როგორ მოვიმოქმედოთ ზვავის ჩამოწოლის დროს და მის შემდეგ?
ზვავი საფრთხის შემცველი სტიქიური მოვლენაა, რომლის დროსაც სწრაფი და გააზრებული ქმედებები თქვენი უსაფრთხოების გასაღებია – რატომ არის მნიშვნელოვანი სწრაფი რეაქცია ზვავისგან მომავალ საფრთხეებზე?
- მთაში წასვლამდე წინასწარ შეისწავლეთ ზვავსაშიში ადგილები. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოს მთიანი ზონები უფრო მოწყვლადია ზვავების ჩამოწოლისადმი.
- თუ იმყოფებით მთიან რეგიონებში იანვარ-მარტის თვეებში, ყოველდღიურად თვალი ადევნეთ ამინდის პროგნოზს. სწორედ ამ თვეებში იზრდება ზვავის ჩამოწოლის რისკი.
- თუ ამჩნევთ ამინდის გაუარესების ნიშნებს, მოერიდეთ მაღალ მთაში ასვლას.
- თუ მიიღეთ ინფორმაცია ზვავის საშიშროების შესახებ ან შორიდან შენიშნეთ მომავალი დიდი თოვლის მასა, სასწრაფოდ დატოვეთ სახიფათო ტერიტორია და სირბილით იმოძრავეთ უსაფრთხო, შემაღლებული ადგილებისკენ. მოერიდეთ ნორჩ ხეებს.თუ ზვავს ვერ გაექცევით მოიშორეთ ბარგი, მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა თავით ზვავის მიმართულებით. სახეზე აიფარეთ საყელო ან შარფი. ზვავში მოყოლის შემთხვევაში, ცურვითი მოძრაობებით სცადეთ გადაადგილდეთ ზვავის კიდისკენ. აქ მისი მოძრაობის სიჩქარე დაბალია.
- ზვავის მოძრაობის შეწყვეტის შემდეგ, შექმენით თავისუფალი სივრცე სახისა და მკერდის ირგვლივ სუნთქვის გასამარტივებლად.
- არ იყვიროთ, გაუფრთხილდით ენერგიას, ჟანგბადსა და სითბოს.
- გახსოვდეთ, რომ თქვენ გეძებენ და აუცილებლად გადაგარჩენენ! მიუხედავად ზვავის დესტრუქციულობისა, ცნობილია შემთხვევები, როდესაც თოვლის ქვეშ მოყოლილი ადამიანები რამდენიმე დღის, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კვირის შემდეგაც კი გადაურჩენიათ.














