სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

ათონის წმინდა მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა

0
ათონის წმინდა მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა
#image_title

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მთავარანგელოზების სახელობის ტაძრის „ქართული კელიის“ ტერიტორიაზე, ქართულ დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშის ნერგების დარგვის ღონისძიებაში მიიღო.

ვიზიტის ფარგლებში, კელიის ტერიტორიაზე ქართული ვაზის 30 ჯიშის 500-ზე მეტი ნამყენი ნერგი დაირგო. აღსანიშნავია, რომ ნერგების დარგვა 13 ნოემბერს, 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღეს განხორციელდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხრიდან მონასტერს ვაზის ჯიშებთან ერთად ასევე ქართული ადგილობრივი ხორბლის 10 სახეობისა და ჯიშის სათესლე მასალა გადაეცა.

ქართული დელეგაციის ვიზიტს ორგანიზება საქართველოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. თესალონიკში გელა ჯაფარიძემ გაუწია.

ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

0
კრახუნა, აღწერა და ისტორია 
#image_title

კრახუნა, აღწერა და ისტორია

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯიში გამოიყენება ევროპული და იმერული ტრადიციული ღვინოების, ასევე, მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად.
ევროპული წესით დაყენებული ღვინო მოყვითალო-ჩალისფერია, ხასიათდება სისრულით, ენერგიით და სასიამოვნო გემოთი.
იმერული წესით დაყენებული კრახუნას ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერილობით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით. დაძველებისას კრახუნას ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება. იგი მოოქროსფრო-ყვითელ ფერს იღებს და ივითარებს ძლიერ ჯიშურ ბუკეტს.
ყურძნის დაგვიანებით დაკრეფისას, კრახუნასგან შეიძლება დამზადდეს მაღალი ხარისხის შემაგრებული და სადესერტო ღვინო, რომელიც ხასიათდება მდიდარი ჯიშური არომატით და ხალისიანი მჟავიანობით.
ჯიში საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ზესტაფონის რაიონში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 21,0-23,0 %-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,5-8,5 გ/ლ.
წყარო: Agrokavkaz.ge

შეუძლებელი არაფერია, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს – სიმინდის ყანა, მეცხოველეობა, სალათის ფურცლის პლანტაცია  ფერმერი დაუღალავად შრომობს და ყოველდღიურ გამოწვევებს უშიშრად უმკლავდება

0
#image_title

გაბრიელ ძებისაშვილი ექვსი წელია, საკუთარი შრომით ავითარებს სოფლის მეურნეობას

სიმინდის ყანა, მეცხოველეობა, სალათის ფურცლის პლანტაცია 
ფერმერი დაუღალავად შრომობს და ყოველდღიურ გამოწვევებს უშიშრად უმკლავდება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

0
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით
#image_title

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. თბილისის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის, ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება.

პროექტით, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით. ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს. მოქმედი ნორმით, აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

აღნიშნული ცვლილების ინიციატორის, „ქართული ოცნების“ განმარტებით, დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მათ შორის დიდი გაბარიტების მქონე 37 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რაც ქმნის ე.წ. საცობებს და საავარიო სიტუაციების წარმოქმნის რისკს, განსაკუთრებით პიკის საათებში, ხოლო მათი დაზიანება დიდ ზეგავლენას ახდენს გზის გამტარუნარიანობაზე.

როდის და რა სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებენ თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები საახალწლოდ?

0
ბაგა-ბაღების აღსაზრდელები

თბილისის მერია ყოველწლიურად საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლოდ სასაჩუქრე ყუთებს გადასცემს. პატარებისათვის განკუთვნილ სასაჩუქრე ყუთებში სხვადასხვა ტკბილეული და ნუგბარი იქნება.

წელსაც პატარებისთვის შესასყიდი საჩუქრებისთვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც უკვე დასრულებულია და ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სასაჩუქრე შეფუთვაში იქნება:

ბისკვიტის ნამცხვარი – 1 ცალი, წონა არანაკლებ 30 გრამირძიანი შოკოლადის ფილა – 1 ცალი, წონა არანაკლებ 40 გრამივაფლის მილაკები – 25 ცალი, წონა არანაკლებ 130 გრამიორცხობილა რძით – შეფუთვაში 4 ცალი, მასა არანაკლებ 35 გრამიკარამელის კანფეტი ჯოხზე – წონა, არანაკლებ 35 გრამიდრაჟე ფერადი გლაზურით – შეფუთვაში 18 ცალი ფერადი დრაჟე. შეფუთვის წონა არანაკლებ 20 გრამი.რძიანი შოკოლადი ხრაშუნა ვაფლით – წონა არა ნაკლებ 35 გრამი.შოკოლადის ფილების ნაკრები – შეფუთვაში 4 ცალი, საერთო წონა არანაკლებ 50 გრამი.შოკოლადის ბატონი სუფლეთი – წონა არანაკლებ 40 გრამივაფლი რბილი კარამელით და რძიანი შოკოლადით – წონა არანაკლებ 35 გრამი.

კომპოტებს ახასიათებს კიბოს რისკის ზრდა – როგორ მოვამზადოთ ალტერნატიული სასმელი

0
კომპოტებს ახასიათებს კიბოს რისკის ზრდა
#image_title

ექიმი, ბიოთერაპევტი, ნუტრიციოლოგი ჯაბა ტყემალაძე, სოციალური ქსელის მეშვეობით, კვებასთან დაკავშირებით, უამრავ სასარგებლო ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას – რომელი პროდუქტი როგორ მივირთვათ და ასე შემდეგ.

ექიმი გვამცნობს, რომ კომპოტი სულაც არ არის უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მით უფრო საზიანოა ზამთრისთვის შენახული კომპოტები.

ჯაბა ტყემალაძე: კომპოტებს ახასიათებს კიბოს რისკის ზრდა „თხევადი შაქრის“ (რომელიც ხელს უწყობს სოკოების, საფუარის და ვირუსების გამრავლებას) გამო, ისევე როგორც ლიმონათს და ხილის წვენებს. კომპოტის ჩენჩოს გაფუებული ბოჭკოები ადვილად იწყებს დუღილს და დისკომფორტს უქმნის ნაწლავებს. შენახვისას კომპოტი თანდათან გამოიმუშავებს ტოქსინებს, რომლებიც ყველაზე საშიშია თირკმელებისთვის.

კომპოტის ალტერნატივა შეიძლება იყოს – სხეულის ტემპერატურამდე გაგრილებული ჩაივით მომზადებული ნაყენი- ადუღებამდე მიყვანილი წყალი დაასხით სასარგებლო ხილის ნაჭრებს და შემდეგ 10-15 წუთის განმავლობაში დააყენეთ.

კულინარიული ექსპედიციის მიერ შეგროვებული უნიკალური ქართული საწებლების რეცეპტები 

0
#image_title

კაჟან ცისკარელის მიტოვებული სახლი, რომელიც უნიკალურია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

კულინარიული ექსპედიციის მიერ შეგროვებული უნიკალური ქართული საწებლების რეცეპტები 

5 სოფელი საქართველოში, რომელსაც უცნაური და ღიმილისმომგვრელი სახელი აქვს

0
5 სოფელი საქართველოში, რომელსაც უცნაური და ღიმილისმომგვრელი სახელი აქვს
#image_title

5 სოფელი საქართველოში, რომელსაც უცნაური და ღიმილისმომგვრელი სახელი აქვს – საქართველოში სოფლების სახელები ხშირად დაკავშირებულია ადგილობრივი ისტორიის, მიკროკულტურების, ტრადიციებისა და მოსახლეობის ცხოვრების წესთან. ბევრი სოფლის სახელი განსაზღვრავს მის ხანგრძლივ ტრადიციას და  ისტორიას.

სოფელი, რომელსაც უცნაური სახელი აქვს – მათხოჯი – სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში

უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი ბზუბზუ აჭარაში

უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი ძუყნური სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში

უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი სასირეთი სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში

უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი გოჭკადილი, ანუ გაჭედილი არტვილის მუნიციპალიტეტში

#drpkhakadze

 

 

შეიძლება თუ არა პომიდვრის მაცივარში შენახვა – ირაკლი არაბულის რეკომენდაციები

0
შეიძლება თუ არა პომიდვრის მაცივარში შენახვა – ირაკლი არაბულის რეკომენდაციები
#image_title

პომიდვრის მაცივარში შენახვა არ შეიძლება

სურსათის უვნებლობის სფეროში გამოცდილი სპეციალისტის, ირაკლი არაბულის რეკომენდაციები პომიდვრის მაცივარში შენახვასთან  დაკავშირებით:

„პომიდვრის გემო დამოკიდებულია მის სიმწიფეზე და მისი სიმწიფის პერიოდზე. მაცივარში შენახვისას დაბალი ტემპერატურა პომიდორს ხელს უშლის, რომ დამწიფდეს ბოლომდე. ამიტომ პომიდორი უნდა შევინახოთ მაცივრის გარეშე ისეთ ადგილას, სადაც პომიდორი განაგძრობს სიმწიფის პროცესს და უფრო გემრიელი ხდება.

თუ არ გსურთ პომიდორი ზედმეტად დამწიფდეს და წავიდეს სიდამპლისკენ, ამ შემთხვევაში შეიძლება შეინახოთ მაცივარში. თუმცა პომიდორი გემრიელი რომ იყოს, საჭიროა დამწიფდეს სრულყოფილად. ამისთვის კი მაცივრის გარეშე გრილ ადგილას უნდა შეინახოთ…“ – ამბობს ირაკლი არაბული

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ფუტკრის კიდევ ერთი საოცარი პროდუქტი –  აუცილებლად წასაკითხი – მამალი ფუტკრის ჰომოგენატი და მისი სამკურნალო თვისებები

0
ფუტკრის კიდევ ერთი საოცარი პროდუქტი -  აუცილებლად წასაკითხი - მამალი ფუტკრის ჰომოგენატი და მისი სამკურნალო თვისებები
#image_title

ფუტკრის კიდევ ერთი საოცარი პროდუქტი –  აუცილებლად წასაკითხი

 მამალი ფუტკრის ჰომოგენატი
მამალი ფუტკრის ჰომოგენატი და მისი სამკურნალო თვისებები
მამალი ფუტკრის ჰომოგენატი წარმოადგენს უძვირფასეს ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს, რომელიც მიიღება მამალი ფუტკრის ჭუპრების გამოპრესვის (გამოწურვის) გზით.
გამოწურვის შედეგად, მიიღება სპეციფიკური სუნის და ნაცრისფერი ან მოყვითალო ფერის ბლანტი სითხე. ზოგჯერ მას მამალი ფუტკრის რძესაც უწოდებენ.
მამალი ფუტკრის ჰომოგენატი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილების გარდა შეიცავს: ამინომჟავებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, მიკროელემენტებსა და ა.შ. ასევე დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მაგალითად – D ვიტამინის შემცველობით, ჰომოგენატი თევზის ქონსაც კი აღემატება. B ვიტამინში კი ყველა ელემენტია – B¹ – დან B¹²-ის ჩათვლით.
მამლი ფუტკრის მატლის რძეს, ანუ ჰომოგენატს აქვს მძლავრი გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი მოქმედება. მისი მიღება აბსოლუტურად ყველას შეუძლია საკვები დანამატის სახით.
მისი მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ, ენის ქვეშ მოთავსებით და ამ შემთხვევაშიც, ნახევარი საათის განმავლობაში, არ უნდა დალიოთ არანაირი სითხე. მამალი ფუტკრის ჰომოგენატი კარგად არის ცნობილი თაფლის მწარმოებლებისთვის, თუმცა მის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია აქვთ ჩვეულებრივ ადამიანებს.
მამალი ფუტკრის ჰომოგენატის 50% შედგება იგივე კომპონენტებისგან, რისგანაც შედგება ფუტკრის რძე, ბუნებრივი ნივთიერებების დანარჩენ 50%-ს კი უნიკალური თვისებები გააჩნია, რაც მზა პროდუქტს განუმეორებელ ხარისხს ანიჭებს.
იგი წარმოადგენს მაღალხარისხოვან ცილას, შეიცავს 37 ამინომჟავას და 30 უჯერ ცხიმოვან მჟავას. რის გამოც ხელს უწყობს მაღალი ფიზიკური და გონებრივი აქტივობის აღდგენას და შენარჩუნებას გადაჭარბებული დატვირთვების დროსაც კი.
მამალი ფუტკრის ჰომოგენატი გაჯერებულია ფიტოჰორმონებით და A, D, E და B ჯგუფის ვიტამინებით.

მისი რეგულარული მიღება აფერხებს პროსტატიტისა და წინამდებარე ჯირკვლის ადენომის განვითარებას, პრეპარატით მკურნალობენ ლიპომას, მასტოპათიას, ფიბრომას.
პრაპარატი ხელს უწყობს სპერმის პროდუცირებას (სპერმატოგენეზი) მამაკაცებში და კვერხუჯრედების ფუნქციონირების აღდგენას ქალებში. ასევე გამოიყენება უშვილობის მკურნალობისთვის როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
ეს პროდუქტი აძლიერებს მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას და ხელს უშლის ზოგიერთი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის ზრდას. გააჩნია მაღალი კვებითი ღირებულება. მაგალითისთვის, D ვიტამინის არსებობა მასში 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე თევზის ქონში.
აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ და გონებრივ აქტივობასთან ერთად იგი ხელს უწყობს ლიბიდოს გაძლიერებას როგორც ქალებში, ასევევ მამაკაცებში, ორგანიზმში ისეთი ჰორმონების წარმოქმნის ხარჯზე, რომლებიც სექსუალურ აქტივობაზე არის პასუხისმგებელი.
ჰომოგენატი რეკომენდებულია დასუსტებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მათთვის ჰომოგენატს ურევენ თაფლში (პროპორციით 2:1) და აძლევენ 1-2 სუფრის კოვზს დღეში.
მამალი ფუტკრის ჰომოგენატს გააჩნია შემდეგი თვისებები:
»» იწვევს ორგანიზმის მატონიზირებელ მოქმედებას;
»» აუმჯობესებს მადას, ძილის ნორმალიზაციას;
»» ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულაციას;
»» აღადგენს ნივთიერებათა ცვლისა და ქსოვილების კვების პროცესს;
»» ხელს უწყობს ორგანოების დარღვეული ფუნქციების ნორმალიზებას;
»» ხელს უწყობს არტერიული წნევის სტაბილიზაციას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევის დონეს;
»» ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
»» აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის მოქმედებას;
»» ამაღლებს სექსუალურ აქტივობას, შრომისუნარიანობას;
»» ამაღლებს მაღალი დიდი ფიზიკური და ემოციონალური დატვირთვების მიმართ ტოლერანტულობას;
»» გააჩნია ანტიანთებით და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები
მამალი ფუტკრის ჰომოგენატი წარმატებით გამოიყენება კომპლექსში ფიტოთერაპიასთან ერთად. სამკურნალო მცენარეებისა და მამალი ფუტკრის რძის ნაზავს იყენებენ თვალების დაავადების სამკურნალოდ, ბიოსტიმულაციისთვის და დიეტური კვებისთვის.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა.
შეიძლება იყოს ტუჩფეხიანები გამოსახულება
ტექსტი აღებულია ქალბატონი მაკა ჭავჭანიძის ჯგუფიდან.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.