება და ბზე ადვილად მოს­წყდება, ეს ნიშნავს, რომ სოკოს მოსაყვანი გრუნ­ტი უკვე მზად არის. მნიშვნელოვანი ნიშა­ნია გრუნტის ტენიანობაც, რომელიც თბილ, მშრალ ამინდში დაახლოებით 65% უნდა იყოს. სათბურებში, რომლებიც არ თბება, ცივ ამინდში გრუნტის ტენიანობა უნდა იყოს 60%, ცივ სარ­დაფში – 55%. თუ ხელის მსუბუქი მოჭერით კომპოსტს წვენი გაუვიდა, ეს ნიშნავს, რომ მი­სი ტენიანობა 70%-მდეა; თუ ხელისგულზე მხო­ლოდ სისველის კვალი დარჩა, ტენიანობა 60%-ს არ აჭა­რ­ბებს, თუ მსუბუქად მოჭერისას ხელისგულს ნაკელის ნაწილაკები მიეწება, ტენიანობა 50%-ია; თუ კომპოსტის გუნდა ხელისგულს ცუდად ეწებება, ეს ნიშნავს, რომ ტენიანობა 40%-ია და გრუნტისთვის არ გამოდგება.
გრუნტის მომზადების შემდეგ საჭიროა სარ­­დაფში მისი შეტანა და დაგება. მანამდე აუცი­ლებელია სარდაფის კარგად განიავება, ზედმი­წევნით გაწმენდა-გასუფთავება და დეზინ­ფექ­ციის ჩატარება. სადეზინფექციოდ გამოიყენება 0,25-0,5ლ 40%-იანი ფორმალინი, გაზავებული 10ლ წყალში. 1მ2-ზე საჭიროა 0,25ლ ამგვა­რი ხსნარი. შესხურების შემდეგ სარდაფის კარ-­ფან­ჯარა და სავენტილაციო მილები 2 დღე-­ღა­მის განმავლობაში იხურება.
თუ სოკო სტელაჟების გარეშე ერთ იარუს­ზე უნდა მოშენდეს, დამუშავებულ კომპოსტს შლიან პირდაპირ იატაკზე, 40-45 სმ სისქეზე და ტკეპნიან მანამდე, ვიდრე ფენა 25-30 სმ-მდე დაიწევს. თუ კომპოსტი ნაკლებტენიანია, სარწყავით ზომიერად ასველებენ.
შამპინიონის მოსაყვანად აკეთებენ 0,7-0,8მ სიგანისა და 22-25 სმ სიმაღლის კვლებს.
მიცელიუმის ჩათესვა. 10-20 დღის შემდეგ, როგორც კი კვლებში ტემპერატურა 25º-მდე და­იწევს, იწყებენ მიცელიუმის ჩათესვას. სა­უკე­თე­სო ხარისხისაა სტერილურ პირობებში გაზრდილი ახალი მიცელიუმი.
მიცელიუმის ჩათესვა ხდება პალოების გა­მოყენებით – მათი საშუალებით გრუნტს 4-7სმ-ით ასწევენ, პატარა ფოსოში მოათავსებენ 20-30გ მიცელიუმის შემცველ მასას და გრუნტს აფა­რე­ბენ. მიცელიუმს თესავენ ჭადრაკულად – ერთ­მანეთისგან 25X25 სმ-ის დაცილებით. დარ­გვის ნორმაა 1 მ2-ზე 400-500 გ.
7-10 დღის შემდეგ, როდესაც მიცელიუმი ჩა­იზრდება, სარდაფში ჰაერის ტემპერატურას 12-14º-მდე აყენებენ. მიცელიუმის შესამოწმებ­ლად ფრთხილად ასწევენ ნაკელს სხვადასხვა ად­გილზე – თუ მიცელიუმი დარგული ადგილის ირ­გვლივ 1-2 სმ-ით გაზრდილია, შედეგი და­მაკ­მაყოფილებლად ფასდება. დათესვიდან 18-20 დღის შემდეგ, როცა მიცელიუმი 4-5 სმ-ზე გა­იზ­რდება, ჩათესილი ადგილის გარშემო მიწას აყ­რიან. ამისთვის საუკეთესოა ბოსტნის სილნარი, რომელიც მანამდე ნაკელით ან ნეშომპალით იყო განოყიერებული. ასეთ მიწას, გაფხვიერებულსა და გაცრილს, აყრიან კვლებს 4-5 სმ სისქეზე; დატკეპნა არ არის საჭირო, რათა აერაცია არ დაირღვეს.
მოვლა. კვლებზე გაცრილი მიწის მობნევის შემდეგ გრუნტში ტემპერატურა 10-12º-მდე ეცემა, რაც ნაყოფიანობის მთელ პერიოდში უნდა შენარჩუნდეს. ტენიანობა უნდა შეადგენდეს 60-70%-ს (ხელის მოჭერისას ხელისგულზე სისვე­ლე არ უნდა დარჩეს). თუ ტენიანობა დაქვეი­თე­ბულია (ნიადაგი მუჭში ცუდად გუნდავდება), აუცილებელია წვრილნასვრეტებიანი სარწყა­ვით მორწყვა, 1 მ2-ზე ასხამენ 2-5ლ წყალს. არ შე­იძლება წყალმა კვლის ქვედა ფენაში ჩაჟო­ნოს, ეს მიცელიუმის ნაადრევ დაბერებასა და დაღუპვას გამოიწვევს.
მოსარწყავად 10-12º-მდე ტემპერატურის სუ­ფ­თა, თბილ წყალს იყენებენ. სარდაფი რეგუ­ლა­რულად უნდა ნიავდებოდეს, ჰაერის ტემპე­რა­ტურა – 15-17º, შეფარდებითი ტენიანობა კი 85-90% უნდა იყოს.
მოსავლის აღება. შამპინიონი მოსავალს იძ­ლევა მიცელიუმზე მიწის დაყრიდან 15-40 დღის განმავლობაში, უფრო ხშირად კი 20-25 დღის შემდეგ, რაც მოყვანის პირობებზეა დამოკი­დე­ბული.
პირველი მოსავალი, როგორც წესი, მცირეა, დაახლოებით 5-7 დღის შემდეგ იმატებს და უცბად წყდება. ასეთი თანამიმდევრობა 5-7-ჯერ მეორდება, რის შემდეგაც ჩნდება ერთეული სო­კოები. ყველაზე დიდი მოსავალი მიიღება მოსავლიანობის დაწყებიდან 20-40 დღის შემდეგ. მისი ხანგრძლივობა უფრო ხშირად სამ-ოთხ თვეს გრძელდება.
სოკოს კრეფენ, როცა ფეხსა და ქუდს შორის საბურველი იწყებს განვითარებას. მოკრეფის დაგვიანების შემთხვევაში ის იგლიჯება და ქუდი იხსნება – ასეთი სოკოები არასტანდარტულია. სოკოს იღებენ ძალიან ფრთხილად, რათა მიცელიუმი არ დაზიანდეს; ამისათვის სოკოს არ გლეჯენ, ნელ-ნელა ატრიალებენ, თითქოს ამოხრახნა უნდათო, და ფრთხილად ამოსწევენ, რათა არც ფეხი დაზიანდეს და არც მიცელიუმი. ქამა სოკო იკრიფება ყოველდღე, საშუალო მოსავალი 1 მ2-ზე 3-6 კგ-ია.
სოკოს მოყვანას გარკვეული გამოცდილება სჭირდება, მაგრამ როცა საქმეში გაიწაფებით, კარგ შემოსავალსაც მიიღებთ.

გააგრძელეთ კითხვა

ლიმონი კასრში –  ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

რა და როგორ დავრგოთ აივანზე ან სახლის სახურავზე, რომელსაც ბრტყელი გადახურვა აქვს?

0
რა და როგორ დავრგოთ აივანზე ან სახლის სახურავზე, რომელსაც ბრტყელი გადახურვა აქვს?
#image_title

– რა და როგორ დავრგოთ აივანზე ან სახლის სახურავზე, რომელსაც ბრტყელი გადახურვა აქვს?
– სახლის სახურავსა და აივანზე, ფაქტობ­რივად, ყველა სახის მცენარის გაშენება შე­იძ­ლება, როგორც ბალახოვანი, ისე ბუჩქოვანი და ხემცენარეების. მაგრამ ამ სიამოვნებას გარკვეული ინვენტარი და, რა თქმა უნდა, შესაბამისი თანხები ესაჭიროება. სახლის ბ­რტყელ სახურავზე ბაღის გაშენების პრაქტიკა დღევანდელი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს, რის­თვისაც სახლის მშენებლობისას საჭირო მოწყობილობას ითვალისწინებენ. ჩვენს პირობებში ყვე­­ლაფერი თქვენ თვითონ უნდა მოიფიქროთ. ასე, მაგალითად, ხეები და ბუჩქები შესანიშნავად გრძნობენ თავს ძველ, გამოუსადეგარ კასრებში, ლითონისაგან შეკრულ კუბებში, ვედროებში, შესაბამისი ზომის ხის ყუთებში და ა.შ. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სახურავზე ძლიერ აჭერს მზე და მეტალის ქოთნები, კუბები, კასრები და ა.შ. აუცილებლად თეთრად უნდა შეიღებოს. განსაკუთრებით საყურადღებოა აქ გაშენებული მცენარეების წყლით მომარაგება, ყოველდღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ აუცილებლად უნდა მოირწყოს და შეშრობისთანავე ნიადაგი გაფხვიერდეს.
ნიადაგად გამოიყენეთ ნეშომპალით მდი­და­რი მიწა. კასრს ფსკერი აუცილებლად გახვ­რე­ტილი უნდა ჰქონდეს და მდინარის კენჭებით მოხრეშილი. კასრიდან დაწრეტილი წყალი უნდა გროვდებოდეს სადგამში (ისე, როგორც ქოთნის მცენარეებში) და ზედ მიდუღებული მილით წყალი იღვრებოდეს სანიაღვრეში. სხვათა შორის, ერთი ძირი ვაზისთვის ან ხემცენარის დასარგავად ძველი აბაზანაც გამოდგება, მას ხომ წყლის გამოსასვლელიც აქვს. მასში, ვაზთან თუ ხესთან ერთად, შეგიძლიათ მწვანილიც მოიყვანოთ. როცა სახუ­რავზე ან აივანზე გასაშენებელ ხეებზეა ლაპარაკი, იგულისხმება ნაგალა საძირეზე დამყნილი ხეები. დარგვით კი შეგიძლიათ დარგოთ: ვაშლი, მსხალი, ატამი, ლეღვი, თხილი და ა.შ. სახურავზე, თუ ამისთვის საკმარისი ფართობია, იმდენი ყურძნის მოყვანა შეიძლება, რომ ღვინოც დაწუროთ.
შესანიშნავი კოინდრის მოლის აბიბინება შე­იძლება სახურავზე, თუ შესაბამის ორ­ფსკერიან, ნებისმიერი ფორმის მეტალის ჭურჭელს შე­აკ­ვრევინებთ. ანდა შეიძლება სადგამი მეტალის იყოს და რაშიც მცენარე ითესება – ფიცრისგან შეკრული.
დანარჩენი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკი­დე­ბული.
– გთხოვთ მიპასუხოთ, სად არის ფიჭვის ხე გავრცელებული, რა დადებითი თვი­სებები აქვს მას და რაში იყენებენ დღესდღეობით?
– ფიჭვი მარადმწვანე წიწვიანი ხეების, იშვიათად გართხმული ბუჩქების, გვარია ფ­ი­ჭ­ვისებრთა ოჯახში. მისი სიმაღლე 1,5 მ-დან 50-75 მ-მდეა. გვალვაგამძლე და სინათლისმოყვარული მცე­ნა­რეა, დაჩრდილვას ვერ იტანს; ტყეებს ქმნის როგორც მდიდარ, ისე მწირ და ქვიან ნიადაგზე, კირქვებსა და ტორფიან ადგილებში. 10-მდე სახეობაა გავრცელებული ჩრდილო ნახევარსფეროში; საქართველოში ფიჭვის 4 სახეობა გვხვდება: კავკასიური, ანუ სოსნოვსკის ფიჭვი, ბიჭვინთის, ელდარისა და კოხის. ჩვენში თითქმის ყველგანაა გავ­რცელებული, უმთავრესად მთის ზედა სარტყელში. დიდ მასივებს ქმნის სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისის შემოგარენის გამწვანებაში არსებული წიწვიანების 99% ფიჭვია. იძლევა კარგ სამშენებლო მერქანს; წიწვი შეიცავს ეთერზეთს – წიწვის სუნის მქონე მოყვითალო-მომწვანო ფერის სითხეს, რომელიც გა­მოიყენება პარფიუმერიაში, ხოლო ფიჭვის კვირტები – მედიცინაში.

გააგრძელეთ კითხვა

ლიმონი კასრში –  ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)