მუხა – Quercus
მსოფლიოში გავრცელებულია მუხის გვარის 450-600-მდე სახეობა, რომელთაგან ნაწილი ფოთოლმცვენია, ნაწილი მარადმწვანე (ძირითადად, ტროპიკებსა და სუბტროპიკებში).
წყარო: ეროვნული სატყეო სააგენტო
წყარო: ეროვნული სატყეო სააგენტო
ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების“ დირექტორი ირაკლი იზორია აცხადებს, რომ რეგულაცია მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას.
მისი თქმით, გარდა სიჩქარის შემზღუდავებისა, აღნიშნული ტიპის მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში ტაქოგრაფებიც დამონტაჟდება.
2025 წლიდან საქართველოში ყველა ავტობუსსა და მიკროავტობუსში, რომელიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს, დამონტაჟდება სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობები და ტაქოგრაფები. აღნიშნული რეგულაცია მიზნად ისახავს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებასა და მგზავრთა უსაფრთხოების გაზრდას.
სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობები და ტაქოგრაფები – როგორ იმუშავებს სისტემა?
რეგულაციის მიხედვით, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში დამონტაჟდება სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობები, რაც საშუალებას მისცემს ავტორიტეტულ ორგანოებს მუდმივად აკონტროლონ მძღოლების მიერ ზედმეტი სიჩქარის გადაჭარბება. გარდა ამისა, აღნიშნული ტრანსპორტისთვის აუცილებელი იქნება ტაქოგრაფის ინსტალაცია – მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად თვლის მძღოლის მუშაობისა და დასვენების პერიოდებს.
რა არის ტაქოგრაფი და როგორ მუშაობს?
ტაქოგრაფი არის მოწყობილობა, რომელიც ავტობუსის ან მიკროავტობუსის მოძრაობასა და მძღოლის მოქმედებებს მონიტორინგს უწევს. პოტენციური დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, პატრულს შეუძლია 30 დღის განმავლობაში ამოიღოს მონაცემები და გაიგოს, სად გადააჭარბა მძღოლმა სიჩქარეს, რამდენ ხანს დაისვენა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
ასევე, რას ითვალისწინებს რეგულაცია?
რეგულაცია ითვალისწინებს, რომ მხოლოდ ვიდეო კონტროლის ან პოლიციის პატრულის მიერ გზებზე ზოგჯერ შეუძლებელია ყოველი მოძრაობის კონტროლი. სწორედ ამიტომ, სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობები და ტაქოგრაფები მოგვცემენ უფრო დეტალურ და ზუსტ მონიტორინგს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობის უსაფრთხოებას.
ვადები და ცვლილებები
როგორც ირაკლი იზორია განმარტავს, რეგულაციები ვრცელდება ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებენ, და მათი ამოქმედება 2025 წლიდან დაიწყება, როდესაც ახალი ავტოსადგურების რეგულაციები ამოქმედდება. ამ დროისთვის ყველა ავტობუსი და მიკროავტობუსი უნდა იყოს აღჭურვილი სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობებითა და ტაქოგრაფებით.
რატომ არის ეს რეგულაცია მნიშვნელოვანი?
რეგულაცია მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს ავტოტრანსპორტის უსაფრთხოებას. დღეისთვის საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა კვლავ ერთ-ერთი პრობლემური სფეროა, რაც ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევს. ტაქოგრაფების და სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობების დაყენება მიზნად ისახავს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას, გაუმჯობესებული კონტროლის პირობებში. გარდა ამისა, აღნიშნული სისტემა ასევე დაგვეხმარება საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.
დასკვნა
ახალი რეგულაციები ავტობუსების და მიკროავტობუსების სიჩქარის კონტროლისა და მძღოლების მონიტორინგის პროცესს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. 2025 წლიდან ამ რეგულაციების ამოქმედება შემოიტანს კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას გზებზე და ხელს შეუწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას. ამ ნაბიჯით, საქართველო გაემიჯნება წარსულს, სადაც საგზაო უსაფრთხოება არ იყო საკმარისი, და ერთ ნაბიჯს წინ გადადგამს ევროპული სტანდარტებისკენ.
ხის მორისგან ძველებური ჭურჭლის, საგომელის დამზადების წესი
მიუხედავად იმისა, რომ ბოცვერი და კურდღელი ერთი ოჯახის წარმომადგენლები არიან და შესახედავადაც გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს, მაინც სხვადასხვა გვარს მიეკუთვნებიან და ბევრი რამითაც განსხვავდებიან. შინაური ბოცვრების წინაპრები დღესაც არსებობენ და შესანიშნავად გრძნობენ თავს ევროპის ბევრ ქვეყანაში, აზიაში, აფრიკაში. ბოცვრების სამშობლოდ მიჩნეულია ესპანეთი. ბოცვრის მაკეობის ხანგრძლივობა 28-30 დღეა, კურდღლისა 50-52 დღე; კურდღლის ბაჭიები იბადებიან თვალახელილნი და ბეწვით შემოსილნი, ბოცვრისა – შიშვლები და თვალაუხელელნი. კურდღლები აწოვებენ რამდენიმე დღეს, ბოცვრები 30-45 დღეს. ველური ბოცვრები ცხოვრობენ სოროში დიდ ჯგუფად, კურდღლები კი სოროს საერთოდ არ იკეთებენ.

ბოცვრის ბაჭიები 5-7 დღის შემდეგ ბეწვით იმოსებიან, 9-10 დღის შემდეგ თვალებს ახელენ; პირველი 3 კვირის განმავლობაში ბოცვრის ბაჭიები მხოლოდ ძუძუთი იკვებებიან.
კარგი კვების პირობებში ბაჭიები 3,5-4 თვის ასაკში 2,8-3,3 კგ-ს აღწევენ. 8-10 თვის ბაჭიები უკვე ზრდასრულნი არიან. მათ გამრავლების მიზნით მხოლოდ 3-4 წელს ინახავენ. დასაკლავი ფაზა 3,5-4 თვეა.
ბოცვრების ზომა და წონა ჯიშების მიხედვით სხვადასხვაა და მერყეობს 2,5 კგ-დან 8 კგ-მდე (ცოცხალი წონა).
ბოცვერი ერთ-ერთი ყველაზე მაღალნაყოფიერი ცხოველია, ერთი დედალი წელიწადში 50-60 ბაჭიას შობს. ხუთი დედლის ნამრავლი სრულიად საკმარისია 4-5-სულიანი ოჯახის ხორცით გამოსაკვებად მთელი წლის განმავლობაში. მისი ხორცი რეკომენდებულია ნებისმიერი დიეტის დროს იმიტომ, რომ მასში, სხვა ხორცთან შედარებით, ქოლესტერინი ყველაზე ნაკლებია, ცილების შემცველობა კი ყველაზე მეტი.
ეს მცირე მონაცემებიც საკმარისია იმისთვის, რომ მეურნე კაცი დაინტერესდეს მებოცვრეობით. რა თქმა უნდა, დასაწყისში ყოველგვარი საქმიანობა ძნელია, კონსულტაციებს ჩვენ მოგაწვდით `მამულ-დედულის~ მეშვეობით. თქვენს მამულში ჩადგით ბოცვრებისათვის განკუთვნილი გალიები თავისი საკვებურებითურთ. ნაკვეთში იმდენი საკვების მოპოვება შეიძლება, როგორც კულტურული მცენარეების ნარჩენების, ისე სარეველების სახით, რომ ბოცვრების საკვების 50% შინ გექნებათ, დანარჩენს კი, რა თქმა უნდა, შეიძენთ. კარგად მოვლილი ფერმა სულ მალე დაფარავს თქვენს ხარჯებს და დიდ სარგებელსაც მოგიტანთ. ბოცვრების მხოლოდ ხორცი როდია შემოსავლიანი, მისი ნავარცხნი ბეწვი და ტყავი – თუ თქვენი ბოცვრები ჯიშიანები არიან – ნამდვილად კარგ შემოსავალს მოგცემთ. მაგრამ თუ ხელმარჯვე კაცი არა ხართ და იმის უნარი არ შეგწევთ, დამოუკიდებლად მოაწყოთ ფერმა, ჯობს, საქმე არც წამოიწყოთ.
ვისაც შრომა არ გეზარებათ და სახელოსნო იარაღების ხმარებაც იცით, გააკეთეთ, რასაც ქვემოთ გირჩევთ. დაიცავით ყველა ძირითადი პირობა და თქვენი საქმე წარმატებული იქნება.
მაშ ასე, გამონახეთ თქვენს ნაკვეთში მშრალი ადგილი, რომელსაც წვიმის დროს დატბორვა არ ემუქრება. იმისთვის, რომ გალიები დაცული იყოს ქარისა და ზაფხულში მცხუნვარე მზის პირდაპირი სხივებისაგან, ჩადგით ისინი ან ხეებით შემოვლებულ ადგილებზე, ან სპეციალურად გააშენეთ ნარგაობა.
გალიები იდგმება ფასადით აღმოსავლეთით ან დასავლეთით ისე, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მზის სხივი ხვდებოდეს გალიებს.

გალიები ააგეთ სამშენებლო მასალების ნარჩენებით: მორების ჩამონახერხებით, ყავრით, სხვა საქმეში გამოუსადეგარი ფიცრებით, აგურით და ა.შ.
თუ ყავრით აშენებთ, მისი სისქე უნდა იყოს 2 სმ, კარებისათვის ხმარობენ 3 სმ სისქის ფიცრებს.
დიდი ზომის ზრდასრული სახორცე-საბეწვე ჯიშის ბოცვრების შენახვა ჯობია ერთ ან ორგანყოფილებიან გალიებში. გალიის ზომებია: სიგრძე – 80-130 სმ, სიგანე – 60-70 სმ. ასეთ გალიაში შეგიძლიათ იყოლიოთ დედა კურდღელი თავისი ბაჭიებით, ცალკე გალიაში გადასმის პერიოდამდე, ან 6-8 სასაქონლო ბოცვერი 3 თვის ასაკამდე, ან 1 მამალი ბოცვერი.
მამლების შესანახად აშენებენ მრგვალი ფორმის 70-75 სმ დიამეტრისა და 70 სმ სიმაღლის გალიებს. იატაკს აგებენ ვიწრო ფიცრებით ან ხაოიანი პლასტმასის მასალით.
მოზარდებისათვის მიზანშეწონილია ჯგუფური შენახვა. მათი გალიის ზომები დამოკიდებულია მათ რაოდენობაზე. ყველაზე მისაღებია 170სმ სიგრძის, 70 სმ სიგანისა და 35-60 სმ სიმაღლის გალია. იქ შეიძლება მოთავსდეს 10 სასაქონლო ბოცვერი. ყოველ გალიაში ათავსებენ ერთი სქესის, ასაკის და დაახლოებით ერთი წონის მოზარდებს. მოჩხუბრებს ათავსებენ ცალკე. სისუფთავის დასაცავად, რაც ყველაზე მთავარია, საუკეთესოა ორმაგი იატაკი – ქვეშ ბადე და ზემოდან მოძრავი იატაკი, რომლის აღება-დადებაც შეიძლება.
საუკეთესო სახორცე-საბეწვე ჯიშებად ითვლება: თეთრი გოლიათი – სიგრძე 60სმ, ცოცხალი წონა – 5,1 კგ; რუხი გოლიათი – სიგრძე 60-61 სმ, წონა 5 კგ; საბჭოური შინშილა – სიგრძე 62სმ, ცოცხალი წონა 5 კგ და სხვ.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
სარეველად ითვლება ყოველი მცენარე, რომელიც დამუშავებულ მიწაზე მამულის პატრონის სურვილის გარეშე ხარობს და, როგორც წესი, დიდ ზიანს აყენებს მეურნეობას და მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავალს
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge “რეკომენდაციების” ველში”, – აღნშიშნულია ინფორაციაში.
სასარგებლო რჩევები
1. ძროხის ნაკელში გამრავლებული ბაქტერიები კარგად უმკლავდებიან დაავადება ნაცარს. ამიტომ 1 წილი ნაკელი გახსენით 3 წილ წყალში, დააყოვნეთ 3 დღე-ღამის განმავლობაში, გაწურეთ, გააზავეთ წყლით 1:3-ზე და საღამოს შეასხურეთ დაავადებულ მცენარეს.
2. ყინვების დაწყებამდე შტამბსა და დედა ტოტებზე ბაქტერიული კიბოთი დაზიანებული ადგილები ამოჭერით საღ მერქნამდე, დაამუშავეთ 3%-იანი შაბიამნის ხსნარით და ამოლესეთ ნაზავით: 70% ნიგროლი, 15% კანიფოლი, 15% პარაფინი, ან 70% ნიგროლი და 30% ხის ნაცარი. ბაქტერიული კიბოს წინააღმდეგ ფოთოლცვენის დაწყებამდე ასხურებენ 1%-იან ბორდოს ხსნარს (1 კგ შაბიამანი, 1 კგ კირი 100ლ წყალზე).
3. ატმის ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ, ფოთოლცვენის შემდეგ, მცენარეებსა და შტამბის გარშემო ნიადაგს შეასხურეთ 5%-იანი შარდოვანას ხსნარი (10 ლ წყალზე 500 გ შარდოვანა). ახალგაზრდა ხეებს შეასხურეთ იგივე 4%-იანი ხსნარი. ფოთლის სიხუჭუჭის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მცენარეთა შესხურება და ფესვების დამუშავება ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატ „ბიორაგის“ ხსნარით.
4. მავნებელთა და დაავადებათა მოზამთრე სტადიების გასანადგურებლად, ფოთოლცვენის შემდეგ, ვეგეტაციის დაწყებამდე, როცა ჰაერის ტემპერატურა +5ºჩ-ზე მაღალია და 20ºჩ-ზე დაბალი, კარგია ხე-ბუჩქნარს შეასხუროთ 1%-იანი დნოკის ხსნარი (10 ლ წყალზე – 100 გ), შესხურება რეკომენდებულია 2-3 წელიწადში ერთხელ.
5. პამიდვრის ახალი, საღი მიწისზედა ნაწილებისა და ფესვების 4 კგ ნედლი მასალის ნაყენი გამოიყენება ხერხიების ღიად მცხოვრები მატლების წინააღმდეგ.
ნახარშის დამზადების წესი: 4 კგ ახალ, ნედლ მწვანე მასას ათავსებენ ჭურჭელში, ასხამენ 10ლ წყალს და ადუღებენ 30 წუთს. შესხურების წინ აზავებენ წყლით შეფარდებით 1:3 და უმატებენ 10 ლ ნახარშზე 40 გ საპონს.
6. გვირილის ფოთლებსა და თანაყვავილედებს აშრობენ ჩრდილში, დაქუცმაცებულ მშრალ მასალას ათავსებენ ვედროში. 1 კგ მშრალ მასას ასხამენ 10 ლ წყალს და აჩერებენ 12 სთ. შემდეგ ატარებენ საცერში, აზავებენ წყლით (1:3), უმატებენ 40გ საპონს და ასხურებენ. ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება ტილების, ტკიპების და სხვა მწუწნავი მავნებლების წინააღმდეგ.
7. ფარსმანდუკის ფოთლებს და მწვანე მასას აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში. მასას აშრობენ, აქუცმაცებენ. 800 გ გამომშრალ მასალას უმატებენ 10 ლ ადუღებულ წყალს და აჩერებენ 36-38 საათს, ანდა ადუღებენ 30 წუთს. 10ლ ნახარშს უმატებენ 20 გ საპონს და იყენებენ ხეხილის ფსილების, ტილების, ტკიპების და სხვა მწუწნავი მავნებლების წინააღმდეგ ერთჯერადი შესხურებისთვის მავნებლის გამოჩენისთანავე.
8. აბზინდის მწვანე მასას აგროვებენ ყვავილობის დროს, 1 კგ-ს ათავსებენ ვედროში, ასხამენ 10 ლ წყალს, ადუღებენ 10-15 წუთს. აცივებენ, ატარებენ საცერში, უმატებენ 40 გ საპონს 10 ლ ნახარშზე და ასხურებენ ვეგეტაციის პერიოდში მღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ 15 დღის ინტერვალით 2-ჯერ.
9. ბურბუშელას კარგად გარეცხილ 300გ ფესვებს ან 400გ წინასწარ დაჭრილ ნედლ ფოთლებს ასხამენ 10 ლ თბილ წყალს და აჩერებენ 1-2სთ. ატარებენ საცერში და ასხურებენ მცენარეს ვეგეტაციის პერიოდში დაყვავილებისთანავე.
10. ფორთოხლის ქერქის ნაყენის დასამზადებლად 1კგ გამხმარ დაქუცმაცებულ ქერქს ასხამენ 10 ლ წყალს და ტოვებენ 3 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას, გაზავების გარეშე ასხურებენ ცრუფარიანების წინააღმდეგ ოთახის პირობებსა და სათბურებში.
ბაღის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლის კალენდარი.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
– იწოვენ წყლის მნიშვნელოვან რაოდენობას, გაცილებით მეტს, ვიდრე კულტურული მცენარეები. ძლიერ გამრავლებული სარეველა ხელს უშლის კულტურის ზრდა-განვითარებას.
– იყენებენ საკვები ნივთიერებების გაცილებით მეტ რაოდენობას, ვიდრე კულტურული მცენარეები. მაგალითად, მათთან შედარებით სარეველა ბოლოკას, რომელიც შვრიის ყანაში იზრდება, გაცილებით ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს, შესაბამისად, ნიადაგიდან კალიუმისა და აზოტის ორჯერ და ფოსფორის სამჯერ მეტ ნაერთებს იწოვს.
– გაცილებით სწრაფად იზრდებიან და კულტურულ მცენარეებს ჩრდილავენ, რაც ხელს უშლის მათ ნორმალურ განვითარებას.
– აქვეითებენ ნიადაგის ტემპერატურას, რადგან ნიადაგის ზედაპირს ჩრდილავენ. სარეველებით ძლიერ მოდებული და სუფთა ნათესების ნიადაგის ტემპერატურის სხვაობა 3ºჩ-ია.
– ავიწროებენ კულტურულ მცენარეებს, რადგან კვალში უმეტეს ადგილს იკავებენ, რითაც ხელს უშლიან მათ ზრდა-განვითარებას.
– ზიანს აყენებენ ნათესებს. მაგალითად, ხვიარა მცენარეები ხვართქლა და ბეგიაური იწვევენ ყანის ჩაწოლას, რომელიც გვიან და ცუდად ვითარდება. ჩაწოლილ ყანაში ხშირად მატულობს სინესტე, განსაკუთრებით წვიმების დროს, რაც უარყოფითად მოქმედებს ნათესზე.
– გადააქვთ ვირუსული დაავადებები, ჟანგა სოკო და სხვ. ხელს უწყობენ გრძელცხვირა ხოჭოების, ბაღლინჯოებისა და სხვა მავნებლების გამრავლებას.
– ფესვთა ძლიერი სისტემის გამო აძნელებენ ნიადაგის დამუშავებას, ართულებენ ჭარხლის მექანიზებული წესით ამოთხრას და ა.შ.
– მათი თესლის მინარევი აუფასურებს სათესლე მასალას; მიწისზედა ნაწილები – საქონლის საკვებად გათიბულ მცენარეებს, რადგან მათ შორის ხშირია შხამიანი მცენარეები, მაგალითად, შალაფა, ხვართქლა, ლენცოფა და სხვ.
სათესლე მასალიდან სარეველების თესლის გამორჩევა საკმაოდ შრომატევადი და ხარჯებთან დაკავშირებული საქმეა.
მოდებული სარეველებისგან (განსაკუთრებით ფესურის მქონე სახეობებისგან) მცირე ზომის ფართობების გასუფთავება მექანიკური წესით – დაბარვითა და გათოხნით, ყველაზე ეფექტური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ყოველი დაბარვის დროს ფესურები უნდა აიკრიფოს და დაიწვას.
სარეველების განადგურებამდე გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ მათგანს სამკურნალო თვისებები აქვს ან პირუტყვის საკვებად გამოიყენება. მაგალითად, ისეთი ძვირფასი მცენარეები, როგორიცაა: კრაზანა, შავბალახა, ენდრო, მრავალძარღვა, ორკბილა, მატიტელა, ჭინჭარი და მრავალი სხვა, თავის დროზე უნდა მოიკრიფოს, გაშრეს და სახლის აფთიაქს შეემატოს. ასევე დასანანია ნაცარქათამა, ჯიჯლაყა, ჭინჭარი, კოფრჩხილა და ა.შ. ასეთები შეიძლება მარგვლის დროს გადავარჩიოთ და მხლად ვიხმაროთ.
ქვემოთ მოყვანილია გავრცელებული სარეველების დახასიათება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ხერხები და საშუალებები.
რით გავაშენოთ ქარსაფარი ზოლი ?
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
საქსტატის ცნობით, 2024 წლის სექტემბერთან შედარებით, ფასები 4.6 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.3 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები -0.8 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.62 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების -3.5 პროცენტიანი კლება კვების პროდუქტებზე. გარდა ამისა, ფასების 2.1-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.22 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 29.7 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.7 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (35.9 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.32 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (6.6 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (11.8 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.54 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 10.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.26 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“ – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
„ეს ჩვენი ოჯახი ნამუშევარია.
ყველაფერი ჩვენი ხელით არის გაკეთებული.
დამტვრეული თოჯინები განვაახლე. ჩემი აწყობილი თოჯინებია. თავად შევკერე კაბები. ერთ თოჯინას კისერი ქონდა მოტეხილი, ისეთი კაბა შევკერე და მოვარგე, რომ არ ჩანს მოტეხილი კისერი. ნაბეღლავის ბოთლებში ჩავსვი დაზიანებული თოჯინები და შპაკლით ჩავამაგრე. არ მიყვარს არაფრის გადაგდება…


ეზოში „ნატვრის ხე გვაქვს“, რომელსაც უამრავი თოჯინა და სათამაშო ამშვენებს“
რა თქმა უნდა, ბაღის გაშენება არ არის მარტივი. საკმაოდ დიდი დრო და შრომაა ჩადებული“

